#დეკორი

როგორ შევარჩიოთ განათება ოთახისთვის - Delight-ის ნიშ ბრენდები

გაზიარება:

განათება ინტერიერის დიზაინში გადამწყვეტ როლს ასრულებს. მას ოთახის გარდაქმნა და სასურველი ატმოსფეროს შექმნა ფერების გამოკვეთით, ტექსტურებზე აქცენტირებითა და ინტერიერის კონკრეტულ დეტალებზე ხაზგასმით შეუძლია. განათების მეცნიერების ამოხსნა და სივრცეზე მისი გავლენის გააზრება, ოთახში ფუნქციური და მიმზიდველი გარემოს შექმნაში გვეხმარება. ამ სტატიაში კი Delight-ში წარმოდგენილ განათების ნიშ ბრენდებს განვიხილავთ, რომლებიც სივრცეში აქცენტირებულ დეტალთან ერთად, ძირითად ხასიათს ქმნიან.

განათება ინტერიერის დიზაინში, ფორესტიერი, forrestier, ჭაღი, იტალიური ჭაღები, დილაითი, სახლის განათება, ეზოს განათება

“დილაითში” სახლისთვის ნებისმიერი მიმართულების სანათის შერჩევაა შესაძლებელი, მთავარი კი ისაა, რომ აქ წარმოდგენილი პრემიუმ კლასის და ნიშური ბრენდები, სანათის ინტერიერზე მორგებას, ან თუნდაც, სივრცის განათებაზე დაყრდნობით მოწყობას გვიმარტივებს.

ფუნქციური განათება (task lighting)

ოთახში ფუნქციურ განათებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მანამ, სანამ სანათის შერჩევას დაიწყებთ, კონკრეტული კუთხის დანიშნულებაზე დაფიქრდით. მაგალითად, თუ მისაღებ ოთახში, სავარძელში მოკალათებულს წიგნის კითხვა გიყვართ, შეგიძლიათ დეკორატიული სანათი სადგამით შეარჩიოთ და სავარძლის კუთხეში მოათავსოთ.

განათება ინტერიერის დიზაინში, ფორესტიერი, forrestier, ჭაღი, იტალიური ჭაღები, დილაითი, სახლის განათება, ეზოს განათება, ideal lux, იდეალ ლუქსი

მყუდრო განათება კითხვის პროცესს კიდევ უფრო სასიამოვნოს გახდის. მსგავსი დანიშნულებისთვის “დილაითში” წარმოდგენილი იტალიური ბრენდის, Ideal Lux-ის სანათის შეძენას გირჩევთ.

განათება ინტერიერის დიზაინში, ფორესტიერი, forrestier, ჭაღი, იტალიური ჭაღები, დილაითი, სახლის განათება, ეზოს განათება, ideal lux, იდეალ ლუქსი, ტორშერი, იდეალ ლუქსის სადგამიანი სანათი
Ideal Lux - Pagoda

ყიდვა

 

ფუნქციური განათების შესაქმნელად ასევე იდეალური არჩევანია ფრანგული ბრენდის, Forestier-ის Bamboo. სანათი ბუნებრივი მასალისგან - ბამბუკისგანაა დამზადებული, რაც უფრო ნატურალური და ჯანსაღი ატმოსფეროს შექმნის საშუალებას იძლევა.

განათება ინტერიერის დიზაინში, ფორესტიერი, forrestier, ჭაღი, იტალიური ჭაღები, დილაითი, სახლის განათება, ეზოს განათება, ideal lux, იდეალ ლუქსი, ფორესტიერი, bamboo 3
Forestier - Bamboo 3

ყიდვა

 

ფუნქციურთან ერთად, დეკორატიული განათების როლს ასრულებს ლოგინის გვერდით მოთავსებული სანათიც, რომელიც საძინებელში იმ მყუდრო ატმოსფეროს ქმნის, რაც ყველა ჩვენგანს ძალიან სჭირდება. ასეთ შემთხვევაში ცნობილი იტალიური ბრენდის, Zafferano-ს Poldina Pro-ს გირჩევდით.

განათება ინტერიერის დიზაინში, ფორესტიერი, forrestier, ჭაღი, იტალიური ჭაღები, დილაითი, სახლის განათება, ეზოს განათება, ideal lux, იდეალ ლუქსი, zafferano, poldina pro, ზაფერანო

მსუბუქი და კომპაქტური პორტატიული სანათის ღილაკის საშუალებით როგორც მისი ჩართვა/გამორთვა, ასევე განათების ინტენსივობის შეცვლაა შესაძლებელი. სხვათა შორის, ამ კონკრეტული მოდელის გამოყენება ასევე ეზოს, ტერასის და მსგავსი ტიპის სივრცეების განათებისთვისაა შესაძლებელი.

