#მოდა

PRADA-ს რომანტიკული პერცეფცია 2024 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციაში

გაზიარება:

მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში მოდური ზეიმი გრძელდება. კვირეულის რიგით მეორე დღეს, Prada-მ, მიუჩია პრადას და რაფ საიმონსის ხელმძღვანელობით, მოდის წარსული ეპოქების კოლექტიურ მეხსიერებაში ჩაგვახედა და წარსული, აწმყო და მომავალი რომანტიკული პერცეფციის პრიზმიდან დაგვანახვა.

მიუჩია პრადა, რაფ საიმონსი, Prada

„ისტორია ყველაფერს გვიამბობს, განსაკუთრებით კი რთულ მომენტებში. ეს არის ისტორიით გაჯერებული კოლექცია", - მიუჩია პრადა

მიუჩია პრადა, რაფ საიმონსი, Prada

კოლექცია, რომელიც ბუნების დაფასებას და ამავდროულად, კაცობრიობის ისტორიის შესწავლას ემსახურებოდა, წარმოგვიდგინა ვინტაჟით შთაგონებული ტანსაცმელი, 50-იანი წლების ენერგიისა და ელეგანტურობის გავლენით. Prada-ს 2024 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციამ, შეისწავლა სილამაზის ცნებები, რომელიც წარსულიდან იღებს სათავეს და თანამედროვე სამყაროში მოდური ელემენტებით რეალიზდება.

„წარსული არის შესანიშნავი ინსტრუმენტი, ინსტრუმენტი სწავლისთვის, რომელსაც ახლის შესაქმნელადაც იყენებენ... თუმცა ინტელექტუალურ კვლევაზე მეტად, ეს კოლექცია წარმოადგენს ემოციურ რეაქციას სილამაზის იდეალებზე, რომლებიც ამ დრომდე რეზონანსულია", - განმარტა მიუჩია პრადამ.

მიუჩია პრადა, რაფ საიმონსი, Prada

მიუჩია პრადა, რაფ საიმონსი, Prada

2024 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციით, დიზაინერებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს სილუეტსა და პროპორციას. მიუჩია პრადა და რაფ საიმონსი, ვინტაჟით შთაგონებული დეტალების მეშვეობით, კაბებსა და პალტოებში ქმნიდნენ ასიმეტრიულობის განცდას. ფეხსაცმელი და ქუდები კი მეორეს მხრივ, მკვეთრი კონტრასტის გამოხატულებას წარმოადგენდნენ, რომელიც რადიკალურად განსხვავდებოდა შავი კოქტეილის კაბებისა და მუქი შალის ქურთუკებისგან. Prada-ს მტკიცებით მოდის ტრენდებიდან ლენტები ჯერაც არსად მიდიან, მეტიც, ისინი მეტ მხიარულ ელფერს იძენენ და 

მიუჩია პრადა, რაფ საიმონსი, Prada

ქალურობა, მისი აღქმა და შეგრძნება, კვლავინდებურად, Prada-ს ამომავალი წერტილია. მიუჩია პრადა იმ იშვიათ დიზაინერთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც აღებულ გეზს იშვიათად თუ გადაუხვევენ. ფემინურობა, მისი მნიშვნელობის ძიება და თანამედროვე სახით წარმოჩენა, მოდის სახლის შემოქმედებითმა ხელმძღვანელმა ამჯერადაც იდეალურად მოახერხა. 

მიუჩია პრადა, რაფ საიმონსი, Prada

მიუჩია პრადა, რაფ საიმონსი, Prada

მოდის ისტორიული კვლევის შედეგად, Prada პოულობს რომანტიკას როგორც წარსულში, აგრეთვე აწმყოშიც, არა ნოსტალგიის, არამედ ინსპირაციის გზით და ეს საოცარია. 

ზევით