#დეკორი

Saint-Pères: პარიზული შედევრი დიზაინერ ჰიუგო ტოროსგან

გაზიარება:

პარიზის სენ-ჟერმენ-დე-პრეს რაიონში, დიზაინერმა ჰიუგო ტორომ, კლასიკური ფრანგული ელემენტებისა და თანამედროვე დეტალების მიმზიდველი ნაზავით, ინტერიერის დიზაინის ერთ-ერთი გამორჩეულად მიმზიდველი ნიმუში შექმნა. თამამი ფერები, უნიკალური ფორმები და მრავალფეროვანი დეტალები Saint-Pères-ში ქმნიან სივრცეს, რომელიც ეწინააღმედება დოქტრინებს და წარმოაჩენს ტოროს უსაზღვრო კრეატიულობას.

„მომწონს, როდესაც სივრცე თეატრალურ შეგრძნებებს აღძრავს ჩემში, თითქოს თითოეული ოთახი არის დიზაინის ნაწილი და მე აქ ვარ, რათა ვიზუალურად და ფიზიკურად დავაკავშირო ისინი ერთმანეთთან“ - ამბობს ჰიუგო. „სწორედ ამიტომ, Saints-Pères-ის ბინაში, ჩვენ გამოვიყენეთ ერთნაირი მასალები, ხედვის თითოეულ წერტილში კი სარკეები განვათავსეთ, რათა სივრცე ოთახში შესვლისთანავე სრულად აღქმადი გამხადრიყო“ - დასძენს ის.

ჰაუსმანის შენობის მარადიული ნიშნები - მაღალი ჭერი, ვიტრაჟები, ჰერინგბონის იატაკი და რთული დეტალები - აქრიტექტურის სივრცითი მემკვიდრეობა, ჰიუგო ტოროს დამსახურებით წარმატებით შეირწყა თანამედროვეობის ნოტებთან, რამაც Saint-Pères-ის ბინას უნიკალური ხასიათი შესძინა.

თბილი, მხიარული, მარადიული და დახვეწილი - Saints-Pères-ის ბინა მშვენივრად ასახავს ჰიუგო ტოროს დიზაინის ფილოსოფიას, რომელიც საბოლოოდ ისეთი სივრცეების შექმნას ისახავს მიზნად, რომლებიც გვაოცებენ „მე მინდა, რომ ჩემს დიზაინს ჰქონდეს ნარატივი და იყოს ლამაზად შეფუთული გამოცდილება“.

ზევით