#კულინარია

ნუცა სურგულაძის მძიმე და ნოტიო პასკის რეცეპტი

გაზიარება:

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მოახლოვდა და ყველას კარგად მოგვეხსენება, რომ სადღესასწაულო სუფრა სააღდგომო პასკის გარეშე უბრალოდ წარმოუდგენელია. სააღდგომო პური, რომელსაც სხვადასხვა სახელით მოიხსენებენ, ფართო საზოგადოებისთვის კი ცნობილია, როგორც პასკა, ქრისტიანული ტრადიციაა, რომელსაც უდიდესი სიმბოლური დატვირთვა აქვს აღდგომის დღესასწაულზე.

საქართველოში სააღდგომოდ ოჯახური პასკის ცხობის ტრადიცია საუკუნეებს ითვლის, ის მკვეთრად განსხვავდება ტრადიციული ბერძნული, ეკლესიური არტოსისგან, თუმცა სწორედ ამ განსხვავების დამსახურებით ოჯახური პასკა იქცა სააღდგომო სუფრის განუყოფელ ნაწილად. პასკის უამრავი ვარიაცია არსებობს, თუმცა დღეს უგემრიელესი მძიმე და ნოტიო პასკის რეცეპტს წარმოგიდგენთ ნუცა სურგულაძის რეცეპტით, რომელიც ამ წელს თქვენს სუფრას უდავოდ დაამშვენებს.

რეცეპტი :
2 სუფრის კოვზი საფუარი
2 სუფრის კოვზი შაქარი
3 სუფრის კოვზი ფქვილი
1 ჭიქა თბილი რძე (250 მლ)

200 გრ ქიშმიშზე საჭიროა
100 მლ წყალი
100 მლ კონიაკი

სუნელები:
1 ჩაის კოვზი დარიჩინი
1/2 ჩაის კოვზი მიხაკი
1/2 ჩაის კოვზი ილი
1/2 ჩაის კოვზი მუსკატის კაკალი
1 სუფრის კოვზი კონიაკი
2 სუფრის კოვზი კაკლის მურაბის სიროფი

ცომი:
3 კვერცხი
1 ჭიქა შაქარი (+-გემოვნებით)
3 სუფრის კოვზი არაჟანი
5 სუფრის კოვზი ზეთი
100 გრ გამდნარი კარაქი
+ საფუარი
2-3 ჭიქა ფქვილი

ვაცხობთ 160 გრადუსზე 40-45 წთ

ზევით