#მოდა #სპორტი

სერენა უილიამსის და Nike-ს ახალი კოლაბორაცია მრავალფეროვნებისთვის

გაზიარება:

ჩოგბურთის ვარსკვლავის, Grand Slam-ის 23 გზის გამარჯვებულის სერენა უილიამსის სპონსორს 2003 წლიდან სპორტული სამოსის ბრენდი Nike წარმოადგენდა, ჩოგბურთელსა და გიგანტ კომპანიას შორის კოლაბორაცია რამდენჯერმე შედგა, ახლა კი სერენა უილიამსი Nike-სთვის საკუთარ დიზაინებს ქმნის.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Nike (@nike)

როდესაც კორტებზე გავდივარ მსურს რომ საუკეთესო ვიყო. მე განსხვავებული ვარ და მომწონს ეს შეგრძნება. როდესაც საქმე დიზაინებს ეხება - მე ყოველთვის რისკზე მივდივარ.

ორი წლის წინ, სერენა უილიამსმა Nike-ს შესთავაზა, კოლაბორაციისთვის ფერადკანიანი დიზაინერები დაექირავებინათ, საერთო ძალისხმევით მათ 10 ნიჭიერი დიზაინერი შეარჩიეს და კოლექციისთვის შთაგონებად 90-იანი წლების ჩაცმულობები გამოიყენეს, რომლებიც სერენასთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და პირადული იყო. თითოეული ჩაცმულობა ხომ უილიამსის პირად ისტორიას, მის გამარჯვებებსა და სიხარულის ცრემლებს აღგვიწერს.

სამყარო ერთი ფერის არ გახლავთ, ჩვენ სხვადასხვა საწყისები გაგვაჩნია და ყველანი განსხვავებულად ვფიქრობთ. როდესაც მრავალფეროვნებას ერთად მოვუყრით თავს, წარმოგიდგენიათ რამდენად უნიკალური რამის შექმნა შეიძლება?

სერენა უილიამსი არა მხოლოდ ჩოგბურთის ჩემპიონი, არამედ ანტრეპრენერიც გახლავთ, სერენა ტანსაცმლის ბრენდის S by Serena-ს და Serena Williams Design Crew-ს მფლობელია.

ზევით