ვარსკვლავური კუნძულები

პანდემიამ კარგად დაგვანახა, რომ ბინაში ცენტრალურ უბანში გამოკეტვას არაფერი სარგებელი მოაქვს. სწორედ ამიტომაც ბევრმა სახლი ქალაქგარეთ შეიძინა. ვარსკვლავები კი უფრო შორს წავიდნენ, ჯერ კიდე მანამ სანამ პანდემია დაიწყებოდა, ზოგმა უბრალოდ რუკა გადაშალა და თავისუფალი კუნძული შეარჩია. 

Blackadore Caye

Leonardo Dicaprio

ლეონარდო დიკაპრიოს შეიძლება ბევრი თქვენთაგანი ისეთი ფილმებით იცნობთ, როგორიცაა Django, Titanic, The Wolf of Wallstreet და სხვა. მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ მსახიობი ასევე გარემოსდამცველი აქტივისტია, რომელიც ცენტრალურ ამერიკაში, ბელიზთან მდებარე კუნძულის Blackadore Caye-ზე ეკო-კურორტს ავითარებს. მსახიობის კუნძული 43-ჰექტარიანი ტერიტორიაა და 1.75 მილიონი დოლარი დაჯდა.

Little Hall’s Pond Cay

ჯონი დეპი

ჯონი დეპმა, როგორც კარიბის ზღვის ნამდვილმა მეკობრემ, კარიბის ზღვაში მდებარე კუნძული Little Hall’s Pond Cay შეიძინა. ამ ადგილს თვალი სწორედ ფილმის გადაღებისას დაადგა და 3.6 მილიონ დოლარად შეიძინა. 19-ჰექტარიანი საკუთრება მოიცავს ექვს თეთრქვიშიან სანაპიროს. აღსანიშნავია, რომ თითოეულ მათგანს ჯონის ოჯახის რომელიმე წევრის სახელი ჰქვია. მსახიობი ხსირად “გარბის” ამ კუნძულზე, რათა პაპარაცებს თავი დაახწიოს. 

Leaf Cay

ნიკოლას კეიჯი

ნიკოლას კეიჯი 2006 წელს ბაჰამის კუნძულებიდან Leaf Cay-ის მფლობელი გახდა და მასში 3 მილიონ დოლარი გადაიხადა. Leaf Cay-ზე რამდენიმე მაღალი კლასის სასტუმროა განთავსებული და კურორტი ბევრ მილიონერს იზიდავს თავისი ხელუხლებელი ქვიშიანი პლაჟებით. ნიკოლას კეიჯის მეზობლად კი თავად ჯონი დეპი ცხოვრობს. 

Bonds Cay

შაკირა

შაკირამ, როჯერ უოტერსმა და ალეხანდრო სანზმა კუნძული Bonds Cay შეიძინეს. ბაჰამის კუნძულების ეს 283-ჰექტარიანი საკუთრება სულ რაღაც 16 მილიონი დოლარი დაჯდა. როგორც ჩანს, მდიდარმა ტრიომ მილიონერთათვის სპეციალური კურორტის შექმნა გადაწყვიტა. სწორედ ამაზე მეტყველებს ის,  რომ კუნძულზე უკვე აშენდა მაღალი კლასის სასტუმროები, მოეწყო პლაჟები, არტ-გალერეები და გოლფის სათამაშო მოედნები. 

MAGO

მელ გიბსონი

2007 წელს კუნძული მელ გიბსონმაც შეიძინა. თუმცა, მისი საკუთრება ლეონარდოს მიწაზე ბევრად დიდია. 2185-ჰექტარიანი „მაგო“ ჰოლივუდის ვარსკვლავმა 15 მილიონ დოლარად იყიდა. ეს საოცრება ფიჯის კუნძულების ნაწილია და მას, უმეტესად, ადგილობრივები უვლიან. მელ გიბსონი, სხვებისაგან განსხვავებით, არც კურორტის შექმნას აპირებს და არც პაპარაცებს გაურბის. უბრალოდ, როცა ზედმეტად გადაიღლება, თავის „უბრალო“ კუნძულზე ისვენებს ხოლმე.

ზევით