#ჯანმრთელობა #სილამაზე

ექიმ-კოსმეტოლოგის რჩევები - როგორ მოვუაროთ კანს გაზაფხულზე

გაზიარება:

გაზაფხულის დადგომა კანისთვის ახალ გამოწვევებთან ასოცირდება. სეზონური ცვლილებების დროს, შეცდომებს ხშირად ვუშვებთ და არ ვიცით, როგორ მოვუაროთ კანს სუსხიანი სეზონიდან თბილ, მზიან ამინდებზე გადასვლისას. სწორედ ამიტომ, The Diary-ის რედაქცია ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე კლინიკა Welkin-ის ექიმ-კოსმეტოლოგს, ნატა მაღალაშვილს გაესაუბრა, რომელიც გაზაფხულზე კანის მოვლის შესახებ საჭირო რჩევებს გვიზიარებს.

ნატა, როგორ მოქმედებს ზამთრის ამინდებიდან გაზაფხულზე გადასვლა კანზე?

ნატა: ცივი ზამთრიდან თბილ ამინდზე გადასვლა კანისთვის სტრესულია და იწვევს ისეთ პრობლემებს, როგორებიცაა სიმშრალე, პიგმენტაცია და კანის ფერის დაკარგვა. ზამთარში კანს მეტი კვება სჭირდება, რადგან დაბალი ტემპერატურა ლიპიდურ დამცავ ფენას აზიანებს. ამიტომ გაზაფხულზე აუცილებელია ინტენსიური დატენიანება და კანის pH ბალანსის შენარჩუნება. გარდა ამისა, გაზაფხულზე მზის სხივების აქტივობა იზრდება, რაც მელანინის სინთეზის დარღვევას იწვევს და შესაძლოა, პიგმენტური ლაქების გაჩენის მიზეზი გახდეს. მათი თავიდან ასაცილებლად აუცილებელია SPF-ის შემცველი კრემის ყოველდღიური გამოყენება.

mizon spf, მიზონის მზისგან დამცავი
მიზონის ბრენდის მზისგან დამცავი

ყიდვა

რა ტიპის შეცდომებს უშვებენ ადამიანები სეზონური ცვლილებების დროს და როგორ ავირიდოთ ისინი თავიდან?

ნატა: ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომაა გაზაფხულზე ძლიერი მჟავების ყოველდღიურად გამოყენება. გაზაფხულზე მეტი მზისა და სითბოს პირობებში ამგვარი პროდუქტების გადაჭარბებული გამოყენება რეკომენდებული არ არის. ასევე, ბევრი ადამიანი არ იყენებს მზისგან დამცავ კრემს. პრობლემების თავიდან ასარიდებლად, სეზონური ცვლილებების დროს მეტი ყურადღება უნდა დაუთმოთ დატენიანებას. ასევე, უმჯობესია, კონსულტაცია გაიაროთ ექიმ-კოსმეტოლოგთან, რომელიც სწორ მოვლის რუტინას შეგირჩევთ თქვენი კანის ტიპის მიხედვით.

კანის მოვლა, კანის მოვლა გაზაფხულზე, კანის მოვლის რუტინა

როგორი უნდა იყოს მინიმალისტური, მაგრამ ეფექტური კანის მოვლის რუტინა გაზაფხულისთვის?

ნატა: გაზაფხული მომზადების პერიოდია ზაფხულისთვის, ამიტომ რუტინაში უნდა შედიოდეს მსუბუქი ყოველდღიური ექსფოლიანტი მკვდარი უჯრედების მოსაცილებლად, ჰიალურონის მჟავის შემცველი შრატი და დამატენიანებელი კრემი SPF-ის შემცველობით.

dermalogica circular hydration serum, დამატენიანებელი სერუმი
დამატენიანებელი სერუმი ყველა ტიპის გამომშრალი კანისთვის

ყიდვა

გაზაფხულზე რომელი კოსმეტოლოგიური პროცედურებია რეკომენდებული?

ნატა: გაზაფხულზე უმჯობესია ისეთი პროცედურები, რომლებიც კანის დატენიანებას და გაჯანსაღებას შეუწყობს ხელს. მაგალითად BioRePeelCl3 მსუბუქი პილინგი, რომელიც ერთდროულად მკვდარ უჯრედებს აშორებს, ატენიანებს კანს და ბიოსტიმულაციას უწყობს ხელს. ეს პროცედურა წლის ნებისმიერ სეზონზე შეგიძლიათ ჩაიტაროთ.

ასევე რეკომენდაციას გავუწევ მიკრონიდლინგის პროცედურას, რომლის დროსაც კანში სხვადასხვა ვიტამინები შეგვყავს, რაც მის გაჯანსაღებას უწყობს ხელს. კანისთვის სასარგებლოა ბიორევიტალიზაცია და მეზოთერაპიაც. ამ პროცედურების საჭიროებას ექიმი, პაციენტთან კონსულტაციის შემდეგ ადგენს.

არის თუ არა ისეთი პროცედურები, რომლებსაც გაზაფხულზე არ გვირჩევდით და რატომ?

ნატა: გაზაფხულზე უკვე აღარ არის რეკომენდებული ძლიერი ქიმიური პილინგები, რადგან მათ შემდეგ კანი განსაკუთრებით მგრძნობიარე ხდება, რაც ჰიპერპიგმენტაციისა და ინფექციის განვითარების რისკს ზრდის. ბევრი ადამიანი გაზაფხულიდან იწყებს რუჯის მიღებას და ვერ იცავს ექიმის მკაცრ რეკომენდაციებს, რაც პოსტპროცედურული გართულებების ალბათობას ზრდის. ამიტომ, ასეთი ტიპის მკურნალობა უმჯობესია ზამთრისთვის გადავდოთ.

dermalogica exfoliator, ყოველდღიური ექსფოლიანტი
ყოველდღიური ექსფოლიანტი მკვდარი უჯრედების მოსაცილებლად

ყიდვა

გაზაფხულის ალერგიები ხშირად იწვევს კანის გაღიზიანებას. როგორ აისახება ეს კანზე და როგორ დავიცვათ თავი ამ პროცესისგან?

ნატა: ადამიანს ალერგიული რეაქცია მისთვის განსაზღვრულ პროდუქტებზე, მედიკამენტებსა და სხვა ნივთიერებებზე უვითარდება. ამიტომაც, ასეთ პაციენტებს განსაკუთრებული ყურადღებით ვუდგებით და ვურჩევთ როგორც პროცედურებს ასევე სახლის პირობებში მოხმარებად პროდუქტებს.

ცერავე SA დამარბილებელი გამწმენდი გელი
დამარბილებელი გამწმენდი გელი

ყიდვა

სეზონური ალერგიის დროს საჭიროა, დავიცვათ კანის მუდმივი ჰიგიენა – კანს რეგულარული დაბანით სცილდება პოტენციური ალერგენები და ქვეითდება ანთებითი რეაქცია. ამიტომაც, კარგია, თუ გამოიყენებთ რბილ გამწმენდ საშუალებებს, მოერიდებით აგრესიულ საპნებსა და ცხელ წყალს. სახის გაწმენდის შემდგომ, წაისვით თქვენი კანისთვის შერჩეული დამატენიანებელი კრემი. გართულებების შემთხვევაში კი, აუცილებელია მიმართოთ ალერგოლოგს და დერმატოლოგს.

ზევით