#მოდა

TWINSET-ის დახვეწილი, თავდაჯერებული და ელეგანტური ქალი

გაზიარება:

მზად ხართ შთაბეჭდილების მოსახდენად? მთავარი თავდაჯერებაა, თუმცა საკუთარი სტილის სრულყოფილად წარმოჩენაში, ელეგანტური, დეტალებზე ორიენტირებული სამოსის მორგება ყველაზე მეტად გვეხმარება. ამჯერად, გირჩევთ თვალი იტალიური პრემიუმ ბრენდის - TWINSET-ის 2024 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციას გადაავლოთ, რომელიც მსუბუქ ფერთა პალიტრას, დახვეწილ სილუეტებსა და გამორჩეულ აქსესუარებს აერთიანებს.

Ready to make an entrance?

twnset, თვინსეტი, ახალი კოლექცია, მაღაზია, ონლაინ მაღაზია, ყიდვა, twinset პიჯაკი, twinset tbilisi
ჯანეტ ქერდიყოშვილი TWINSET-ის კამპანიაში

TWINSET 90-იან წლებში შეიქმნა და მომხმარებელს ძირითადად ნაქსოვ სამოსს სთავაზობდა. დროთა განმავლობაში იტალიურმა ბრენდმა ტრანსფორმაცია განიცადა და დღეს ქალებისა და გოგონებისთვის სამოსის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების სრულ სპექტრს გვთავაზობს.

twinset, თვინსეტი, twinset tbilisi, მაღაზია, ახალი კოლექცია, ქალის ტანსაცმელი, ბრნდები
TWINSET SS 2024

დიზაინერებმა კოლექციებში მაღალი ხარისხის ქსოვილებთან ერთად, აქტიურად შემოიტანეს მაქმანები, ტილო და ფოჩებიანი დეტალები. 2024 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციაც ამ დეტალების ჭკვიანური ნაზავია.

twinset, თვინსეტის მაღაზია, თვინსეტი, ახალი კოლექცია, საგაზაფხულო კოლექცია, 2024

იტალიური ბრენდის პრემიალურობა მის მარადიულ სილუეტებში იმალება.

შეუძლებელია მოდიდან გადავიდეს ტილოს კაბა, რომელიც ფემინურ სილუეტს უკვდავყოფს, ან ჩანთა, რომელიც გარკვეული სტატუსის მატარებელია.

twinset, თვინსეტი, ახალი კოლექცია, გაზაფხული ზაფხული 2024
TWINSET SS 2024

სამოსის დელიკატურად შექმნილი კონსტრუქციები, ნაქსოვი სილუეტები, ტულისა და მაქმანების სინთეზი რომანტიკულ ენას ქმნის, რომლითაც ბრენდი ყოველ ახალ კოლექციაში გვესაუბრება.

თვინსეტი, twinset, twinset tbilisi, ახალი კოლექცია, თაკო ჩხეიძე, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, აქსესუარები, შავი კაბა, მაქმანეი, შავი მოკლე კაბა

საინტერესოა TWINSET-ის სამოსის კონსტრუქციებიც, რომლებიც განსაკუთრებული სიმსუბუქის შეგრძნებას ტოვებს. 2024 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ერთ-ერთი გამორჩეული მოდელი კრეპის შავი კაბაა, რომლის ასიმეტრიული, მაქმანებიანი სახელოებიც მოძრაობის ილუზიას ქმნის.

თვინსეტი, თბილისის მაღაზია, twinset, ახალი კოლექცია, ჩანთა, აქსესუარები

აღნიშვნის გარეშე ვერ დავტოვებთ TWINSET-ის ცნობილ ჩანთას, რომლის ვარიაციებსაც ბრენდი სხვადასხვა ფერსა და ქსოვილებში გვთავაზობს.

თვინსეტი, twinset, twinset tbilisi, ახალი კოლექცია, თაკო ჩხეიძე, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, აქსესუარები, ჩანთა, twinset-is CanTa

იტალიური პრემიუმ ბრენდის ქართული წარმომადგენლობა მომხმარებელს 2024 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციას უკვე თბილისისა და ბათუმის მაღაზიებში სთავაზობს.

ზევით