#ლიტერატურა

5 წიგნი, რომელიც ოქტომბრის მელანქოლიურ განწყობას მოუხდება

გაზიარება:

წელიწადის ყველა დროს, განსაკუთრებულ ატმოსფეროსთან ერთად, თან სპეციფიკური განწყობაც მოაქვს, რომელიც ჩვენს ყოველდღიურობას განსაზღვრავს. ოქტომბრის დადგომამ, ნამდვილი შემოდგომის შემობრძანება გვაგრძნობინა, ზაფხულისა და ზამთრის გზაგასაყარზე, ყველაფერი მეტად (გულ)გრილი და მელანქოლიური გვეჩვენება და რა უხდება ამ მდგომარეობას, სწორად შერჩეულ საკითხავ წიგნზე მეტად?!

დღეს, ვეცადეთ თქვენთვის 5 ისეთი წიგნი წარმოგვედგინა, რომელიც ყველაზე მეტად მიესადაგება ამ სეზონის განწყობას, პლედში თბილად გახვევასა და ჭიქა ცხელი შოკოლადითა თუ გლინტვაინით ტკბობას.

1. ზაირა არსენიშვილი - ვა სოფელო

მწერლისა და სცენარისტის, ზაირა არსენიშვილის (1933-2015) ეპოქალურ რომანში „ვა, სოფელო…“ მოქმედება ვითარდება თელავში მე-20 საუკუნის 20-50-იან წლებში. პატარა ქალაქისა და მის მკვიდრთა – სამი ქალის – ცხოვრების ისტორიის მაგალითზე მკითხველი დაინახავს საქართველოს იმდროინდელ ისტორიას: თელაველებისა და, ზოგადად, ქართველი ხალხის ყოფას, ქალაქის კულტურულ ცხოვრებას, გლობალურ პოლიტიკურ ძვრებს, 20-30-იანი წლების ტერორს…

2. კაზუო იშიგურო - როცა ობლები ვიყავით

მეოცე საუკუნის გარიჟრაჯზე შანხაიში დაბადებული ინგლისელი ბიჭუნა, ქრისტოფერ ბენქსი,9 წლის ასაკში ობლდება.მისი მშობლები საეჭვო ვითარებაში უჩინარდებიან.ბიჭს საცხოვრებლად ინგლისში უსვებენ,სადაც იგი ცნობილი დეტექტივი ხდება.ოციოდე წლის შემდეგ ის უბრუნდება ჩინეთ-იაპონიის ომის ქარცეცხლში გახვეულ შანხაის,რათა მშობლების გაუჩინარების საიდუმლო ამოხსნას.ეთნიკური მრავალფეროვნებით განთქმული ჩინური ქალაქის ფერადოვნება და დანისლული 

3. ნინო ხარატიშვილი - მსახურთა შემოდგომა და სხვა პიესები

გერმანულენოვანი ქართველი მწერლის, დრამატურგისა და თეატრის რეჟისორის, ნინო ხარატიშვილის ის პიესები, რომლებსაც ქართველი მკითხველი ამ კრებულში წაიკითხავს, გერმანიაში სხვადასხვა თეატრის სცენაზე უკვე დადგმულია და ცნობილია გერმანელი მკითხველისა თუ მაყურებლისთვის. ოთხი პიესიდან ერთ-ერთი, „მსახურთა შემოდგომა“, ქართულ სცენაზეც დაიდგა და სამეფო უბნის თეატრის პროგრამის ნაწილია, ასევე მზადდება „ფედრა, ალმოდებულის“ როგორც ქართულ, ისე გერმანულ სცენაზე დადგმაც.

4. დელია ოუენსი - იქ, სადაც კიბორჩხალები მღერიან

დელია ოუენსი ამერიკელი ზოოლოგია ჯორჯიის შტატიდან. „იქ, სადაც კიბორჩხალები მღერიან“ მისი სადებიუტო რომანია, რომელიც თითქმის სამოცდაათი წლისამ გამოაქვეყნა. 2018 წელს გამოსული წიგნი მაშინვე მოექცა საერთაშორისო ბესტსელერების სათავეში და თითქმის ორმოცდაათ ენაზეა თარგმნილი.  დელია ოუენსის წიგნი „იქ, სადაც კიბორჩხალები მღერიან“ ერთდროულად დეტექტივი, ბილდუნგსრომანი და დედამიწის ჰიმნია. ავტორი საოცარი პოეტურობით აღწერს ადამიანის უხილავ კავშირს ბუნებასთან და საზოგადოებასთან, პერსონაჟებს კი ისეთი დილემების წინაშე აყენებს, სადაც მხოლოდ სიყვარული საკმარისი არ არის.

5. ელის მანრო - ძვირფასი სიცოცხლე

2013 წელს ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში კანადელ მწერალ ელის მანროს (1931) გადაეცა. ეს გადაწყვეტილება ბევრისთვის მოულოდნელი იყო. მწერლის ნიჭსა და ოსტატობაში ეჭვი არავის შეჰპარვია (მანრო მანამდეც არაერთი პრესტიჟული პრემიის ლაურეატი იყო), გაკვირვება სხვა რამემ გამოიწვია - ელის მანრო მოთხრობის ჟანრის ოსტატია, რომანი არასდროს დაუწერია, მცირე პროზის ავტორები კი სქელტანიანი რომანების ავტორების გვერდით თითქმის ყოველთვის იჩაგრებიან ხოლმე.

ზევით