#ცნობილები #დეკორი

სტუმრად დანიელა ბერნშტეინის ნიუ-იორკის სოჰო აპარტამენტში

გაზიარება:

ბევრი ნიუ-იორკელისთვის სოჰო ლოფტში ცხოვრების მთავარ ხიბლს აგურის დეკორაცია წარმოადგენს, რაც უფრო მკვეთრადაა გამოხატული ეს ბუნებრივი დეკორი, მით უფრო მოთხოვნადი და სასურველია ეს საცხოვრებელი, თუმცა დანიელა ბერნშტეინისთვის და მისი შეყვარებულისთვის ეს ფაქტორი არ ყოფილა გადმწყვეტი, როდესაც მათ ამ აპარტამენტის ყიდვა გადაწყვიტეს. წყვილმა ზუსტად იცოდა, რომ რაღაც უნიკალური და ნიუ-იორკული სტილისგან განსხვავებული სურდა.

We Wore What-ის დამფუძნებელმა, მოდის ბლოგერმა და ინფლუენსერმა დანიელა ბერშტეინმა ლორენ პისკიონეს დახმარებით სრულად შეცვალა ახალი აპარტამენტის ინტერიერი, მან და მისმა დიზაინერმა მიზნად დაისახეს სრულად გადაეფარათ აგურის კედლები და სახლში ნეიტრალური ფერები შემოეტანათ, რაღაც "ვენეციურ სტილში".

დანიელა და ლაურენი 4 თვის განმავლობაში მუშაობდნენ დისტანციურად, მათ არც ერთი წამი არ დაუკარგავთ და გეგმას ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვებოდნენ, რამდენიმეთვიანი დაუღალავი მუშაობის შემდეგ კი დანიელასა და მის მეორე ნახევარს საშუალება მიეცათ ახალ სახლში ახალი ცხოვრება დაეწყოთ.

რუსტიკული სიმარტივე, ბუნებრივი ტექსტურები, თბილი ტონები, შთამაგონებელი შეხამებები და განსაკუთრებული აურა - აი რა ხდის დანიელა ბერნშტეინის ნიუ-იორკის სოჰო აპარტამენტს უნიკალურს.

ზევით