#მოდა

საფერავისფერი – 2025 წლის ყველაზე დიდი ტრენდი

გაზიარება:

საფერავისფერი – სეზონის ყველაზე დიდი ტრენდია. გინდ მას შინდისფერი, ღვინისფერი ან ალუბლისფერი უწოდოთ, ფაქტია, რომ მეწამულ-წითელმა ტონალობამ მოდის კვირეულები, ქუჩის სტილი და ბლოგერების ფიდი დაიპყრო.

საფერავისფერის ტრიუმფალური დაბრუნება 2024 წლის შემოდგომა/ზამთრის ჩვენებებზე შედგა, სადაც მუქი ალუბლისფერი სამოსი მრავლად ვიხილეთ, მათ შორის Erdem-ისა და Hermès-ის კოლექციებში. Gucci-მ კი ამ ფერის საგაზაფხულო ვერსიების ფართო არჩევანი შემოგვთავაზა – 2025 წლის გაზაფხულის კოლექციაში მრავლად იყო მსუბუქი და გამჭვირვალე ტოპები, თუ კაბები, ალუბლისფერი ტყავის მინი ქვედაბოლოები და ბომბორებიც კი.

GUCCI, FARFETCH
Gucci S/S 2025
hermes
Hermès S/S 2025

სტილისტებმა ეს ტენდენცია მალევე აიტაცეს და საფერავისფერი ისეთი ვარსკვლავების ლუქებში ვიხილეთ, როგორიც არიან ზენდაია, ტომ ჰოლანდი, რიანა, ჰეილი ბიბერი, ბარბარა პალვინი და პრიანკა ჩოპრა. მათ სტილში ეს ფერი გამორჩეულ დეტალად იქცა. 

hailey bieber in yves saint laurent suit

Rhode-ის დამფუძნებელმა, ჰეილი ბიბერმა, Saint Laurent-ის 2025 წლის გაზაფხულის კოლექციიდან ორმაგი ღილებიანი პიჯაკი მოდის ყველაზე აქტუალური ფერის – ბორდოსფერი ჰალსტუხითა და იმავე ფერის ატლასის კლაჩით დაამშვენა. სხვათა შორის, არცერთი ფერი ისე არ შეესაბამება ერთმანეთს, როგორც ნაცრისფერი და საფერავისფერი.

Zendaya And Tom Holland

ვარსკვლავური წყვილი, ზენდაია და ტომ ჰოლანდი, 2024 წლის 24 ოქტომბერს ნიუ-იორკში, Tribeca-ს Greenwich Hotel-ში რომანტიკულ პაემანზე ბორდოსფერი ლუქებით გამოჩნდნენ. ზენდაიამ არჩევანი Nicolas Ghesquière-ისთვის შექმნილ Louis Vuitton-ის ტყავის კაბაზე შეაჩერა, რომელიც ღრმა V-ფორმის დეკოლტეთი და მეტალის ქამრით იყო გაფორმებული. ჰოლანდმა კი ზენდაიას კაბის ფერს მაისური შეუხამა, რომელიც შავი შარვლითა და თეთრი სპორტული ფეხსაცმლით დააბალანსა.

Gucci Cruise 2025 Fashion Show

საფერავისფერი 2025 წლის აბსოლუტური ჰიტია – ის მოდის ბრენდების ჩვენებების მთავარ ელემენტად იქცა, ფართოდ იყო წარმოდგენილი Chloé, Etro, Erdem, Bottega Veneta-სა და სხვა ბრენდების კოლექციებში და ახლა უკვე მაღაზიების მასობრივ კოლექციებშიც გადაინაცვლა.

წარმოგიდგენთ ტოპ 5 საფერავისფერ სამოსსა და აქსესუარს, რომელიც ჩვენი რედაქციის აბსოლუტური ფავორიტია:

1. SAINT LAURENT-ის ხელოვნური ტყავის ჩანთა ოქროსფერი დეტალებით

saint laurent bag
Saint Laurent € 1,680

ყიდვა

2. MACH & MACH-ის ეს ბაფთიანი ფეხსაცმელი ჩვენი აბსოლუტური ფავორიტია

MACH AND MACH, MACH & MACH
Miu Miu € 990

ყიდვა

3. TOM FORD-ის ჰალსტუხი 

ტომ ფორდი, ჰალსტუხი
TOM FORD $229

ყიდვა

4. NOUR HAMMOUR-ის ტყავის ქურთუკი 

Nour Hammour € 1,190

ყიდვა

5. TOM FORD-ის ქვედაბოლო ნიანგის ტყავის იმიტაციით

tom ford ქვედაბოლო
Tom Ford € 2,060

ყიდვა

ზევით