#საზოგადოება

რას გვიმზადებს 2024 წელი ზოდიაქოს 12-ვე ნიშანს?

გაზიარება:

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება 2024-ში, მზად ხართ ცხოვრების ახალი ეტაპის დასაწყებად? 2024 წელი ასტროლოგიურად, ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი და მნიშვნელოვანი წელი იქნება. წლის განმავლობაში ჩვენ მივიღებთ სამ რეტროგრადულ მერკურის, ოთხ დაბნელებას და რამდენიმე მნიშვნელოვან კავშირს პლანეტებს შორის.

დასაწყისისთვის, უნდა აღვნიშნოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი ტრანზიტი, რომლებზეც 2024 წელს ყურადღების გამახვილება  ნამდვილად ღირს. პირველი ეს არის პლუტონი, ტრანსფორმაციისა და აღორძინების პლანეტა, რომელიც 2024 წლის 20 იანვრიდან 1-ელ სექტემბრამდე შედის მერწყულში. პლუტონს მერწყულში შეუძლია მნიშვნელოვანი სოციალური ცვლილებების მოტანა, ასე რომ თქვენ შეიძლება იხილოთ სოციალური აქტივიზმის ზრდა, რომელიც ამ წელს თანასწორობისა და სამართლიანობის ხელშეწყობას ემსახურება.

მიუხედავად იმისა, რომ პიროვნული თუ კარიერული ზრდა წელს, ზოდიაქოს თორმეტივე ნიშნისთვის მთავარი თემაა, 2024 წელი გაბედულად გადადგმულ ნაბიჯებსაც შეეხება. თუ გსურთ ცვლილების მოხდენა, ეს თავადვე უნდა მოახერხოთ! მსგავსი „ყველაფერი ან არაფერი“ მიდგომა, რომელიც მთელი წლის განმავლობაში იბობოქრებს, უნდა მივაწეროთ ბედის ჩრდილოეთ კვანძს და ქირონს (ასტეროიდი), რომლებიც თავდაჯერებულ, თვითგამორკვეულ ვერძში ერთიანდებიან.

მნიშვნელოვანი ფინანსური წარმატების საწინდარი გახდება კუროში იუპიტერისა და ურანის შეერთება, ამ მოვლენას სამყარო 20 აპრილს იხილავს.

2024 წელს, მერკური, (კომუნიკაციისა და ინფორმაციის მმართველი პლანეტა) და მარსი (ნებისყოფისა და მოქმედების პლანეტა) რეტროგრადულად დგას ცეცხლის ნიშნებში. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ახალი კრეატიული გატაცებები, თქვენს ცხოვრებაში მთელი წლის განმავლობაში იჩენენ თავს. მომდევნო 12 თვე იქნება იდეალური იმის გასარკვევად, თუ რომელი ჰობი ან სულაც აქტივობა განიჭებთ ნამდვილ სიამოვნებას.

რაც შეეხება 2024 წლის მოსალოდნელ უფრო პერსონალიზებულ სიახლეებს, მას ქვემოთ გაეცნობით.

ვერძი (21.03 – 20.04)

ვერძებო, თქვენს ცხოვრებაში საკმაოდ მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება, ცხოვრების ახალი თავი, რომლის განმავლობაშიც თქვენს ენერგიას გონივრულად და მეთოდურად მართავთ. 2024 წელი არის ინტენსიური და სასიამოვნო წელი, განსაკუთრებით კი მისი მეორე ნახევარი, როდესაც იუპიტერი თქვენს სასარგებლოდ გაიბრწყინებს ცაზე.

კურო (21.04 – 20.05)

კუროებო, თქვენს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიული წელი დაიწყო. 2024 წლის განმავლობაში, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება თქვენი ფინანსური მდგომარეობა, იუპიტერი და სატურნი კი თქვენს გონებრივ და კარიერულ სიმყარეს გპირდებიან. კუროს ნიშნის ქვეშ დაბადებულთათვის, მწვანე ხის დრაკონის 2024 წელი გამოღვიძების პერიოდია, ყური დაუგდეთ მას და თქვენს გულის ხმას მიჰყევით, რადგან სამომავლოდ მსგავსი ცვლილება მხოლოდ მესამე ათწლეულს დადგება. 

