დღეიდან,  Massimo Dutti Online საქართველოში ხელმისაწვდომია

თანამედროვე მსოფლიო გამოწვევების პირისპირ მდგარი სამყაროსთვის, ყველაზე რელევანტური გამოსავალი ციფრულ ფორმატში, აჩქარებული ნაბიჯებით გადასვლა გახდა. ალბათ დაგვეთანხმებით, თუ კი თამამად ვიტყვით, რომ იმ რეალობაში, სადაც სიფრთხილე და თავის დაცვა ჩვენი უპირველესი საზრუნავი გახდა, ყველანი ონლაინ გამომწერები გავხდით, ისინიც კი ვისთვისაც შოპინგის ეს ფორმატი დისკომფორტს უქმნიდა.

Covid 19-ით გამოწვეული მსოფლიო პანდემია რომ დროებით გვერდზე გადავდოთ, წარმოიდგინეთ, რამდენ დროსა და ენერგიას ვზოგავთ ონლაინ შოპინგით, მაშინ, როდესაც დარწმუნებით ვიცით, რომ ჩვენი ყველა მოთხოვნა და სურვილი პირნათლად იქნება შესრულებული და რა შეიძლება იყოს ამ დროს ჩვენთვის იმაზე სასიხარულო, ვიდრე Massimo Dutti Online-ის ბაზარზე გამოჩენა?

დიახ, Massimo Dutti Online 25 მაისიდან საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია, მსოფლიოს უმსხვილესი ტანსაცმლის საცალო ვაჭრობის ჯგუფის წარმომადგენელი, რომელიც საქართველოში 2012 წლიდან 4 მაღაზიით ოპერირებს, დღეიდან მყიდველებს ცხოვრებას ერთი-ორად გაუმარტივებს. დღეიდან, Massimo Dutti-ს აპლიკაციასა და ვებ-გვერდ massimodutti.com-ზე შესულ მომხმარებლებს პრემიუმ ბრენდის ქალისა და მამაკაცის მუდმივად განახლებადი კოლექციების შეძენა და  ბრენდის სრულ კატალოგზე წვდომა ექნებათ.

საქართველო პირველია ამიერკავკასიის ქვეყნებს შორის, სადაც  გლობალური გვერდიდან ონლაინ შეძენის სერვისის დანერგვა შესაძლებელი გახდა, თუმცა, ყველაზე სასიხარულო ინფორმაცია კი ჯერ კიდევ არ გაგვიმხელია თქვენთვის, Massimo Dutti-ს აპლიკაციისა და massimodutti.com ვებ-გვერდის საშუალებით კოლექციის შეძენა და მიწოდება მთელი საქართველოს მასშტაბით იქნება შესაძლებელი, რაც ავტომატურად გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ჩვენი საზაფხულო გარდერობის განახლებაზე საქართველოს ნებისმიერ კუთხეში თამამად ვიზრუნოთ.

Massimo Dutti მის ერთგულ მომხმარებლებს სთავაზობს როგორც სრულიად განსხვავებულ შესყიდვის გამოცდილებას, ასევე ხელმისაწვდომობას ბრენდის სრულ კატალოგზე, მათ შორის იმ მოდელებზეც, რომლებიც კონკრეტულ პერიოდში საქართველოს მაღაზიებში არ არის წარმოდგენილი” - აცხადებენ რითეილ გრუპ ჯორჯიაში, რომელიც Massimo Dutti-ს ექსკლუზიური ფრენშაიზ პარტნიორია საქართველოში.

Massimo Dutti მომხმარებლებს სთავაზობს ქალისა და მამაკაცის ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების კოლექციებს. ბრენდი, იდეალურად უთავსებს ერთმანეთს ბუნებრივ ელეგანტურ სილუეტებს და ურბანულ სტილს, უმაღლესი ხარისხის მასალებისგან ქმნის კომფორტულ სამოსს, შესაბამისად, მისი კოლექციები იდეალური არჩევანია დამოუკიდებელი, ძლიერი, თანამედროვე  ქალებისა და მამაკაცებისთვის.

მხოლოდ დღეს, Massimo Dutti-ს ვებ-გვერდიდან თუ აპლიკაციიდან სასურველი სამოსის, აქსესუარისა თუ ფეხსაცმლის გამოწერის შემთხვევაში მოქმედებს Free Shipping, რას ელოდებით?

ზევით