„პეპელა მონარქი“: რეალობისა და წარმოსახვის გზაგასაყარზე
თამარ მაღლაფერიძე-დადეშქელიანის სოლო გამოფენა „პეპელა მონარქი“ ცამეტ ნამუშევარს აერთიანებს და რეალობისა და წარმოსახვის ზღვარს იკვლევს.

რობერტ პატინსონი „აგენტი 007“-ის ახალ ფილმში ჯეიმს ბონდის როლს შეასრულებს. ინფორმაცია Amazon MGM Studios-მა ოფიციალურად დაადასტურა. მსახიობი დენიელ კრეიგს შეცვლის და ბონდის როლის მეშვიდე ოფიციალური შემსრულებელი გახდება.
Prime Video-სა და Amazon MGM Studios-ის ხელმძღვანელმა მაიკ ჰოპკინსმა არჩევანი პატინსონის სამსახიობო დიაპაზონით, ეკრანული ქარიზმითა და თავშეკავებული შინაგანი სიძლიერით ახსნა. თავად მსახიობმა როლს „ცხოვრების უდიდესი პატივი“ უწოდა და აღნიშნა, რომ ჯეიმს ბონდის განსახიერება მისთვის ახდენილი ოცნებაა.
ფილმის რეჟისორი დენი ვილნევი იქნება, რომლის მონაწილეობაც 2025 წლის ივნისში დადასტურდა. პატინსონსა და ვილნევს უკვე უმუშავიათ ერთად ფილმზე „დიუნი: ნაწილი მესამე“. ახალი ბონდის ფილმის სცენარზე კი სტივენ ნაითი, სერიალ „ალესილი კეპების“ შემქმნელი, მუშაობს. პროექტის პროდიუსერები ემი პასკალი და დევიდ ჰეიმანი იქნებიან.
ბონდის როლის წინა შემსრულებელი დენიელ კრეიგი იყო, რომელმაც აგენტის პერსონაჟი ხუთ ფილმში განასახიერა. მისი ბოლო გამოჩენა 2021 წლის ფილმში „სიკვდილის დრო არ არის“ შედგა.
2025 წელს Amazon MGM Studios-მა ჯეიმს ბონდის ფრენჩაიზის შემოქმედებითი კონტროლი მაიკლ უილსონისა და ბარბარა ბროკოლისგან გადაიბარა. გარიგების ღირებულება 20 მილიონ დოლარს შეადგენდა.
ჯერჯერობით უცნობია, როდის დაიწყება ახალი ფილმის გადაღებები და როდის შედგება მისი პრემიერა.