როგორ და სად ვიმკურნალოთ ვარიკოზი

ირაკლი პაპასკუა იმ ექიმების სიას განეკუთვნება, რომელსაც საკუთარ თავს თვალდახუჭულად ანდობ. სამედიცინო მეცნიერებათა დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, ონკოკომამოლოგი, ქირურგი-ფლებოლოგი - ირაკლის სამედიცინო კარიერა საკმაოდ შთამბეჭდავია. ირაკლი პაპასკუას სამუშაო სტაჟი 23 წელზე მეტს ითვლის. დღეს ის The Diary-ს მკითხველს ქრონიკული ვენური უკმარისობის შესახებ-მოუყვება. 

ვენური სისტემის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებადი დაავადება ვარიკოზული გაგანიერებაა.

ვენების ვარიკოზული გაგანიერება ვენების დაავადებაა, რომელიც სისხლძარღვის სანათურის გაფართოებას და ვენური კედლის გათხელებას იწვევს. გავრცელებული დაავადებაა და დღეისათვის ის 40 წლამდე ასაკის ყოველ მესამე ქალს და მეათე მამაკაცს აღენიშნება.

ვენების დაავადების მიზეზი ადამიანების ფეხზე მდგარი ცხოვრების წესია. შესაბამისად, მეტი რისკი აქვთ იმ ადამიანებს, რომლებსაც გარკვეული პროფესიების გამო (ექიმები, გამყიდველები, დალაქები და სხვ.) დიდხანს უწევთ ფეხზე დგომა. ასევე მიზეზი არის მუცლის ღრუში წნევის მომატება. ეს ხდება სიმძიმეების აწევის, ხველების, ცემინების, ქრონიკული შეკრულობის გამო. 

ქალებში ვარიკოზული დაავადება შეიძლება განვითარდეს ორსულობის დროს ჰორმონალური ცვლილებების ფონზე, ასევე არასწორად შერჩეული ჰორმონალური კონტრაცეპციის წყალობით.

პაციენტების ძირითადი ჩივილები და ვენების დაავადების პირველი ნიშნები არის დღის ბოლოს ფეხების შეშუპება, სიმძიმის შეგრძნება ხანგრძლივად ფეხზე დგომის ან ჯდომის შემდეგ, ზაფხულის ცხელი დღეები უფრო ამწვავებს ამ სიმპტომებს.

ვარიკოზის ვიზუალური დამახასიათებლები - წვრილი მოლურჯო-მოწითალო ფერის სისხლძარღვოვანი “ვარსკვლავებია” . 

ვარიკოზული დაავადების მკურნალობის წარმატება პირდაპირ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რომელ სტადიაზე იწყება მკურნალობა. მკურნალობა მით უფრო შედეგიანია, რაც უფრო ადრე მიაკითხავთ ექიმ-ფლებოლოგს და პირველადი გასინჯვის დროს ჩაგიტარდებათ დუპლექს-სკანირება.

მკურნალობა სამი  ძირითადი მეთოდი:

• მედიკამენტოზური,

• სკლეროთერაპია,

• ქირურგიული ჩარევა.

მკურნალობის მეთოდის შერჩევა პაციენტის ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით ხდება.

ვარიკოზის პროფილაქტიკის მიზნით ეფექტურია მთელი რიგი მარტივი პრევენციული ღონისძიებების შესრულება:

• არ შეიძლება დიდხანს ჯდომა, განსაკუთრებით, ფეხი-ფეხზე გადადებულ მდგომარეობაში; მჯდომარე პროფესიის ადამიანებისათვის სასარგებლოა სამსახურში ყოველ 40-50 წთ-ში ფეხზე ადგომა, გავლა-გამოვლა ან კიბეებზე ასვლა (ეს გააუმჯობესებს ქვედა კიდურებში სისხლის ცირკულაციას, რათა ვენებში არ მოხდეს სისხლის შეგუბება). სახლში ყოფნისას კარგი იქნება, სკამზე ჯდომისას ქვედა კიდურების სიმაღლეზე შემოწყობა.

• ძილის დროს შეეცადეთ, ფეხები სხეულთან შედარებით მაღლა იყოს მოთავსებული.

• ეცადეთ, თავი აარიდოთ სითბურ დატვირთვას: ცხელი შხაპი, აბაზანა, საუნა, კონტრასტული შხაპი, ლაზერული ეპილაცია.

• ეცადეთ, ყოველდღიურად არ ატაროთ მჭიდრო ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი;

• ვარიკოზული დაავადების დროს ატარეთ კომპრესიული ტრიკოტაჟი ან ელასტიკური ბანდები (დილიდან-საღამომდე, ღამის საათებში ექიმი-ფლებოლოგის დანიშნულებით). 

• მკურნალობის პროცესში დასაშვებია გარკვეული სპორტული აქტივობა, თუმცა საჭიროა ზომიერების დაცვა, განსაკუთრებით ეს ეხება ქვედა კიდურების დატვირთვას;  არ შეიძლება გრძელ დისტანციებზე სირბილი, სიმძიმეების აწევა.

• და ბოლოს, ვარიკოზული დაავადებისათვის დამახასიათებელი ნებისმიერი ჩივილის არსებობის შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ ექიმ-ფლებოლოგს.

ირაკლი პაპასკუა 10 აპრილიდან საქართველოს რამდენიმე დღით ეწვევა. ვენების დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა თბილისში 10-დან 16 აპრილის ჩათვლით შეგიძლიათ ჩაიტაროთ, 17-18 აპრილს  ბათუმში, ხოლო 19 აპრილს ხობში.

ჩასაწერად დაუკავშირდით:

თბილისი: ქ. წინანდლის N 9/20 “ჯანმრთელობის სახლი”. ტელ: 2771906 / 2259050

ბათუმი: ჭავჭავაძის N76 მე-3 სართული/ კოდი 17 ესთეტიკის ცენტრი “ესტია”. ტელ: 593858484 / 555586162

ხობი: ქ. ცოტნე დადიანის N193 კლინიკა “მკურნალი”. ტელ: 599187507

ზევით