#სილამაზე

საუკეთესო ჯაგრისები მშრალი მასაჟისთვის - ცელულიტთან ბრძოლის ეფექტური საშუალება

გაზიარება:

ხის ჯაგრისით მშრალი მასაჟის მოქმედების შესაძლებლობები შესაძლოა სილამაზის სამყაროს კიდევ ერთი ვირუსული ტრენდი მოგეჩვენოთ, მაგრამ ამ პროცესის მიღმა ნამდვილად იმალება დიდი სარგებელი და დღეს მის შესახებ სიამოვნებით გიამბობთ.

წამყვანი დერმატოლოგები მშრალი მასაჟისთვის უხეში ზედაპირის მქონე ჯაგრისების გამოყენებას გვირჩევენ.  პროცესი საკმაოდ მარტივი ჩასატარებელია და ის თქვენი დღის თუ ღამის რუტინის სულ რამდენიმე წუთს მოითხოვს. სპეციალისტების რჩევით, მშრალი მასაჟის პროცედურის ჩატარება შხაპის მიღებამდე უკეთეს შედეგს იძლევა, ვიდრე მის შემდეგ. 

რა უნდა ვიცოდეთ ხის ჯაგრისით მშრალი მასაჟის პროცედურის შესახებ? მშრალი მასაჟი აიურვედული მედიცინის სახეობაა, რომელიც საუკუნეებია არსებობს, მიჩნეულია, რომ ამ ტიპის მასაჟს ჯანმრთელობისთვის უამრავი სარგებლის მოტანა შეუძლია. მცირე 2-წუთიანი პროცედურა ჯაგრისით კანს ათავისუფლებს მკვდარი უჯრედებისგან, ხელს უწყობს ლიმფური სისტემის სტიმულირებას, ორგანიზმს ეხმარება ტოქსინების განდევნაში, ზრდის სისხლის ცირკულაციასა და ენერგიას და ცელულიტის დაშლაშიც კი მონაწილეობს.

მშრალი მასაჟის განსაცვიფრებელი მოქმედების მიუხედავად, შესაძლოა ეს პროცედურა ყველასათვის არ იყოს განკუთვნილი. თუ თქვენ განსაკუთრებით მგრძნობიარე კანი გაქვთ ან პროცედურის ჩატარებისას თქვენი კანი დიდი ხნით გაწითლდება და მას გაღიზიანებაც დაეტყობა, გირჩევთ მასაჟის შემდეგ ალოეს ან შიის კარაქის დამატენიანებლები ან სულაც ბუნებრივი მცენარეული ზეთები გამოიყენოთ. 

Dry Body Brush

ყიდვა

RITUAL BRUSH - EXFOLIATING BODY DRY BRUSH

ყიდვა

ENERGIZING DRY BODY BRUSH

ყიდვა

ზევით