#მოგზაურობა #დეკორი

კონცეპტუალური ნამუშევრები - ზაჰა ჰადიდის ფუტურისტული მემკვიდრეობა

გაზიარება:

ზაჰა ჰადიდი - არაბული წარმომავლობის ბრიტანელი დიზაინერი და არქიტექტორი, პირველი ქალი, რომელმაც Pritzker Architecture Prize-ის ჯილდო დაიმსახურა, მრუდის დედოფალი, რომელმაც არქიტექტურული გეომეტრია სრულად გაათავისუფლა და მას ახალი გამომსახველობითი იდენტობა მიანიჭა.

ზაჰა ჰადიდი ყველა დროის, ერთ-ერთ ყველაზე დიდ რევოლუციონერ არქიტექტორად ითვლება მსოფლიოში, 65 წლის ასაკში, მოულოდნელ გარდაცვალებამდე, ზაჰამ მოახერხა და შექმნა ყველაზე შთამბეჭდავი, მომაჯადოებელი და კონცეპტუალური ნამუშევრები არქიტექტურის ისტორიაში.

არ ვფიქრობ, რომ არქიტექტურა მხოლოდ თავშესაფარია, მას უნდა ჰქონდეს უნარი აღგვაფრთოვანოს, დაგვამშვიდოს და მოგცეს ფიქრის საშუალება

თავად ზაჰა ჰადიდის თქმით, მისი ინტერესი არქიტექტურის მიმართ მას შემდეგ გაჩნდა, რაც მან ბილბაოში გუგენჰაიმის მუზეუმი იხილა, რომლის დიზაინიც ფრენკ გერის ეკუთვნოდა. მას შემდეგ, რაც 2003 წელს ზაჰამ, ცინცინატიში Contemporary Arts Center-ის შექმნაში მიიღო მონაწილეობა, მისი იდეებისა და შემოქმედებითი ხედვის გადატანა არქიტექტურაში აქტიურად დაიწყო.

ადამიანები ამბობენ რომ საკულტო არქიტექტურულ დიზაინებს ვქმნი. თუკი ჩემ მიერ შექმნილი დიზაინი საკულტოდ იქცევა - ეს მართლაც საოცარია.

ზაჰა ჰადიდის მთავარი სურვილი არქიტექტურაში არსებული ნორმების დარღვევა, კანონების განადგურება და ჩარჩოებს გარეთ ფიქრის დაწყება იყო, რაც ზაჰამ მალევე მოახერხა. მან ტრადიციული გეომეტრიული სიმეტრიების რღვევა დაიწყო და არქიტექტურაში მკვეთრი კუთხეები და მომრგვალებული ხაზები შემოიტანა.

მიუხედავად იმისა, რომ ზაჰა ჰადიდი 65 წლის ასაკში, ჯერ კიდევ კარიერის მწვერვალში ყოფნის დროს გარდაიცვალა, მან მოახერხა და ფუტურისტული არქიტექტურის განძი დაგვიტოვა. ზაჰას ყველაზე მნიშვნელოვან პროექტებს მიეკუთვნება: ვიტრას სახანძრო სადგური გერმანიაში, როზენთალის თანამედროვე ხელოვნების ცენტრი ცინცინატიში, ჰონჰაიმ-ნორზის ტერმინალი და სადგური საფრანგეთში და ორდრუპგაარდ-ანექსი დანიაში.

ზევით