#კულინარია

5 უგემრიელესი დესერტი, რომელსაც Tiffany Bar-ში დააგემოვნებთ

გაზიარება:

როგორც იქნა გაზაფხულმა რეალურად შემოაბიჯა ჩვენს ცხოვრებაში, დროა მზის ნანატრი სხივებითა და ამაღლებული განწყობით ჩვენს საყვარელ კაფე-რესტორნებს მივაშუროთ და cheat day ვაჩუქოთ საკუთარ თავებს. ჰარმონიული ინტერიერისა და უგემრიელესი სამზარეულოს ხსენებისას, რომელი ლოკაცია გახსენდებათ პირველი? - ჩვენთვის ეს უდავოდ Tiffany Bar and Terrace Tbilisi-ა, სასტუმრო რივერსაიდ თბილისის დახვეწილი და საოცრად ორიგინალური ბარი და ტერასა, რომელიც არამხოლოდ სიმყუდროვით, არამედ უგემრიელესი დესერტებითაც გამოირჩევა.

ვაღიაროთ, დესერტი თითოეული ჩვენგანის სისუსტეა, თუმცა როდესაც თავს უფლებას ვაძლევთ მსგავსი სიურპრიზი მოვიწყოთ, უმჯობესია ეს სწორად გავაკეთოთ. Tiffany Bar and Terrace Tbilisi სწორედ ის ადგილია, რომელიც იმედს არასდროს გაგიცრუებთ, ბარის დახვეწილი და გემოვნებიანი გარემო პირველ სასიამოვნო ეფექტს ახდენს სტუმრებზე, უგემრიელესი მენიუ განსხვავებული და თავბრუდამხვევი დესერტებით კი გვიბიძგებს, რაც შეიძლება მალე დავბრუნდეთ Tiffany-ში და დესერტების ჩამონათვალიდან თითოეული დავაგემოვნოთ.

ბელგიური ვაფლი კენკრით და ნაყინით

თქვენ წინაშე ორი მნიშვნელოვანი არჩევანია, პირველის წინაშე მაშინ აღმოჩნდებით როდესაც დაიწყებთ ფიქრს Tiffany-ს ბარში დაიკავოთ კუთვნილი ადგილი თუ ტერასაზე (ეს უკანასკნელი ჩვენი რჩეულია ნებისმიერ სეზონზე); მეორე და ბევრად რთული არჩევანი კი მენიუს ხელში აღებისას დგება, რომელი დესერტით მივიღოთ ენდორფინების დღიური დოზა? მართალია ამ შემთხვევაში ყველაფერი თქვენს გემოვნებაზე და პირად არჩევანზეა დამოკიდებული, თუმცა ნება მოგვეცით სახელგანთქმული ახლადგამომცხვარი ბელგიური ვაფლი გირჩიოთ ნაყინითა და კენკრით. 

ჩიზქეიქი კენკრით

თუ ნაცნობი გემოების ხელახლა აღმოჩენა გწადიათ, მაშინ ტიფანის ბრაუნი კენკრით შესანიშნავი არჩევანი იქნება, ხოლო თუკი ეგზოტიკური დესერტის განწყობაზე ბრძანდებით უცილობლად ხილის სალათი ბრაუნითა და ბეილისით უნდა დააგემოვნოთ.

ვის წარმოუდგენია გაზაფხულის დადგომა და ზაფხულის მოახლოება უგემრიელესი ნაყინის გარეშე? ჩვენ ნამდვილად არა, საიდუმლოს გაგიმხელთ, Tiffany-ს ნაყინი სნიკერსით ჩვენი ყველა დროის ფავორიტი ნაყინია.

ზევით