#კულინარია

ვინტაჟური კუთხე თბილისის ისტორიულ ნაწილში

გაზიარება:

თბილისში ძალიან ბევრი და საინტერესო კაფეა, მათ შორის კი გამოირჩევა ვინტაჟური სტილის, რომელიც ბოლო წლებია სულ უფრო მეტ პოპულარობას იძენს.

თუ კი ვინტაჟი თქვენი სუსტი წერტილია, კოტე აფხაზის ქუჩაზე მდებარე კაფე „ლინვინლში“ შეირბინეთ, უფრო სწორედ აირბინეთ კიბეებით, შეუკვეთეთ გემრიელი გლინტვეინი აპერიტივად, აირჩიეთ საინტერესო მენიუდან ყველაზე საინტერესო კერძი და დროში მოგზაურობა დაიწყეთ.

linville

იცით ყველაზე მეტად რა აღგაფრთოვანებთ? საინტერესოდ მოხატული კარები, რომელიც პირდაპირ კიბეებს უერთდება, კიბის თავზე კი ის ატმოსფერო, რომელიც აქაურობას, სავარაუდოდ მე-20 საუკუნის დასაწყისიდან შემორჩენილა; შპალერი ვარდებისა და სხვა ვინტაჟური სტილის პრინტებით, ძველი და ლამაზი სანათები „მშრალი ხიდიდან“, ყვავილებიანი სუფრა, ანტიკვარული ავეჯი, უნიკალური ფანჯრები და ქალაქის ერთ-ერთი საუცხოო აივანი, და ჰო, ფორტეპიანოს ხმა, რომელიც აქ Covid-19 პანდემიამდე ჟღერდა. საინტერესოა, ახლა თუ აჟღერებენ ვინტაჟურ მუსიკას?

ლინვილი

დიახ, „ლინვილი“ ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო კაფეა და ჰო, უარს ლინვილში ვიზიტზე ვერასდროს ვამბობ და ვერც ჭიქა ღვინოზე ვიტყვი უარს, განსაკუთრებით კი ასეთ ამინდში, როდესაც ზამთარი გაზაფხულს ებრძვის. 

- ალლო, ლინვილია? გთხოვთ ის დივანი, დიდი სარკის ქვეშ რომ დგას, დამიჯავშნეთ, გოგოები The Diary-დან შაბათს, უი არა, პარასკევს 18:30-ზე გესტუმრებით (სულ მავიწყდება, ამ Covid-19 პანდემიის გამო უიქენდზე, რომ ყველაფერი დაკეტილია).

ზევით