#ცხოვრების სტილი

მეამა ქოლექთი ზღვაზე გაიხსნა - ყავის უნიკალური ცივი კოქტეილები უკვე ბათუმის სანაპიროზეც

გაზიარება:

მეამა ქოლექთის ბათუმური თავგადასავალი ამჯერად ზღვის სანაპიროზე გადაინაცვლებს და მთელი ზაფხულის განმავლობაში, შავ ზღვასთან, დაისისა და აისის ფონზე გაგრძელდება. ეს სწორედ იმას ნიშნავს, რომ წელს ბათუმის საზაფხულო სეზონი დანარჩენებისგან განსხვავებული - უფრო არომატული და განსაკუთრებული იქნება. 

მეამა ქოლექთი სანაპიროს სტუმრებისთვის სრულად ახალ და განსხვავებულ ობიექტს ქმნის, ამ თავგადასავალს კი შესაფერისი სახელიც დაერქვა - „მეამა ქოლექთი ზღვაზე”.

მეამა

ვინ იცის, რამდენჯერ მოგვნდომებია ცივი და არომატული ყავის კოქტეილი ბათუმის ზღვის სანაპიროზე, ცხელი მზის ქვეშ წამოწოლილს. ახლა კი მარტივად შეგიძლია იქვე, სანაპიროსთან, მეამა ქოლექთში შეიარო და ან ადგილზე, ახალ და გამორჩეული ესთეტიკის ბარში ისიამოვნო საყვარელი კოქტეილით, ან სულაც სანაპიროსთან წაიღო და ყავით ხელში,  მზის ამოსვლისა თუ ჩასვლის ფონზე დატკბე განსაკუთრებული მომენტებით.

მეამა ქოლექთის ახალი ობიექტების ვიზუალური კონცეფცია არქიტექტორი გიორგი ხმალაძის შექმნილია, ხოლო ბარისტების სამოსზე SITUATIONIST-ის კრეატიულმა დირექტორმა, ირაკლი რუსაძემ იზრუნა. ბარის კონსტრუქციის დეტალები და ბარისტების უნიფორმები თეთრ ფერში არის გადაწყვეტილი, რაც სანაპირო ესთეტიკას იდეალურად ერწყმის. ასევე, რთულია ყურადღება არ მიაქციო ლამაზ თეთრ ფარდებს, რომლებიც ზღვის ბრიზის მიმართულებით მოძრაობენ და მეამა ქოლექთში მშვიდ, ჰარმონიულ გარემოს ქმნიან.

მეამა

ახალი და განსხვავებულია არამხოლოდ არქიტექტურა, არამედ ყავისა და ჩაის ცივი სასმელების არჩევანიც - „მეამა ქოლექთის” არსებული კოქტეილების გარდა, საზღვაო კონცეფციისთვის ბევრი ახალი და უნიკალური კოქტეილი შეიქმნა. თითოეული სასმელი მომხმარებლის უკუკავშირის გათვალისწინებით, მრავალთვიანი მუშაობის შედეგად შეიქმნა.

სანამ მეამა ქოლექთის ბარისტა ყავის არომატულ კოქტეილს მოგიმზადებს, შეგიძლია ბარში სხვადასხვა გასართობი საშუალებები აღმოაჩინო და თავი შეიქციო იქამდე, სანამ ერთი ყლუპით სიყვარულს გამოცდი. მოკლედ, აქ ყველაფერია იმისთვის, რომ შეაგროვო ემოციების ნაკრები შენს მეგობრებთან ერთად და დატკბე ბათუმში გატარებული დღეებით, შემდეგ კი ეს განსაკუთრებული მომენტები სხვებსაც გაუზიარო მეამა ქოლექთის საზაფხულო კამპანიის ვებპლატფორმის მეშვეობით - https://emotions.meamacollect.ge

მეამა

ბათუმში უკვე მეამა ქოლექთის სანაპიროს 2 ობიექტი გაიხსნა, 26 მაისის ქუჩის მიმდებარედ (სასტუმრო „შერატონთან”) და შ.ხიმშიაშვილის N18-ის მიმდებარედ (სასტუმრო ”კოლიზეუმთან”). 

ბათუმში მეამა სრული კონცეფციით არის წარმოდგენილი - სანაპირო ობიექტის გარდა უკვე გაიხსნა მეამას ბრენდული სივრცე და მეამა ქოლექთის 4 ფილიალი.

ზევით