#მოდა

THE ROW-ის ჩვენებაზე დებმა ოლსენებმა ტელეფონების გამოყენება აკრძალეს

გაზიარება:

იცოდით, რომ არსებობს რამდენიმე ნივთი, რომელთა შეტანაც მოდის კვირეულის ჩვენებებზე მკაცრად აკრძალულია, მათ შორისაა გაყინული ნივთები და ჭურჭელი, The Row-სთვის ამ ნივთების სიას მობილური ტელეფონი და კამერაც შეემატა. 2024 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონისთვის, მერი-ქეით და ეშლი ოლსენებმა, ჩვენებაზე გადაღება და მათი სოციალურ ქსელში განთავსება აკრძალეს, რითაც, The Row-ის შოუ, პარიზისკენ მიპყრობილი მილიონობით მაყურებლის თვალთახედვიტ მიღმა დატოვეს. 

2024 წლის შემოდგომა/ზამთრის ჩვენებაზე მისულ სტუმრებს ალტერნატივად ბლოკნოტები დაურიგდათ, რათა საკუთარი აზრები, ათწლეულების წინანდელი აპრობირებული მეთოდით დაეფიქსირებინათ. როგორც მაყურებლის უკუკავშირი გვიჩვენებს, მათთვის ეს მეთოდი საკმაოდ საინტერესო და მისასალმებელიც კი აღმოჩნდა. The Row-ის FW24 შოუ არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ოლსენებმა კამერების აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღეს, 2015 წელს, მერი-ქეითის ქორწილმაც ციფრული მოწყობილობების გარეშე ჩაირა. გარდა ამისა, ოლსენებმა აღიარეს ისიც, რომ ონლაინ შოპინგი მათთვის ვერასდროს იქნება მაღაზიაში ვიზიტის სრულყოფილი ანალოგი, ამიტომაც ამ მეთოდს არასდროს მიმართავენ. 

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by The Row (@therow)

დები ოლსენების და The Row-ს აკრძალვამ ხელი მაინც ვერ შეუშალა ბექა გვიშიანს და მის სუპერპოპულარულ მოდურ ანგარიშს StyleNotCom-ს. ბექამ, პირდაპირ რეჟიმში თეთრით-ლურჯზე მოგვაწოდა ყველა საჭირო ინფორმაცია, რომელიც The Row-ის ჩვენების შესახებ უნდა გვცოდნოდა და ვიზუალური კონტენტის ნაკლებობა საუკეთესო გზით აგვინაზღაურა. 

ეჭვგარეშეა, რომ „ტელეფონების აკრძალვის“ პოლიტიკა შესანიშნავი გზაა პარიზის მოდის კვირეულის ხმაურში გამოსარჩევად, გუშინდელი დღიდან მოყოლებული ყველა ხომ, სწორედ The Row-ზე, საუბრობს.

ცნობილი გამოცემები და მოდის ბლოგერები დები ოლსენების გადაწყვეტილებას ჭკვიანურ მარკეტინგულ ნაბიჯად თვლიან და მიიჩნევენ, რომ ეს ვიზუალური ხელმიუწვდომლობა, The Row-ის მიმართ ინტერესს ერთი-ორად გაზრდის. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ 2006 წელს, დაფუძნების დღიდან, ბრენდი მოდის მრავალფეროვან ინდუსტრიაში საკუთარი წესებით თამაშით გახდა ცნობილი,  The Row-ის სტრატეგიაში შემთხვევითი და დაუგეგმავი ვერაფერი იქნებოდა, ყველაფერი სწორედაც რომ დიდი გეგმის ნაწილია.

ზევით