#სილამაზე

MESAUDA-ს Top 10 პროდუქტი Nude Make Up-სთვის ელენე გოგავასგან

გაზიარება:

The Diary-ის გუნდმა ერთი Beauty დღე ახალგაზრდა Make up არტისტთან და მოდელთან ელენე გოგავასთან ერთად გაატარა, რომელმაც ყოველდღიური Nude მაკიაჟის ტექნიკა გაგვანდო და თავისი რჩეული კოსმეტიკური ბრენდის პროდუქცია გაგვაცნო.

ელენე გოგავა, make up, mesauda, aversi

MESAUDA იტალიური ბრენდია, რომელიც მაღალი ხარისხითა და პროფესიონალური დეკორატიული კოსმეტიკის სრული სპექტრით გამოირჩევა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ „მესაუდას“ ნაწარმი უსაფრთხოა, არ შეიცავს პარაბენებს, პარაფინებს და ცხოველურ უჯრედებს.

ამჯერად The Diary ულამაზესი ელენეს რჩეულ იმ კოსმეტიკურ საშუალებებს გაგაცნობთ, რომლებიც ტრენდული Nude ლუქის შესაქმნელად გამოგადგებათ.

#1 PERFECT SKIN - პრაიმერი

სახის პრაიმერი სახის კანის ზედაპირს სპეციალური სილიკონის საშუალებით ათანაბრებს და კანზე ერთგვარ ფუძეს ქმნის, რომელიც ნაკლოვანებებს და პიგმენტურ ლაქებს ფარავს. პრაიმერის გამოყენების შემდეგ კანის გლუვი და ხავერდოვანი ხდება.

პრაიმერი mesauda

MESAUDA - PERFECT SKIN

#2 MAGIC WAND - ტონალური

Mesauda-ს ტონალური ფერების ფართო არჩევანით გამოირჩევა, აქვს შესანიშნავი დატენიანების ეფექტი და გათვლილია ყველა ტიპის კანზე. რაც ყველაზე მთავარია, ტონალურს 24 საათიანი დაფარვა აქვს.

mesauda, ტონალური, ავერსი

MESAUDA - MAGIC WAND

#3 ONE STEP - კორექტორი

თვალის ირგვლივ მარტივად დასატანი ფორმა პროდუქტის კარგად გადანაწილების საშუალებას იძლევა. მთავარი კი ისაა, ჩაბნელებული ადგილების ამოსანათებლად კორექტორის სულ რაღაც ერთი ხაზიც საკმარისია.

mesauda კორექტორი

MESAUDA - ONE STEP

#4 GLAM EYES - თვალის ჩრდილების პალიტრა

Mesauda-ს თვალის ჩრდილების პალიტრა მრავალფეროვანი ტონალობებით გამოირჩევა. გამოკვეთილი და პიგმენტური ფერები მთელი დღის განმავლობაში რჩება თვალზე და fresh ვიზუალს ინარჩუნებს.

MESAUDA, თვალის ჩრდილები, ავერსი

MESAUDA - GLAM EYES

#5 INK LINER - თვალის პიგმენტური ლაინერი

Mesauda-ს ერთ-ერთი პოპულარული პროდუქტი თვალის პიგმენტური ლაინერია, რომელიც მთელი დღის განმავლობაში ინარჩუნებს მდგრადობას.

mesauda, ლაინერი, ავერსი

MESAUDA - INK LINER

#6 MEGA LASH - ტუში

Mesauda-ს ელენეს ერთ-ერთი რჩეული ტუში - Mega Lash გახლავთ, რომელიც წამწამების მოცულობას და გახშირებას უწყობს ხელს.

მესაუდა, ტუში, ავერსო

MESAUDA - MEGA LASH

#7 SUNRIZE - პუდრი ბრონზერი

სახეზე დატანილი ბაზის ამოსანათებლად პუდრი ბრონზერი გამოგადგებათ, რომელიც ამავდროულად კონტურინგისთვისაც შეგიძლიათ გამოიყენოთ.

პუდრი ბრონზერი, მესაუდა, ავერსი

MESAUDA - SUNRIZE

#8 CHEEK KISS - ბლაში

კრემისებრი ბლაში, რომელსაც განსაკუთრებული ფერი აქვს, ძალიან მარტივად ნაწილდება სახის კანზე. ელენესთვის კი ბლაში მაკიაჟის გამოცოცხლების ერთ-ერთი მთავარი ხრიკია.

MESAUDA, ბლაში

MESAUDA - CHEEK KISS

#9 LIGHT POTION - თხევადი ჰაილაითერი

ბრენდის ბესტსელერი თხევადი ჰაილაითერია, რომელიც სახის კანს ასხივოსნებს და აქვს არაჩვეულებრივი მანათობელი ეფექტი.

MESAUDA, თხევადი ჰაილაითერი

MESAUDA - LIGHT POTION

#10 EXTREME MATE - ტუჩსაცხი

და ბოლოს, Nude ლუქის გამოსაცოცხლებლად შეგიძლიათ Mesauda-ს მკვეთრი ფერის მატის ტუჩსაცხი გამოიყენოთ, რომელიც თქვენს ტუჩებზე მანამ დარჩება, სანამ მის მოცილებას თავად არ გადაწყვეტთ.

მესაუდა, მატის ტუჩსაცხი, წითელი ტუჩსაცხი

MESAUDA - EXTREME MATE

P.S. იტალიური ბრენდის პროდუქციის შეძენა ავერსის სააფთიაქო ქსელში შეგიძლიათ.
 

 

ზევით