ტყუპები (21.05 – 21.06)

ტყუპებო, წინ საკმაოდ ამაღელვებელი 2024 წელი გელოდებათ, თუმცა მანამდე წარსულის შეცდომების გადაფასება გმართებთ. ზოდიაქოს სხვა ნიშნებისგან განსხვავებით, ტყუპებისთვის ამ წლის დაწყება უფრო მშვიდ ნოტზეა სასურველი. გამოიყენეთ წლის დასაწყისი სულიერი გაკვეთილებისა და ინტიმური კავშირებისთვის, თქვენ გექნებათ საკმარისი დრო თქვენი ოცნებების განსახორციელებლად, როგორც კი (25 მაისს) იუპიტერი ათწლეულის განმავლობაში პირველად შემოვა თქვენს ნიშანში.

კირჩხიბი (22.06 – 22.07)

კირჩხიბებო, 2024 წლის ასტროლოგიური პროგნოზის თანახმად, თქვენს ცხოვრებაში გარდამტეხი ცვლილებების დრო დადგა. გაითვალისწინეთ, რომ წლის განმავლობაში, თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს, როგორც კარიერა ისე ოჯახი, ამიტომ მათ შორის ბალანსის დაცვა თქვენი უპირველესი მოვალეობა იქნება. ახალი საქმიანი ურთიერთობები თავს (8 აპრილს) ვერძის მზის დაბნელებისას იჩენენ, ამ მოვლენიდან რამდენიმე კვირაში კი მოსალოდნელია დაწინაურება ან სულაც ახალი კარიერული გზის აღმოჩენა. 2024 წლის განმავლობაში, აგრეთვე ძალიან მნიშვნელოვანია კომფორტის ზონიდან გამოსვლა და ცვლილებების რეალურად მოხდენა.

ლომი (23.07 – 23.08)

ლომებო, 2024 წლის განმავლობაში აღორძინებისთვის მოემზადეთ! წლის დასაწყისში უფრო გაწონასწორებულ, თავშეკავებულ ლომებს ვიხილავთ, თუმცა ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ თქვენი ბრძოლისუნარიანობა ჩაკვდა. მისი აღმოცენება გაზაფხულის შუა რიცხვებიდანაა მოსალოდნელი, როდესაც ლომები ტრიუმფალური გამარჯვებების და კაშკაშის სურვილს და შესაძლებლობას ერთდროულად დაიბრუნებენ.

ქალწული (24.08 – 23.09)

ქალწულებო, 2024 წლის ასტროლოგიურ პროგნოზს თუ მივენდობით, თქვენთვის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული წელი იწყება. რას მოგიტანთ ეს წელიწადი? - პირველ ყოვლისა, შესაძლებლობებს; როგორც კარიერულს ისე პიროვნული ზრდის შანსს. 2024 წელი შესანიშნავი პერიოდია ქალწულებისთვის, ახალი უნარების დასაუფლებლად და ცოდნის გასაღრმავებლად. გამოიჩინეთ დისციპლინა საქმის კეთებისას, იყავით შრომისუნარიანი და ნუ დაივიწყებთ კოლეგიალურობას.

სასწორი (24.09 – 23.10)

სასწორებო, ნაჭუჭიდან გამოსვლის დრო დადგა. თითქმის ორწლიანი ღრმა განკურნების შემდეგ, 2024 წელი ახალი აღმოჩენებისკენ გიხმობთ. შესაძლოა რადიკალური ცვლილებები თქვენთვის დამაბნეველი აღმოჩნდეს, თუმცა გახსოვდეთ, რომ თქვენ გაქვთ ყველა რესურსი იმისათვის, რომ ნებისმიერ გამოწვევას გაუმკლავდეთ. სასწორის ნიშნის ქვეშ დაბადებულთათვის, მნიშვნელოვანია წარსულისგან სეპარაცია, ისწავლეთ მისგან, თუმცა წარსულის მორევში ხელახლა ნუ გადაშვებით, ეს მომავალ წარმატებაში შეგიშლით ხელს.

