#სილამაზე

SHISEIDO-ს ანტი-გრავიტაციული მოქმედების შრატი, რომელიც ღამის მოვლის რუტინაში უნდა დაამატოთ

გაზიარება:

რას ვაკეთებთ, როდესაც წინასაახალწლოდ, მაღაზიის დახლებზე საყვარელი ბრენდის ახალი პროდუქტი ჩნდება? - ალბათ, საკუთარ თავს გააზრებულ საჩუქარს ვუკეთებთ, ისეთს, რეალურად რომ გვჭირდება და გამოვიყენებთ. 18 დეკემბერს, ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე დღით ადრე, ისი პარიმ იაპონური ესთეტიკისა და სილამაზის გამომხატველი ბრენდის, Shiseido-ს კანის მოვლის ახალი პროდუქტი წარადგინა. თამამად გეტყვით, რომ Vital Perfection LiftDefine Radiance Night Concentrate უკვე წარმატებით შეემატა ჩვენი სურვილების სიას.

Shiseido LiftDefine Radiance Night Concentrate ახალი შრატია, რომელმაც ნერვული (უჯრედების კომუნიკაციის ახალი აღმოჩენებით მდიდარი) Vital Perfection-ის ხაზი გაამდიდრა. პროდუქტი მიზანმიმართულად ებრძვის კანის მოდუნებას ღამის განმავლობაში და აქვს გრავიტაციის საწინააღმდეგო მოქმედება. დიახ, გრავიტაცია! არ მოგესმათ. სწორედ Shiseido-ს მკვლევრებმა დაადგინეს, რომ კანს გააჩნია ბუნებრივი ანტი-გრავიტაციული სისტემა, ერთგვარი „დინამიკური ქამარი“ (Dynamic Belt), რომელიც ასაკის მატებასთან ერთად კარგავს სიმკვრივეს და იწვევს კანის მოდუნებას. ეს აღმოჩენა 2020 წ. მსოფლიოს კოსმეტიკის საერთაშორისო კონგრესზე დაჯილდოვდა.

Shiseido-ს ლაბორატორიაში შემუშავებული ახალი ტექნოლოგია - LiftDynamic 4D მიზანმიმართულად მუშაობს ანტი-გრავიტაციული სისტემის გაძლიერებაზე.

ახალი შრატი გათვლილია ყველასათვის, ვინც კანის მოვლის პროდუქტს ლიფტინგისა და გამამკვრივებელი ეფექტით ეძებს. პროდუქტი იდეალურია მათთვის, ვისაც კანისთვის ელასტიკურობისა და სიმკვრივის დაბრუნება და ღამის მოვლის რუტინის გამრავალფეროვნება სურს. კლინიკურად დადასტურებულია, რომ ახალი შრატი, სულ რაღაც 2 კვირაში გამოკვეთს ღაწვებს და ასწორებს ნიკაპის ხაზებს.

პროდუქტის მოქმედების გაძლიერება ხდება სპეციალური ღამის გამამკვრივებელი მასაჟის მეშვეობით.

იაპონური კულტურით შთაგონებული Shiseido-ს საღამო მედიის, პრესისა და ინფლუენსერებისთვის გაიმართა. პრეზენტაცია, მთლიანად ბრენდისა და პროდუქტის კონცეფციით იყო შთაგონებული. 

იცით, რა აქცევს Shiseido-ს უნიკალურ ბრენდად? - პირველ ყოვლისა, კომპანიის ფილოსოფია, რომელიც სხეულის, გონების და სულის ჰარმონიაზეა დაფუძნებული. დასავლური და აღმოსავლური კულტურების სინთეზით, კვლევებითა და წამყვანი ტექნოლოგიებით, Shiseido წარმატებით ახერხებს სილამაზის ბაზარზე ექსკლუზიური და ინოვაციური ფორმულების წარდგენას.

ბრენდი, რომლის ისტორიაც სათავეს 1872 წელს, იაპონიაში იღებს, დღემდე წარმატებით ახერხებს მომხმარებლების გულების მოგებას მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც. 

ზევით