#ლიტერატურა

„ქალთა იდენტობა ლიტერატურაში“ - წიგნის კლუბის განახლებული სერია

გაზიარება:

წიგნის კლუბი მარჯანიშვილის 7-ში, ისტორიულ შენობაში, თიბისი კონცეპტი კითხვის და მხატვრული ლიტერატურის მოყვარულებისთვის ყოველკვირეულ შეხვედრებს განაგრძობს. „ქალთა იდენტობა ლიტერატურაში“- ამ თემას დაეთმობა მაისის თვე, კლუბი უმასპინძლებს არაერთ საინტერესო, ყველასთვის საყვარელ სპიკერს და შეხვედრების განმავლობაში სტუმრები მიმოიხილავენ გამორჩეულ ავტორებსა და პერსონაჟებს, ისაუბრებენ ყველაზე მთავარზე-ლიტერატურაზე.

წიგნის კლუბის შეხვედრების განახლებული სერია 7 მაისს დაიწყება და 25 მაისამდე გასტანს, დასასწრებად გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე www.conceptevents.ge.

7 მაისი, 14:00 საათი

ნატაშა ლომოური და კატო ჯავახიშვილი: ქალი მწერლები საბჭოთა რეპრესიების დროს

ღონისძიების შესახებ:

წიგნის კლუბის სტუმრები, მოგვიყვებიან რეპრესირებული ქალი მწერლების ისტორიას საბჭოთა პერიოდში.განიხილავენ წარსულში მიღებულ გამოცდილებასა და მასთან გამკლავების გზებს.. ისაუბრებენ 100 წლის წინანდელ საფრთხეებზე დღევანდელი მოვლენების კონტექსტში.

აქტუალური თემები:
• პარლამენტარი ქალები დემოკრატიული რესპუბლიკის დროს.

• მარო მაყაშვილის ისტორია.

• ისტორიები რეპრესირებულ ქალ მწერლებზე.

მომხსენებლის შესახებ:
პოეტი და პუბლიცისტი კატო ჯავახიშვილი, იგი ხუთი პოეტური კრებულის („შენიდან ჩემამდე“, საარი 2008; „მარცხნივ“, საუნჯე 2010; „პუპა“, საუნჯე 2011; „ნაცვალი სახელი“, საუნჯე 2012; „იავნანა კაცებისთვის“, ინტელექტი 2015) და ერთი ესსეების კრებულის („ორი ფინჯანი“) ავტორია.

11 მაისი, 19:00 საათი

ნატაშა ლომოური და ეკა ტოგონიძე: ომს არ აქვს ქალის სახე

შეხვედრის შესახებ:
ღონისძიების სტუმრები ისაუბრებენ ქალის თვალით დანახულ საბჭოთა ოკუპაციასა და ომზე. იმაზე, თუ როგორ ცვლის პოლიტიკური გადაწყვეტილებები ინდივიდუალური ადამიანების ბედსა და მათ მომავალს, ხოლო მეორეს მხრივ, რა გავლენას ახდენს ერთი ადამიანის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ისტორიის მიმდინარეობაზე.

აქტუალური თემები:
• ომის დაღი და ისტორიული მეხსიერება.

• ხელოვნება წარსულის რეკონსტრუქციის, გააზრებისა და კათარზისის გზა.

• მიმდინარე მოვლენები უკრაინაში.


წიგნის კლუბის მიზანია თანამედროვე და კლასიკური ტექსტების და მათი მთავარი სათქმელის გარჩევა. თითოეულ შეხვედრას თავისი კურატორი ჰყავს, რომლებიც კლუბის წევრებთან ერთად განიხილავენ თანამედროვე და კლასიკურ ლიტერატურას. უშუალოდ შეხვედრამდე, მსურველებს, შესაძლებლობა აქვთ გამოიტანონ კლუბის რჩეული წიგნები თიბისი კონცეპტის სივრცის ბიბლიოთეკიდან ან ისარგებლონ ბიბლიოთეკაში არსებული პლანშეტებით.

ზევით