მორიელი (24.10 – 22.11)

მორიელებო, 2024 წელი თქვენთვის სრულად სასიყვარულო ურთიერთობას და კარიერას შეეხება. ორივე ფრონტი თქვენგან მაქსიმალურ ძალისხმევას და მონდომებას მოითხოვს. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის გასაღრმავებლად მორიელებისთვის იდეალური პერიოდია. ამავდროულად, 2024 წელი შესანიშნავი დროა განვითარებისთვის, ახალი საქმიანი ურთიერთობებისთვის და თქვენი ბიზნესის ახალ საფეხურზე ასაყვანად. მორიელებო, ორ ფრონტზე ბრძოლისთვის მოემზადეთ.

მშვილდოსანი (23.11 – 21.12)

მშვილდოსნებო, 2024 წელი თქვენთვის სიმშვიდესთან, განახლებასთან და ოჯახთან იქნება ასოცირებული. მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე მულტიფუნქციური ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ ხართ დაბადებული, ზოგჯერ დგება წუთები, როდესაც თქვენნაირი სოციალური პეპელაც კი სიმშვიდეს ამჯობინებს. მშვილდოსნებო, 2024 წელი შესანიშნავი პერიოდია ხანგრძლივი გეგმების და მიზნების შესადგენად და მათკენ პირველი ნაბიჯების გადასადგემალდაც.

თხის რქა (22.12 – 20.01)

თხის რქებისთვის წინ მოულოდნელობებით და სიურპრიზებით სავსე 12 თვეა მოსალოდნელი. რამდენად სტაბილური ნიშანიც არ უნდა იყოთ, ეს წელი თქვენს ცხოვრებაში მაინც მოახერხებს სპონტანურობის ეფექტის დამკვიდრებას. თხის რქებო, ყველაფერი წინასწარ გათვლილი ვერ გექნებათ, ზოგჯერ კარგი რაღაცები თქვენს ცხოვრებაში მოულოდნელადაც ხდება, მიიღეთ დრაკონის წელიწადის სიურპრიზები და გამოიყენეთ ნაბოძები უპირატესობები თქვენ სასარგებლოდ.

მერწყული (21.01 – 20.02)

მერწყულებო, ზრდას ყოველთვის თან ახლავს ტკივილი, თუმცა ეს მიღებულ შედეგად ნამდვილად ღირს. 2024 წელი თქვენთვის სწორედ ამ გამოწვევის მატარებელი იქნება, თუკი გსურთ რომ გაიზარდოთ პიროვნულად და კარიერულად, მაშინ მზად უნდა იყოთ იმ სირთულეებისთვისაც, რაც წინ დაგხვდებათ. მერწყულის ნიშნის ქვეშ დაბადებულთათვის, მნიშვნელოვანია წარსულისგან სეპარაციაც, არ მისცეთ წარსულს, რომელიც ოდესღაც კომფორტის ზონად ითვლებოდა თქვენთვის, უკან დაგხიონ, განვითარების მსგავსი შანსი იშვიათად გვეძლევა.

თევზები (21.02 – 20.03)

თევზებო, თქვენ ზუსტად იცით რა გსურთ 2024 წლისგან და იანვრის პირველივე რიცხვებში ამ მიზნისკენ თავდაჯერებულად დაიწყებთ სვლას. წინ გელოდებათ წელიწადი, რომელიც თვალსაწიერის გაფართოებაში დაგეხმარებათ და მოგცემთ რეალურ შანსს თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოთ. თევზის ნიშნის ქვეშ დაბადებულები ამ ტრანსფორმაციისთვის მზად ხართ, რა შეიძლება იყოს უფრო სასიამოვნო, ვიდრე ახალი ჰორიზონტების აღმოჩენა ცხოვრებაში?

ზევით