#დეკორი

VERMELHO - კრისტიან ლუბუტენის სასტუმრო მელიდესში

გაზიარება:

| ანნა მათიაშვილი |

დამეთანხმებით, საზღვარგარეთ მოგზაურობისას ჩვენი მთავარი სურვილი სასტუმროს გარეთ არსებული ღირსშესანიშნაობების, ნაგებობებისა თუ ხელოვნების ნიმუშების მონახულებაა. სასტუმრო, რომელზეც დღეს მოგიყვებით, თავად არის ხელოვნების ნიმუში, რომელსაც პორტუგალიაში ყოფნისას აუცილებლად უნდა ესტუმროთ. სასტუმრო ცნობილ დიზაინერს, კრისტიან ლუბუტენს ეკუთვნის, რომლის წითელძირიანი ფეხსაცმელების შესახებ მოდის ყველა მოყვარულმა იცის.

პორტუგალია

სასტუმრო Vermelho Hotel Melides-ის სახელითაა ცნობილი. თუკი კრისტიან ლუბუტენის საყვარელი ფერის შესახებ რამე გსმენიათ, არ გაგიკვირდებათ, რომ Vermelho პორტუგალიურად სწორედ წითელს ნიშნავს. ის პორტუგალიის დედაქალაქიდან, ლისაბონიდან, ოცი წუთის გზაზე მდებარე სოფელში, მელიდესში, მდებარეობს. ლუბუტენი წლების წინ შემთხვევით აღმოჩნდა პორტუგალიის ამ ნაწილში და მას შემდეგ შეყვარებულია მელიდასზე.

პორტუგალია, სასტუმრო

დიზაინერისთვის საკუთარი სასტუმროს აშენება დიდი ხნის ოცნება იყო, რომელიც პორტუგალიელი არქიტექტორის მადალენა კაიაროსა და ინტერიერის დიზაინერის კაროლინა ირვინგის დახმარებით რეალობად აქცია. სასტუმრო 13 ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ოთახისგან შედგება. როგორც ცნობილია, თავიდან გადაწყვეტილი არ იყო ნაგებობა სასტუმროდ შედგებოდა თუ დიზაინერის პირად სახლად დარჩებოდა, რის გამოც ოთახები არ აქციეს ერთი და იმავე ინტერიერის მქონე ნომრებად და სახლის გარემო შეუნარჩუნეს.

ლუბუტანი, პორტუგალია, სასტუმრო, მოგზაურობა, იაფია ავიაბილეთბი

Vermelho-ს დიზაინში კარგად იგრძნობა კრისტიან ლუბუტენის მაქსიმალისტური და ეკლექტური სტილი, თუმცა ამასთან ერთად არ იკარგება სიმყუდროვე და ინტიმურობაც. თითოეულ ოთახს თავისი იდენტობა გააჩნია და მკაფიოდ იგრძნობა რეგიონის ტრადიციულ სტილთან თანხვედრაც, რთული ხის ნაკეთობებით, მრავალფეროვანი ფერებითა თუ ფართო ფრესკებით. სასტუმროს დეკორისთვის ლუბუტენმა ანტიკვარული ნივთები საკუთარი კოლექციიდან გამოიყენა, რომელსაც წლების განმავლობაში აგროვებდა.

ლუბუტანი, პორტუგალია, სასტუმრო, მოგზაურობა, იაფია ავიაბილეთბი

მიუხედავად იმისა, რომ ინტერიერის მთავარი ფერი არ არის წითელი, ის გემოვნებიანად ჩნდება დეკორის სხვადასხვა ნაწილში, როგორც საწოლის ჩარჩოს, ისე იატაკის ფილების ფერებში. დიზაინზე კაროლინა ირვინგის გარდა არაერთი ესპანელი თუ ბერძენი დიზაინერი მუშაობდა, რამაც კიდევ უფრო გაამრავალფეროვნა Vermelho-ს დეკორი.

​​ლუბუტანი, სასტუმრო, აეროპორტი, პორტუგალია, ავია ბილეთები

მარმარილოს აბაზანები, ესპანური და პორტუგალიური ტრადიციული ნიჟარები და ხელით მოხატული კედლები აცოცხლებს ანდალუსიურ სტილს და კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, თუ რატომ არის მაქსიმალიზმი თვალისმომჭრელი. სასტუმროს ინტერიერის გარდა, უმშვენიერესია მისი ბაღიც, რომლის ლანდშაპტის დიზაინიც იმავე არქიტექტორს - ლუი ბენეშს - ეკუთვნის, რომელმაც ვერსალის ბაღის პროექტზე იმუშავა.

ლუბუტანი, პორტუგალია, სასტუმრო, მოგზაურობა, იაფია ავიაბილეთბი

ph: VERMELHO

ზევით