#დეკორი

ჩრდილი ინტერიერის დიზაინში - Shadow Profiles #1 ტრენდია!

გაზიარება:

თუ ინტერიერის დიზაინით ერთხელ მაინც დაინტერესებულხართ, სოციალურ მედიაში ჩრდილოვანი პროფილების ფოტოებს აუცილებლად წააწყდებოდით. ეს უკანასკნელი ბოლო წლების ერთ-ერთი მთავარი ტრენდია, რომელსაც ინტერიერის დიზაინერები პროექტებში სუფთა და მინიმალისტური სტილის მისაღებად აქტიურად იყენებენ.

ჩრდილოვანი პროფილი თანამედროვე მოსაპირკეთებელი მასალაა, რომელიც პლინტუსებისა და კარნიზების ნაცვლად გამოიყენება და ინტერიერში ერთიან, მოცულობით, მინიმალისტურ და დახვეწილ ეფექტს ქმნის.

ამჯერად ქართულ ბაზარზე არსებული წამყვანი კომპანიის, Shadow Profile-ის კატალოგზე ვისაუბრებთ, რომელიც 6 ტიპის პროფილებს მოიცავს. ჩრდილოვანი პროფილების მთავარი უპირატესობა მისი უნივერსალურობაა.

ჩრდილოვანი პროფილი, shadow profile, შრდილის პროფილები, თანამედროვე კარნიზი, პლინტუსი
რენდერი: სალომე გულორდავა

პროფილების განთავსება ჭერზე, იატაკსა და კედლებზეა შესაძლებელი. პროდუქტის მონტაჟი კი ნებისმიერი ტიპის მასალის ზედაპირზე შეიძლება, მათ შორის ხეზე, ქვაზე, პანელებზე, შეღებილ კედელსა თუ MDF-ზე. Shadow Profile-ის კატალოგი 6 ტიპის პროფილებს აერთიანებს, რომლებიც ერთმანეთისგან ფუნქციითა და ვიზუალური მახასიათებლებით განსხვავდება. ამასთანავე, პროფილები საკმაოდ მყარი და მტკიცეა, რაც მის ხანგრძლივ გამოყენებას უზრუნველყოფს.

ტიპ 1 პროფილი

ტიპ 1 პროფილი იატაკზე მონტაჟდება და ბლოკიანი კედლისთვის, ან თაბაშირ-მუყაოსთვისაა განკუთვნილი მასში LED განათება თავსდება და განათებისთვის განკუთვნილ სპეციალურ დიფუზორს საჭიროებს, რომელიც LED ლენტს ედგმება და განათებას აფრქვევს. პროფილის სიგრძე 2,5 მეტრია, საბოლოო ეფექტის სიმაღლე 1,5/2 სმ, სიღრმე კი 1,5 სმ. ის შავი ფერისაა და ანოდირებულია (ალუმინი დამატებითი ზედაპირით მუშავდება, რომელიც მას კოროზიისგან, დაზიანებისა და გაფუჭებისგან იცავს), რაც მის მედეგობას უზრუნველყოფს.

ტიპ 2 პროფილი

ასევე იატაკისთვისაა განკუთვნილი ტიპ 2 პროფილი, რომელიც სველ წერტილებში, ფილებსა და პანელებზე გამოიყენება. აღნიშნულ მოდელზე LED განათების მონტაჟი არ ხდება. მისი სიგრძე 2, 5 მეტრს შეადგენს, სიმაღლე 1,5/2 სმ.-ია, ხოლო სიღრმე 1,5 სმ.-ი.

ტიპ 3 პროფილი

ეს უკანასკნელი ჭერზე მონტაჟდება და მისი სიგრძე ასევე 2, 5 მეტრია. ის კედელს 1,5 სმ.-ით შორდება, ხოლო ჭერიდან 3 სმ.-ზეა ჩამოსული. პროფილზე მონტაჟდება LED განათება და კედელზე 45 გრადუსიან ჩამონათებას იძლევა. ეს გრადუსი იმისთვისაა გათვალისწინებული, რომ თუკი კედელზე რაიმე ნაკლოვანებაა, მოხდეს მისი დაფარვა. აღნიშნულ მოდელს აუცილებლად სჭირდება განათების დიფუზორი, რათა LED განათება გააფრქვიოს და ლამაზი ეფექტი შექმნას.

