#ცნობილები #სამეფო ოჯახი #წიგნების თარო

მეგან მარკლი მსოფლიოს სადებიუტო საბავშვო წიგნს წარუდგენს

გაზიარება:

სასექსის ჰერცოგინია პოსტ-სამეფო რეზიუმეს ავტორობასაც ამატებს, მეგან მარკლმა სადებიუტო წიგნი დაწერა ბავშვებისთვის სახელწოდებით The Bench (სკამი). ისტორია მამისა და ვაჟის განსაკუთრებული კავშირის შესახებ მოგვითხრობს, მთხრობელის ამპლუაში კი დედა იმყოფება.

შთაგონება მეგანს საკუთარი ოჯახური ისტორიიდან გაუჩნდა - თავდაპირველად სასექსის ჰერცოგინიამ პრინც ჰარის მამის საერთაშორისო დღის აღსანიშნად პოემა მიუძღვნა, რომელიც ჰარისა და არჩის ურთიერთობას აღწერდა. მეგანი მალევე მიხვდა, რომ ამ მცირე პოემის განვრცობა და საბავშვო წიგნად ქცევა შეეძლო და ასეც მოიქცა.

The Bench პოემის სახით დაიწყო, რომელიც ჰარის არჩის დაბადებიდან ერთ თვეში დავუწერე მამის დღეს, მე უბრალოდ ემოციების გამოხატვა მინდოდა

წიგნში 40 ილუსტრირებული გვერდია წარწერებით, რომელთა შექმნის პატივი კრისტიან რობენსონს ერგო. The Bench წიგნის მაღაზიებსა და ონლაინ საიტებზე 8 ივნისიდან გამოჩნდება და მისი ღირებულება 24 დოლარი იქნება. საბავშვო წიგნის არა მხოლოდ წაკითხვა, არამედ მოსმენაც იქნება შესაძლებელი, რომელსაც თავად ავტორი კითხულობს.

ზევით