SKKN BY KIM - კიმ კარდაშიანი Skin-Care ხაზს გამოუშვებს

KKW Beauty-ს სილამაზის ბაზრიდან გაქრობის შემდეგ, მოსალოდნელი იყო რომ კიმ კარდაშიანის ბიუთი ბრენდი რებრენდინგისთვის ემზადებოდა და აი 1 წლის შემდეგ ეს ვარაუდი გამართლდა, კიმ კარდაშიანი ივნისის თვეში Skin-Care ხაზს გამოუშვებს. SKKN BY KIM ასე ერქმევა კიმის ახალ წამოწყებას, რომელიც მდგრადი სილამაზის უპირატესობებით გამოირჩევა, მათ შორის განახლებადი პროდუქტებით და ვეგანური თუ cruelty-free წარმოებით.

თითოეული პროდუქტის შემადგენლობა კონცენტრირებულია ინოვაციური ფორმულებზე, რომლებიც კანის გაახალგაზრდავებას შეუწყობენ ხელს. არქიტექტურული ნაგებობებით შთაგონებულ შეფუთვებში წარმოებულ პროდუქტებს ბიუჯეტურს ვერ ვუწოდებთ, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ მათი ღირებულება 100$-ზე ნაკლები იქნება, SKKN BY KIM უფრო ხელმისაწვდომი თავის მოვლის საშუალებების კატეგორიას წარმოადგენს, ვიდრე ბიუჯეტურსა თუ ფუფუნების.

კიმ კარდაშიანის თავის მოვლის ხაზი საკუთარი გამოცდილების გადაფასების საშუალებით გაჩნდა, კიმი წლებია ფსორიაზს ებრძვის, კანის დაავადებას, რომელიც რომელიც გამოვლენილია 7,5 მილიონზე მეტ ზრდასრულ ადამიანში მხოლოდ აშშ-ში და ხასიათდება მშრალი წითელი ლაქებით სახესა და სხეულზე.

SKKN დერმატოლოგებთან და ესთეტიკოსებთან ხანგრძლივი მუშაობით, დაკვირვებითა და შესწავლით შეიქმნა, სილამაზის ხაზში შედის როგორც თავის მოვლის რუტინის პირველი საფეხური - სახის დასაბანი საშუალება, აგრეთვე ჰიალურონის მჟავის შრატი და ღამის აღმდგენი ზეთი. 

SKKN BY KIM 21 ივნისს – SKKN BY KIM-ზე ჩაეშვება და სულ მალე წამყვანი ბიუთი ბლოგერების დახმარებით გვეცოდინება, კიმ კარდაშიანის ახალი წამოწყების ავ-კარგიანობის შესახებ.

ზევით