განათება ინტერიერის დიზაინში, ფორესტიერი, zafferano, poldina pro, ზაფერანოს სანათი, ნაჩნიკი, საძინებლის სანათი
Zafferano - Poldina Pro

ყიდვა

 

აქცენტირებული განათება

აქცენტირებული ნათება ოთახში კონკრეტულ სივრცეზე, ან ინტერიერის დეტალებზე ფოკუსირებისთვისაა საჭირო. აქცენტირებული განათების იდეალური მაგალითია კედლის ბრა, რომელიც დეკორატიულის გარდა, ხშირად ფუნქციურ როლსაც ითავსებს. ამჯერად ჩვენი ფავორიტი ფრანგული ბრენდის, Marketset-ის Sonia Laudet გახლავთ.

განათება ინტერიერის დიზაინში, ფორესტიერი, forrestier, ჭაღი, იტალიური ჭაღები, დილაითი, სახლის განათება, ეზოს განათება, ideal lux, იდეალ ლუქსი, მარკეტსეტი, marketset, sonia laudet

ფრანგის დიზაინერისა და market set-ის კოლაბორაციით შექმნილი კედლის სანათი, მეტალისა და ქსოვილის გასაოცარი სინთეზით გამოირჩევა და ოთახში განსაკუთრებულ აქცენტს შექმნის.

განათება ინტერიერის დიზაინში, ფორესტიერი, მარკეტსეტი, marketset, sonia laudet, ბრა
Marketset - Sonia Laudet

ყიდვა

 

ძირითადი განათება (Ambient lighting)

“დილაითში” წარმოდგენილი ნიშ ბრენდებიდან ჩვენი ერთ-ერთი რჩეული Made by Hand გახლავთ. დანიური სანათების მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც 2014 წელს დაარსდა, მომხმარებელს გამორჩეული დიზაინის ხელნაკეთ სანათებს სთავაზობს. სანათების უმრავლესობა ნაქსოვია. ეს მივიწყებული ხელობა ბრენდმა თავის უპირატესობად აქცია, მასალა კი ისეა შერჩეული, რომ სინათლის სხივს იდეალურად ატარებს და ინტერიერის ნებისმიერ წერტილში თანაბრად ანაწილებს. სწორედ ამის გამო, სანათები ფუნქციონალურადაც და დიზაინის კუთხითაც გამორჩეულია.

განათება ინტერიერის დიზაინში, made by hand, სანათი, ჭაღი

ბრენდის სანათები იდეალურია ოთახში ცენტრალური ფოკუსის შესაქმნელად, სადაც ინტერიერი სანათი მთავარ როლს ასრულებს. ამის იდეალური მაგალითია, Made By Hand-ის Knit-Wit High Oval 65 Coral მოდელი - ნაქსოვი სანათი, რომლის დიზაინიც ისეა შექმნილი, რომ სინათლის გადანაწილება ოთახის ყველა წერტილში თანაბრად ხდება, თუმცა მისი საინტერესო ვიზუალი შეუმჩნეველი ოთახის არც ერთი კუთხიდან არ დარჩება.

made by hand, დილაითი, განათება, აბაჟური, ჭაღი, ნაქსოვი ჭაღი
Made By Hand - Knit-Wit High Oval 65 Coral

ყიდვა

 

ასეთივე “მთავარ მოქმედ გმირად” შეიძლება ჩავთვალოთ იტალიური ბრენდის, Ferroluce-ს ხელნაკეთი, კერამიკული სანათები. სასადილო სივრცისთვის კი MADAME GRES GRT-ის გირჩევდით. სანათის ტალღოვანი და მატი აბაჟური ქსოვილს მოგვაგონებს. მისი ინსპირაცია ფრანგი დიზაიერის, MADME GRES გასაოცარი ნამუშევრები გახლავთ.

განათება ინტერიერის დიზაინში, ferroluce, იტალიური ჭაღებუ, ფეროლუჩე, დილაითი, delight, სანათები
Ferroluce - MADAME GRES GRT

ყიდვა

 

მოკლედ, განათება რომ ინტერიერში გადამწყვეტ როლს ასრულებს, ამაზე ვთანხმდებით. მთავარია არჩევანი თქვენს ინტერიერზე დაყრდნობით გააკეთოთ. ზემოთ ჩამოთვლილი ნიშური ბრენდების სანათებს კი “დილაითში”, ალექსანდრე ყაზბეგის #25-ში შეიძენთ.

ზევით