#სილამაზე

THEDIARY X LA CLINIQUE: რჩევები საახალწლო მაკიაჟის შესაქმნელად

გაზიარება:

სილამაზის ინდუსტრია ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად ცვალებადი და განვითარებადი სფეროა, ამიტომ, რთულია ფეხი აუბა იმას, რაც ყოველდღიურად იცვლება. თუმცა... The Diary მკითხველისთვის სანდო, საინტერესო და მრავალფეროვან რუბრიკას LA CLINIQUE-თან ერთად იწყებს, რომელშიც სილამაზის სამყაროში ყველაზე მოთხოვნადი პროცედურების, ინოვაციური აპარატებისა და პროფესიონალების სასარგებლო რჩევების შესახებ მოგიყვებით.

მოდელი - Look Models Management 

ახალი წლის ჯადოსნურ ღამემდე სულ რამდენიმე დღეღა გვაშორებს. ახალი წლის ღამის დაგეგმვისა და საყვარელი ადამიანებისთვის საჩუქრების შერჩევის პარალელურად, დარწმუნდით, რომ სადღესასწაულოდ, საკუთარ თავსაც საკმარისად ანებივრებთ.

31 დეკემბრის ბრჭყვიალა ღამისთვის, მაკიაჟის შერჩევა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც საახალწლო ლუქის მორგება, მეტიც, ერთი მეორეს ავსებს. 

იცოდეთ, რომ იდეალური მაკიაჟის შესაქმნელად სახის კანის მომზადება რამდენიმე კვირით ადრე უნდა დაიწყოთ! LA CLINIQUE-ის პროფესიონალი ვიზაჟისტების რჩევით, სანამ უშუალოდ სადღესასწაულო მაკიაჟს წარმოვიდგენთ, კანის საგულდაგულოდ მომზადებას უნდა შევუდგეთ.

მაკა შავერდაშვილი

ამ და სხვა საინტერესო რჩევებით, დღეს, THEDIARY X LA CLINIQUE ყოველკვირეული რუბრიკის ფარგლებში, მაკიაჟის ოსტატების მაკა შავერდაშვილის და ეკატერინე ჩანჩიბაძის. რეკომენდაციებს გაგიზიარებთ.

კანის მომზადება  

მაკა: მაკიაჟისთვის ყველაზე მთავარი იდეალური სახის კანია, ბუნებრივი და ბზინვარე იერით. სასურველია, რომ სახისა და სხეულის მოვლის პროცედურები რეგულარულად ჩავიტაროთ. თუმცა, რადგან საახალწლო სამზადისს ეხება საქმე, გირჩევთ, რომ დიდი დღესასწაულის მაკიაჟის ლუქის შექმნამდე, სახის ბოლო წმენდა 2 კვირით ადრე ჩაიტაროთ. პირადი გამოცდილებით, დიდი რეკომენდაცია მინდა გავუწიო BIOLOGIQUE-ის LIFT C.V.S. პროცედურას, რომელიც ფოტოშოპის ეფექტიით მოქმედებს სახის კანზე.

მოდელი - Look Models Management 

ეკატერინე: საუკეთესო მაკიაჟისთვის მთავარი და საჭიროა ჩვენი კანი იყოს მოწესრიგებული და მბინვარე, რაშიც გვეხმარება სწორი რუტინა და კანის მომზადება დღესასწაულამდე რამდენიმე დღით ადრე. 
შთაგონება შეიძლება ნებისმიერ ადგილას ან საგანში ვიპოვოთ. გლოუ მეიქაფი რჩება 2024 წლის ტრენდად. აქცენტები შეიძლება გაკეთდესს როგორც თვალზე ასევე ტუჩზეც.

2024 წლის მაკიაჟის ტრენდები

მაკა: საახალწლო მაკიაჟისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ატრიბუტი მაინც გლითერებია. შეგიძლიათ, სურვილისამებრ გამოიყენოთ მბზინავი დეტალები სხვადასხვა ფერში, თუმცა ისიც გაითვალისწინეთ, რომ წლის მთავარი ფერი მწვანეა.

2024 წლის მაკიაჟის ტრენდებს შორისაა ასევე მწვანე ფერის თვალის ჩრდილები, ლაინერები და ტუშები. 

სახლის პირობებში საახალწლო მაკიაჟის გასაკეთებლად გამოიყენეთ ყველა ის ატრიბუტი, რომელიც უკვე გაგაჩნიათ, თუმცა ერთ პატარა ხრიკსაც გაგიზიარებთ: გლითერები თვალებზე აუცილებლად თითის ბალიშებით დაიტანეთ და გადაანაწილეთ. 

ეკატერინე ჩანჩიბაძე

შთაგონება და კოორდინირებული სტილი

მაკა: სადღესასწაულო მეიქაფ ლუქის შთაგონებისთვის, საუკეთესო ადგილი მოდური ჩვენებები, ცნობილი ბლოგერების სოციალური გვერდები და Pinterest-ია. ერთი რამ გაითვალისწინეთ, ინსპირაცია არ გულისხმობს მაკიაჟის ერთი-ერთში გამეორებას. თვალი გადაავლეთ თქვენს საახალწლო სტილს, სამოსსა და ვარცხნილობას და მხოლოდ ამის შემდეგ შეუხამეთ მას მაკიაჟი. ჰარმონიული სტილი მხოლოდ კოორდინირებული დეტალებით მიიღწევა.

მოდელი - IC Model Management

ეკატერინე: ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას თუ რა განწყობით შევხვდებით ახალ წელს. ყველა ქალისთვის, მაკიაჟი, თავდაჯერებულობისა და კარგი განწყობის საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს. 
მნიშვნელოვანია ჩვენი ლუქიც და სწორედ სამოსისს მიხედვით უნდა შევარვიოთ მაკიაჟი. გლითერები სადღესასწაულო ხასიათს ძალიან უხდება და ჩვენს სიბრჭყვიალეს ვიზუალურადაც გამოხატავს. 
ხოლო წითელი ტუჩსახი საუკეთესოა ინივიდუალიზმის და ხასიათის გამოსაკვეთად. 

ეკატერინე ჩანჩიბაძე

P.S. თუ მწვანე ფერის დიდი გულშემატკივარი არ ხართ, აქვე გაგიზიარებთ თქვენი თვალის ფერის მიხედვით იდეალურ ფერთა კომბინაციებს: თუ გაქვთ ყავისფერი/შავი ფერის თვალები, გამოიყენეთ ლურჯი ფერის ლაინერი და ჩრდილები; მწვანე ფერის თვალებს ძალიან უხდება მოწითალო და მოიასამნისფრო კოსმეტიკა; რაც შეეხებათ ცისფერ თვალებებს - თქვენთვის იდეალური პასტელური ფერებია, თუმცა დღესასწაულის გათვალისწინებით, უმჯობესია მბზინავი დეტალებიც გამოიყენოთ. 

ზევით