#კულინარია

ბარებმა უკრაინის მხარდასაჭერად Moscow Mule-ის კოქტეილს სახელი შეუცვალეს

გაზიარება:

რუსული ჯარების უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრის და ომის გამოცხადების შემდეგ, მსოფლიო 21-ე საუკუნის ყველაზე დიდ ტირანს და მის ქვეყანას პროტესტს, ხოლო უკრაინას მხარდაჭერას ისე უცხადებს, როგორც შეუძლია. ასე მაგალითად, ბარების მფლობელებმა ამერიკასა და ევროპაში გადაწყვიტეს ცნობილი კოქტეილის Moscow Mule-ისთვის სახელი გადაერქმიათ და მისთვის Kyiv Mule ეწოდებინათ.

Moscow Mule არყისგან, ჯანჯაფილის ლუდისგან და ლაიმისგან მზადდება, თუმცა რუსეთ-უკრაინის ომის გამოცხადების შემდეგ, ბარებმა ინგრედიენტიდან რუსული არაყი ამოიღეს და ის სხვა ქვეყნის წარმოების არყით ჩაანაცვლეს და კოქტეილს სახელი დიდი სიამაყით შეუცვალეს. სანამ მსოფლიოს უდიდესი კომპანიები რუსულ ბაზარს ტოვებენ, ამერიკისა და ევროპის ბარების მფლობელები სოლიდარობის ახალ გზაზე დგანან. გსურთ თქვენც მოამზადოთ Kyiv Mule სახლის პირობებში? სიამოვნებით გაგიზიარებთ მომზადების წესს.

ინგრედიენტები:

1 ½ არაყი

1 ½ ლაიმის წვენი

ყინულის კუბები

½ ჯანჯაფილის ლუდი

1 ნაჭერი ლაიმი

მომზადების წესი:

ჭიქაში ჩაასხით არაყი და ლაიმის წვენი; დაამატეთ ყინულის კუბები და ჯანჯაფილის ლუდი. კარგად ამოურიეთ, დეკორაციისთვის დაამატეთ ლაიმის ნაჭერი და თქვენი Kyiv Mule მზად არის.

ზევით