#სილამაზე

შთაგონება ტეილორ ლაშაე: გაზაფხულზე ყველანი ვატარებთ მინი ბობ-ვარცნილობას

გაზიარება:

ბობ ვარცხნილობა პოზიციებს არც 2021 წლის გაზაფხულზე თმობს და მეტიც, ის სეზონის ყველაზე პოპულარულ ვარცხნილობად გვევლინება. გასულ წელს, ბობის ტრიუმფალური დაბრუნების შემდეგ, ქალებმა მსოფლიოს მასშტაბით ერთი მეორის მიყოლებით მოირგეს ბობ ვარცხნილობის სხვადასხვა ვარიაციები, თუმცა გაზაფხული-ზაფხულის ამ სეზონზე ერთი გამორჩეული ფავორიტი გვყავს - მინი ბობი.

ისევე როგორც ფრანგული ვარცხნილობა, ეს მინი ვერსიაც იდეალურად უსვამს ხაზს ბუნებრიობას და კლასიკური ვარიანტისგან განსხვავებით, მისი ტარება მეტ გამბედაობასაც მოითხოვს.

მინი ბობ-ვარცხნილობას იდეალურად ატარებს მსახიობი, მოდელი და Instagram ინფლუენსერი ტეილორ ლაშაე, მოკლე ჭრილითა და წინამოთი, რომელსაც 1990-იან წლებში ვაინონა რაიდერი ატარებდა. ტეილორის პირადი სოციალური სივრცის ნახვაც საკმარისია იმაში დასარწმუნებლად, რომ ეს სტილი თავადაც უნდა მოირგოთ, თანაც რაც შეიძლება მალე.

ზევით