#ტექნოლოგიები

Ray-Ban Meta Smart სათვალეები: ჩვენი თვალით დანახულს უკვე სხვებიც დაინახავენ!

გაზიარება:

ფანტასტი მწერლების მიერ, ასეულობით წლის წინ გამოგონილი ტექნოლოგიები დღეს ნელ-ნელა რეალობად იქცევა. რამდენიმე დღის წინ, Meta-მ ჭკვიანი სათვალეების მეორე თაობა, Ray-Ban Meta Smart Glasses წარმოგვიდგინა, რომელიც წინამორბედის Ray-Ban's Stories-ისგან განსხვავებით, ნამდვილად წინ გადადგმული ნაბიჯია. პირველი თაობის, Ray-Ban's Stories  ელემენტი სუსტი გახლდათ, რეზოლუცია კი საკმაოდ დაბალი ფოტო, თუ ვიდეო კონტენტის გადასაღებად. რაც შეეხება Ray-Ban Meta Smart Glasses-ს, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ Ray-Ban Stories 5 მეგაპიქსელიანი კამერა 12 მეგაპიქსელიანი რეზოლუციით ჩანაცვლდა, რაც ცხადია, გადაღებისას დიდ სხვაობას იძლევა.

როგორც ჩანს, Meta-ს გუნდმა საკმარისი ყურადღება დაუთმო რეზოლუციის გაუმჯობესებას, რაც მეორე თაობის ჭკვიან სათვალეზე ნათლად აისახა. მაღალი გარჩევადობის წყალობით, დღეს Ray-Ban Meta Smart Glasses ბევრად ხარისხიან ფოტოებს იღებს, ვიდრე მისი წინამორბედი და 1080p ვიდეოს გადაღება 60 წამამდე ფორმატით შეუძლია. სათვალეებს Qualcomm Snapdragon AR1 Gen1 ჩიპი კვებავს. Ray-Bans-ის მთავარი ხიბლი კი მასში ჩაშენებული ხელოვნური ინტელექტი - Meta AI გახლავთ, რომელიც მზადაა ხმოვანი ბრძანებების შესასრულებლად.

მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც კონტენტის შემქმნელებს აუცილებლად მოხიბლავთ, Instagram-სა და Facebook-ზე პირდაპირი ტრანსლაციის შესაძლებლობას იძლევა. მარტივად, ბრძანების მიცემის შემდეგ, Ray-Ban Meta Smart Glasses-ის მფლობელებს Live ტრანსლაციის ჩართვა და კომენტარების პირდაპირ სათვალის ეკრანზე წაკითხვა ხელების გამოუყენებლად შეუძლიათ. პირდაპირი ტრანსლაციის ფუნქცის გამოცდა ფორმულა ერთის მრბოლელს - შარლ ლეკლერს დაევალა, რომელიც  Ray-Ban Meta Smart Glasses-ის კამპანიის სახედ გვევლინება. შარლმა ჭკვიანი სათვალეების დახმარებით, მილიონობით გამომწერს go-kart სესია Live რეჟიმში გაუზიარა.

ყველა სიკეთესთან ერთად, Ray-Ban Meta Smart Glasses-ში მიკროფონი და დინამიკებია ჩაშენებული, შესაბამისად სათვალე wireless ყურსასმენის ფუნქიასაც ასრულებს.

როგორც Meta-ს გუნდმა დააანონსა, მომავალი განახლებების კვალდაკვალ, ჭკვიან სათვალეებს მსოფლიოს ღირსშესანიშნაობების აღმოჩენის და მათ შესახებ ინფორმაციის მოწოდების ფუნქციაც დაემატება, რაც Ray-Ban-ის მფლობელებისთვის მოგზაურობას ორმაგად სასიამოვნო პროცესად აქცევს. გარდა ამისა, კომპანიის განცხადებით, ჭკვიან სათვალეს მხედველობის არეალში არსებული წარწერების სხვადასხვა ენიდან თარგმნა რეალურ დროში შეეძლება. თუმცა, Google-ს ჯერ ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია AR სათვალესთან დაკავშირებით.

Ray-Ban Meta Smart Glasses ღირებულება 300 ამერიკული დოლარია. წინასწარი შეკვეთის გაკეთებაც უკვე შესაძლებელია

ზევით