ტიპ 4 პროფილი

ტიპ 3-ის მსგავსად, ეს მოდელიც ჭერისთვისაა განკუთვნილი. აქვს განათების ნიშა, კედელს კი 2,5 სმ.-ით შორდება. ჭერიდან 4,5 სმ.-ზეა ჩამოსული, ხოლო სიგრძეში 2,5 მეტრია. პროფილი შავია ფერისაა და ანოდირებულია. მას არ სჭირდება განათების დიფუზორი, რადგან ამ შემთხვევაში, სინათლის წყარო არ ჩანს.

ტიპ 5 და ტიპ 6 დეკორატიული პროფილებია და კედლისთვისაა განკუთვნილი.

 

ტიპ 5 პროფილი

ტიპ 5 პროფილი 3 მმ-იან გამყოფს ქმნის, რომელიც კედელსა და ჭერზე ჩრდილის ეფექტს უზრუნველყოფს. მისი გამოყენება რეკომენდებულია მაშინ, როდესაც გსურთ კედლისა და ჭერის დეკორატიული გაყოფა, იმავე სიბრტყეში მდებარე ორი მასალის გამოყოფა, მშრალი და სველი ზონების გაყოფა, ან პანელების იმიტირება. მისი სიგრძე 3 მეტრია.

ტიპ 6 პროფილი

და ბოლოს, ტიპ 6 10 მმ-იან გამყოფს ქმნის, რომელზეც LED ლენტი მონტაჟდება და კედელსა, თუ ჭერზე ხაზოვან ნათებას ქმნის. შეღებილია შავად, არის ანოდირებული და საჭიროებს განათების დიფუზორს. მისი სიგრძეც 3 მეტრს შეადგენს.

ჩრდილოვანი პროფილების მონტაჟი

ჩრდილოვანი პროფილის მონტაჟი იატაკსა და ჭერზე განსხვავებულად მიმდინარეობს. მაგალითად, ჭერისათვის განკუთვნილი პროფილი საკმაოდ მარტივი დასამაგრებელია, რადგან ის ბაზარზე კარგად ნაცნობ, სტანდარტულ პერიმეტრის პროფილს ანაცვლებს, რომელზეც შემდეგ თაბაშირმუყაო მონტაჟდება, ამიტომ დამატებით ცოდნასა და რთულ სამუშაოებს არ საჭიროებს.

ჩრდილის პროფილები, ჩრდილოვანი პროფილი, თანამერდოვე პლინტუსი, კარნიზი, ინტერიერის დიზაინი, კედლის ჩრდილი
რენდერი: ქეთი ბიბილეიშვილი (Wii Studio)

იატაკთან მიმართებაში კი აუცილებელია გარკვეული ეტაპების შესრულება. იატაკისთვის განკუთვნილი პროფილის ინსტალაციისას უნდა მოხდეს კედლის გამოტეხა, მისი დამუშავება, პროფილის ჩასმა და სივრცის ამოვსება.

კედლის ნახვრეტისათვის საჭირო ზომები კი იატაკის ზედაპირის ტიპზეა დამოკიდებული.

პროფილის მონტაჟისთვის იატაკზე, რომელსაც გაფართოების უნარი აქვს (როგორიცაა პარკეტი, ლამინატი, MDF), აუცილებელია შემდეგი სამუშაოების შესრულება: იატაკის მოჭიმვა, ბლოკიანი კედლის გამოტეხა, ზემოთ არსებული, დარჩენილი კედლის გალესვა და სამღებრო სამუშაოებისთვის მომზადება. მომდევნო ეტაპს იატაკის დაგებაა, გამოტეხილი სივრცის ბათქაშით გასწორება და იატაკის მუყაოთი ან დამცავი ფარით დაფარვა წარმოადგენს. კედლის გამოტეხილ ნაწილში ჩრდილოვანი პროფილის მონტაჟდება, პროფილსა და დამუშავებულ კედელს შორის არსებული სივრცის კი ბათქაშით ამოვსება და გალესვა სჭირდება. ამ ეტაპების შესრულების შემდეგ ხდება კედლის შეღებვა.

shadow profile, ჩრდილოვანი პროფილი, კედლის პროფილები, იატაკის პროფილი, ჭერის პროფილი, კარნიზები, პლინტუსები
რენდერი: სოფო შეწირული

რჩევები:

სპეციალისტები გვირჩევენ, რომ ჩრდილოვანი პროფილის ინტერიერში ინსტალაცია რემონტამდე დაიგეგმოს, რადგან რემონტის მიმდინარეობისას მსგავსი სამუშაოების შესრულებამ შესაძლოა დამატებითი ხარჯები და ხანგრძლივი სამუშაოები განაპირობოს.

ზევით