#MBFW TBILISI

BLIKVANGER FW 2021: მისტიკური სამყაროსა და გაბედული სილუეტების სინთეზი #MBFW

გაზიარება:

მერსედეს-ბენც მოდის კვირეულის ციფრულ ფორმატში, მისტიკური და ამოუხსნელი BLIKVANGER-ის ჯერიც დადგა, ბრენდის გამორჩეული ხელწერა და ინდივიდუალური ხედვა ვირტუალური სივრცის ნახვისთანავე გამოიკვეთა, რაც ბუნებრივია, 2021 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციამაც განავრცო.

BLIKVANGER FW 2021

ნათელი ფერთა გამა, თავისუფალი სტილი თუ გამოკვეთილი სილუეტები, კლასიკური ორეულები და ყოველდღიური, ნაქსოვი მოსაცმელები - BLIKVANGER-ის ხელწერა თანამედროვეობას და მსოფლიო ტრენდებსაა მორგებული, თუმცა მცირედი სახეცვლილებით. პოდიუმზე ერთი-მეორის მიყოლებით ფერადლინზებიანი მოდელები გამოდიან, თეთრ-წითელი სავსე მთვარის ფონზე.

BLIKVANGER FW 2021

BLIKVANGER ინსპირაციას იღებს ყველაფრისგან რაც ხდება და არსებობს სამყაროში, მაგალითად: ბუნება, სიზმრები, კინო, არქიტექტურა, მუსიკა, ხელოვნება და ა.შ.

BLIKVANGER FW 2021

BLIKVANGER არასდროს არ არის მკაცრად ორიენტირებული ერთ კონკრეტულ მიმართულებაზე და მასში ეს ყველაზე მეტად გვხიბლავს. გარდა იმისა, რომ ბრენდის მთავარი კონცეფცია მოიცავს რაც შეიძლება მეტ თავისუფლებას, სითამამეს, ის ყოველთვის ცდილობს რომ ადამიანებს თავის კოლექციებით მოუწოდოს რომ იყვნენ გაბედულები, იარონ წინ, თავიანთი ოცნებები არასდროს დაივიწყონ და მაქსიმალურად გამოხატონ საკუთარი შინაგანი სამყარო.

BLIKVANGER FW 2021

"ადამიანი შინაგანად ძალიან მრავალფეროვანი, ზღაპრული და საინტერესო არსებაა, ეს განსაკუთრებით მის ბავშვობის წლებში იგრძნობა. დროთა განმავლობაში უმრავლესობა იცვლება, ივიწყებს საკუთარ ოცნებებს და თავს იზღუდავს. თითქოს კეტავენ იმ კარებს, რომელიც მიღმაც ბავშვობაში ჯადოქრობები ხდებოდა. BLIKVANGER-ს უნდა რომ ყველასთან შეაღოს ეს ჩაკეტილი კარი და გახადოს ადამიანები თამამები, ფერადები ზღაპრულები, გაბედულები და მხიარულები. ნუ დაუწესებთ თავებს შეზღუდვებს და სტანდარტებს, იყავით გაბედულები"

ზევით