#კულტურა #nankakikalia

Jazz loves Wine & Vice Versa

გაზიარება:

ნანკა კიკალია  |

ჯაზი და ქართული ღვინო რომ ერთმანეთს საოცრად უხდება wine and jazz-მა 15 ოქტომბერს, წინანდლის მამულში კიდევ ერთხელ დაამტკიცა. ღვინის სამშობლომ - კახეთმა საოცარ ღონისძიებას უმასპინძლა, ნამდვილად გასაოცარს და ამაში ყველა ის ადამიანი დამეთანხმება, ვინც თვლის რომ ჯაზი უფრო მეტია ვიდრე მუსიკა, ჯაზი რომ სიმბოლოა თავისუფლების, ხოლო ღვინო უფრო მეტია ვიდრე ყურძნისგან დაწურული ალკოჰოლური სასმელი, ვაზი რომ სიმბოლოა ჩვენი ისტორიის, რომელიც ქართველებს ზე ერად აქცევს.

wine and jazz

ჯაზს ხშირად ამერიკის კლასიკურ მუსიკად მოიხსენიებენ, ამიტომ თუ სხვა მიზეზით, დანამდვილებით ვერ გეტყვით, მაგრამ კახეთმა ამერიკელ მეღვინეებსაც საგანგებოდ უმასპინძლა. საინტერესო იყო ამერიკული ღვინის დაჭაშნიკება მრავლად წარმოდგენილი ქართული ღვინის მარნების ფონზე. ძალიან მიჭირს ვიყო ობიექტური მაშინ, როდესაც საქმე რაიმე ქართულს ეხება (პათეტიკურობაში თუ არ ჩამითვლით, მიყვარს ყველაფერი ქართული), თუმცა ობიექტურობის მიზეზი ის იქნებოდა, რომ ჩემს ქვეყანას 8000 წლიანი ღვინის ტრადიცია ამყარებს, ამერიკელებმა კი ჯაზი იციან ("ძმაო" მოუხდებოდა ამ ფრაზას, თუმცა ჩემს ტერმინოლოგიას ძალიან ავცდები) და ამაში ნამდვილად ვერ შევეცილებით. მოდით ეს პარაგრაფი იყოს ოდა ქართული ღვინისა. საქართველოში ხომ ღვინის  ტრადიცია პრიმიტიული ხანიდან მოდის და ის ქართველი ხალხის ცხოვრების ყოველდღიურ ნაწილს შეადგენს. ვაზი ხომ ის სიმბოლური ძაფი, რომელიც ჩვენ, ქართველებს მსოფლიოსთან გვაკავშირებს. ჯაზი? ჯაზი კი ცალსახად თავისუფლების სიმბოლოა, თავისუფალი აზროვნებისა, რომელიც იმპერიალისტურად განწყობილმა რუსეთმა ასე ჩააფერფლა ჩვენში (იბერია გაბრწყინდების), ჯაზი ხომ ოცნების სიმბოლოა ჰო და ამ ორის სინთეზი - თავისუფლებისა და 8000 წლიანი ტრადიციის, სად თუ არა საქართველოში უნდა მომხდარიყო?!

ცოტა მეტი ჯაზზეც რომ ვისაუბროთ, წინანდლის მამულებში გასაოცარი ჯაზი ვისმინეთ. ღვინისა და ჯაზის ფესტივალს, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ძალიან ცნობილი მუსიკოსები შემოუერთდნენ. ნამდვილი ჯაზური ცეცხლი კი, ელექტრო სვინგის დედოფლად წოდებულმა, ელის ფრანსისმა დაანთო. მიუხედავად იმისა, რომ ქართული საზოგადოება საკმაოდ კონსერვატიულია და დაპატიჟება-მოპატიჟების ცერემონიალიც  სისხლში გვაქვს, ნამდვილად, ელის ფრანსისის არაერთი თხოვნის მერე ქართული ღვინით გაჯაზებული საზოგადოება სცენისკენ ერთხმად გავიჭერით ფრთაგაშლილ მაფშალიებივით. 

ჯაზი

რა უნდა იყოს იმაზე საამო, რომ ოკეანის იქიდან ჩამოფრენილმა ჯაზ მუსიკოსებმა შენს საკუთარ ენაზე შენი სიმღერა გიმღერონ. კაილი ოდოერტის კვინტეტმა იმ მომენტში, როდესაც  "ჟუჟუნა წვიმას" პირველი ნოტები აიღო, ყველა მსმენელის გული მოიგო და მას შემდეგ რა იმღერეს ან რა დაუკრეს, სიმართლე გითხრათ უკვე მეორეხარისხოვანი იყო. 

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Nanka 💫 (@nankakikalia)

ამ საოცარი საღამოს დასასრულს კი, ქართული წითელი ღვინით გაბრუებული Lady in red გამოვიდა სცენაზე. აქამდე გერმანული ჯგუფის „დი-ფაზი” კონცერტზე ნამდვილად არ ვარ ნამყოფი, შესაბამისად ვერც ქართულ ღვინოს დავაბრალებ დაუსაბუთებლად, მაგრამ საოცარ ენერგიაში გაგვხვია თანამედროვე გერმანული ჯაზის გასაოცარმა ხმამ - პეტ აპელტომმა.

ჯაზი

პეტს მოგვიანებით კარლ ფირსონი შეუერთდა და არამხოლოდ ჯაზს გვაზიარეს, არამედ საინტერესო სანახაობა შექმნეს (გადაჭარბებად თუ არ ჩამითვლით, ეჭვი მაქვს, რომ კახური ღვინის ბრალი იყო მათი პერფორმანსები).

ჯაზი

მემოვალ შეხვედრამდე ჯაზისა და ღვინის ფესტივალზე.

x

ნანკა

ზევით