#დეკორი

როგორ შევქმნათ დიდი სივრცის ილუზია პატარა ოთახში?

გაზიარება:

| ანა ციხელაშვილი |

სახლი ის ადგილია, რომელიც სიმყუდროვესა და სიმშვიდესთან უნდა ასოცირდებოდეს. სწორედ ამაზე დაყრდნობით იწყებს მუშაობას ინტერიერის დიზაინერიც და ცდილობს, ვიზუალურ მხარეზე ზრუნვასთან ერთად, კომპოზიციის ფუნქციურად განაწილებაზეც იფიქროს. ეს ყოველივე გამოწვევაა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე პატარა სივრცის მოწყობასთან გვაქვს. ამჯერად The Diary მცირე ზომის სივრცის მოსაწყობად საჭირო რამდენიმე ხრიკს გაგიზიარებთ.

ავეჯის სივრცული განაწილება

როდესაც პატარა ზომის ოთახის მოწყობაზე ვფიქრობთ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ თითოეულ ნივთს შორის შესაბამისი სივრცის დატოვებაა აუცილებელი, რათა გადატვირთულობისა და სიმჭიდროვის პრობლემას არ შევეჩეხოთ.

პატარა ზომის ოთახი, ინტერიერის დიზაინი, პატარა სივრცე, როგორ გავადიდოთ ოთახი, ოთახის დიზაინი, ავეჯი, დეკორი

ინტერიერის დიზაინერები გვირჩევენ, ნებისმიერ ელემენტს ე.წ. სასუნთქი სივრცე დავუტოვოთ. ავეჯის შერჩევისას კი რამდენიმე მნიშვნელოვან დეტალს უნდა მივაქციოთ ყურადღება. მაგალითად, მაღალ და წვრილ ფეხებზე მდგომ ნივთებსა და მულტიფუნქციურ ავეჯს თუ მივანიჭებთ უპირატესობას, ზემოხსენებულ სიმჭიდროვესაც ავირიდებთ თავიდან.

აქცენტი ოთახის ერთ კუთხეზე

ძალიან კარგი ხრიკია ე.წ. ლაქების (ე.წ. spot-ების) გამოყენება ოთახის დაგეგმარების დროს. ლაქა შეიძლება იყოს ნებისმიერი რამ, რაზეც მაქსიმალური აქცენტი გაკეთდება.

პატარა ზომის ოთახი, ინტერიერის დიზაინი, პატარა სივრცე, როგორ გავადიდოთ ოთახი, ოთახის დიზაინი, ავეჯი, დეკორი, აქცენტირებული კედელი

თუნდაც განსხვავებული ფერის კარი, კედელში ჩაშენებული ბუხარი, “აქცენტურ” კედელზე მუქი ტონალობის საღებავის გამოყენება და ა.შ. ამ შემთხვევაში, ყურადღებას ოთახის ერთი, გამოკვეთილი ნაწილი იქცევს, ხოლო დანარჩენი სივრცე ჰაეროვანი რჩება.

ფერების სწორი გადანაწილება

დიზაინერებისთვის ფერების შერჩევა ერთ-ერთი რთული პროცესია. ყურადღება უამრავ დეტალს უნდა მივაქციოთ, იმასაც კი, თუ ჰორიზონტის რომელ მხარეს იყურება ოთახის ფანჯრები. კარგი იქნება, თუ მოვერიდებით იატაკისა და ჭერის ერთ, მუქ ტონალობაში გადაწყვეტას, რათა არ შევქმნათ ჩაკეტილი, დაბალი სივრცის ეფექტი.

პატარა ზომის ოთახი, ინტერიერის დიზაინი, პატარა სივრცე, როგორ გავადიდოთ ოთახი, ოთახის დიზაინი, ავეჯი, დეკორი, ფერები ინტერიერში, აქცენტირებული კედელი, საღებავი

გავრცელებული მოსაზრებაა, რომ ღია ფერები დიდი სივრცის შთაბეჭდილებას ქმნის და ასეც არის, თუმცა მუქი ტონალობებითაც შეიძლება სივრცის გაზრდა. მაგალითად, ჭერსა და კედლებზე ძლიერმა სიმუქემ შეიძლება დაგვიკარგოს აღქმა, თუ სად იწყება ჭერი. თუ დაბალი და განიერი ოთახი გაქვს, კარგი გზაა იატაკისა და ჭერის ღია, ხოლო კედლების მუქ ფერებში გადაწყვეტა. იმ შემთხვევაში, თუ მთლიან ოთახში მონოქრომატულ ფერებს გამოვიყენებთ, ზედაპირებსა და ფორმებში მეტი სითამამე შეგვიძლია გამოვიჩინოთ.

დეკორი

დეკორს ოთახისთვის სული შთაბერვა და ინდივიდუალურობის შემატება შეუძლია. სარკე დეკორის ის ნაწილია, რომელიც ვიზუალურ ეფექტზეც ახდენს დადებით გავლენას და მნიშვნელოვან ფუნქციასაც ასრულებს.

პატარა ზომის ოთახი, ინტერიერის დიზაინი, პატარა სივრცე, როგორ გავადიდოთ ოთახი, ოთახის დიზაინი, ავეჯი, დეკორი, სარკე, სარკე ინტერიერში

გავრცელებული ხრიკია სარკის ფანჯრის გვერდით, ან მოპირდაპირე კედელზე განთავსება. ასე ის სინათლესა და ოთახის ფერებს ერთდროულად ირეკლავს. ამასთანავე, იქმნება მეორე ფანჯრისა და პორტალის ილუზიაც.

იფიქრეთ „ვერტიკალურად“

გამოიყენეთ კედლის ვერტიკალური სივრცე თაროებისა თუ ფოტოსურათებისთვის. ამ გზით გამოთავისუფლდება იატაკზე დამატებითი ადგილი წიგნების, მცენარეებისა და დეკორაციისთვის. ინტერიერის დიზაინერები სწორედ ასე ქმნიან სიმაღლის ილუზიას და ჩვენც მოგვიწოდებენ, პატარა სივრცის დაგეგმარებისას ყოველთვის "ვერტიკალურად" ვიფიქროთ.

პატარა ზომის ოთახი, ინტერიერის დიზაინი, პატარა სივრცე, როგორ გავადიდოთ ოთახი, ოთახის დიზაინი, ავეჯი, დეკორი, თაროები ვერტიკალურად, ვერტიკალური ინტერიერი

ზევით