#მოდა #ცნობილები

TheDiary x REPLAY - A Moment to Replay

გაზიარება:

| ანნა მათიაშვილი |

ეს ის მომენტია, რომელსაც ხშირად გაიხსენებენ! 20 მარტს თბილისში, ონლაინ ჟურნალი - TheDiary-ისა და ცნობილი იტალიური ბრენდის - Replay-ის ერთობლივი, კონცეპტუალური ღონისძიება გაიმართა. ბრენდი, რომლის ისტორიაც 1978 წლიდან იწყება, ორიგინალურ და ელეგანტურ, ყოველდღიურ სამოსს ახლა უკვე ქართველ მომხმარებლებსაც სთავაზობს. Replay ქართულ ბაზარზე ICR ჯგუფთან თანამშრომლობით შემოვიდა, ბრენდის პირველი ოფიციალური მაღაზია კი 16 მარტს, სითი მოლში გაიხსნა.

replay, რიფლეი, მაღაზია თბილისში, იტალიური ბრენდი, პრეზენტაცია

TheDiary-სა Replay-ის ერთობლივი ღონისძიება ბრენდის წარდგენის წვეულება გახლდათ, რომელსაც ქართველი ინფლუენსერები, ბიზნესმენები, მსახიობები, მოდისა თუ სპორტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სტუმრების გრძელ სიაში იყვნენ რაგბის კავშირის წარმომადგენლები და ეროვნული ნაკრების მორაგბეები, აგრეთვე იტალიის საელჩოს წარმომადგენლები და თავად იტალიის ელჩი საქართველოში - მასიმილიანო დ’ანტუონო, რომელმაც ბრენდს ქართულ ბაზარზე დამკვიდრება მიულოცა და მომავალში წარმატება უსურვა.

იტალიის ელჩი, მასიმილიანო დანტუონო, რიფლეი, რიფლეი საქართველო, რიფლეის მაღაზია, პრეზენტაცია
იტალიის ელჩი საქართველოში - მასიმილიანო დ'ანტუონო

ღონისძიების კონცეფცია, თავად ბრენდის სახელწოდებიდან გამომდინარეობს - A Moment to Replay. იდეა ბრენდის სამოსით შექმნილ დაუვიწყარ მომენტებს გამოხატავს, რომელთა “გადახვევაც”, განმეორებაც გვსურს. ღონისძიების მთავარი მიზანიც სწორედ ამგვარი მომენტების შექმნა იყო.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by TheDiary (@thediaryge)

საღამოზე ქართველი დიზაინერის - ლუკა მიქაძის პერფორმანსიც შედგა. ცნობილმა მოდელმა - ლიკუნა მეტრეველმა Replay-ის სამოსი მოირგო, დიზაინერმა კი ჯინსის "ლუქი" კიდევ უფრო პერსონალურად აქცია. 

რიფლეი, replay, მაღაზია საქართველოში, სითი მოლი, რიფლეი შემოვიდა, ბრენდი, იტალიური, ტანსაცმელი, რიფლეის პრეზენტაცია
მოდელი - ლიკუნა მეტრეველი და დიზაინერი - ლუკა მიქაძე

წვეულების მთავარი აქტივობა მოწვეული სტუმრების მიერ Replay-ის ლუქების მორგებასა და განსაკუთრებული მომენტების მათივე სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებას გულისხმობდა. ღონისძიების დასასრულს კი Replay-მ და ICR-ის ჯგუფმა საუკეთესო მომენტების ავტორებს საჩუქრებიც გადასცეს.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by TheDiary (@thediaryge)

Replay-ის საქართველოში გამოჩენა მართლაც ერთ-ერთი გამორჩეული მომენტია ქართული ყოველდღიური სამოსის ხაზის განვითარებისთვის. ცნობილია, რომ ICR ჯგუფი იტალიური ბრენდის კიდევ ერთი მაღაზიის გახსნას ამ ზაფხულს ბათუმშიც გეგმავს.

ზევით