#სილამაზე

LEONOR GREYL: მაღალი ხარისხისა და ინოვაციური თმის მოვლის ფრანგული ხაზი

გაზიარება:

ბრენდი, რომელიც à la française ანუ თმის ფრანგულ სტილში მოვლის სინონიმად არის მიჩნეული, საქართველოში Profbeauty-ს დამსახურებით უკვე ხელმისაწვდომია. დღეს, გაგაცნობთ Leonor Greyl-ის შექმნის ისტორიას, ბრენდის ფილოსოფიას და ფრანგული ხარისხის 3 ყველაზე პოპულარულ პროდუქტს, რომლებიც სახლის პირობებში, თმის პროფესიონალური მოვლის ხელოვნებას გვაზიარებს.

Leonor Greyl-ის ისტორია, ორი ენთუზიაზმით აღსავსე ადამიანის: ჯანსაღ და ლამაზ თმაზე შეყვარებული ლეონორისა და ბოტანიკის მოყვარული ინჟინრის, ჟან-მარის შეხვედრით იწყება. ისინი, სიყვარულის გარდა საერთო მიზანმაც გააერთიანა: შეექმნათ ბუნებრივი ინგრედიენტებით დამზადებული თმის მოვლის პროდუქტი, ჯერ კიდევ ორგანული პროდუქციის ბუმამდე. სწორედ ამ იდეის წყალობით, მალევე საფუძველი ჩაეყარა მცენარეებისა და ნატურალური აქტიური ნივთიერებებისგან, თმის მოვლის საშუალების დამზადების ხელოვნებას - პირველ eco-chic თმის პროდუქციის ხაზს.

დღესდღეობით, Leonor Greyl წარმატებულ ოჯახურ ბიზნესადაა მიჩნეული, რომლის უნიკალური ცოდნა და ტექნიკა, თაობიდან თაობას გადაეცემა. მიუხედავად იმისა, რომ ბრენდის ისტორია, ლეონორ და ჟან-მარ გრეილებისგან იღებს სათავეს, მისი საერთაშორისო დონეზე აღიარება ქეროლინ გრეილის  სახელს უკავშირდება. სწორედ ქეროლინის დამსახურებით, Leonor Greyl მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილებში მდებარე 500-ზე მეტ სალონში განთავსდა და საერთაშორისო ასპარეზზე თავბრუდამხვევი პოპულარობაც მოიპოვა. 

მაინც რა გამოარჩევს Leonor Greyl-ს?

დასაწყისიდან - დღემდე, ბუნებრიობა ყოველთვის ბრენდის ამოსავალ წერტილს წარმოადგენდა. Leonor Greyl-ის პროდუქტები გარემოსა და ადამიანის ურთიერთპატივისცემაზეა დაფუძნებული. ბრენდის ფილოსოფია აგრეთვე აერთიანებს ისეთ მნიშვნელოვან ასპექტებს, როგორებიცაა: ეკო-მეგობრული და გადამუშავებადი შეფუთვები; ცხოველებზე სასტიკი მოპყრობის გარეშე შექმნილი პროდუქტები, რომლებიც იმავდროულად სილიკონების, ქვანახშირის კუპრის, პარაბენებისა და სულფატებისგან (SLS და SLES) თავისუფალი ფორმულებისგან იქმნება.

შამპუნამდე გამოსაყენებელი ზეთი მშრალი თმისთვის 

L’Huile de Leonor Greyl - 1970 წელს, ანტილის კუნძულზე გრეილების მოგზაურობის შემდეგ ჩნდება. ქარიშხლით შეცბუნებულმა ჟან-მარიმ შენიშნა, რომ პალმის ხის ფოთლები წყალს მათში შესვლის საშუალებას არ აძლევდა. მცენარის ამ გასაოცარმა თვისებამ, ჟან-მარის პალმის ზეთის თმის მოვლის ისეთ საშუალებაში გამოყენება შთააგონა, რომელიც თმის ირგვლივ წყალგამძლე ბარიერს შექმნიდა და მას გარე აგრესორებისა და დაზიანებისგან დაიცავდა. შამპუნის, საღებავისა თუ ცურვის წინ გამოსაყენებელი ეს ზეთი, რომელიც მყისიერად აღადგენს თმას, მალევე გახდა ბრენდის საფირმო პროდუქტი.

ყიდვა

სასარგებლო თვისებები:

• მთავარი პროდუქტი მშრალი თმისთვის, შამპუნის წინ გამოსაყენებლად;

• ატენიანებს მყისიერად;

• იცავს, არბილებს, ხსნის ერთმანეთში ახლართულ თმის ღერებს და ალამაზებს თმას;

• იდეალური დაცვა მთელი წლის განმავლობაში.

ბუნებრივი ბოტანიკური ზეთი თმისა და სხეულისთვის

სხეულის მოვლისა და სილამაზის ნამდვილი საშუალება - Huile de Magnolia, 1980 წელს ჟან-მარი გრეილის მიერ შეიქმნა. თუმცა იდეის ავტორი ლეონორი გახლდათ, რომელსაც უნივერსალური, თავისა და სხეულის მასაჟისთვის განკუთვნილი ზეთი ჰქონდა წარმოდგენილი. გრეილმა, მართლაც დაამზადა მრავალმხრივი გამოყენების ზეთი, დამარბილებელი და დამცავი ფუნქციით, რომელიც ახანგრძლივებდა რუჯს, აშორებდა მაკიაჟს და არბილებდა კანს. თეთრი ყვავილების დახვეწილი სურნელითა და დამატენიანებელი ბოტანიკური ზეთებით მდიდარი Huile de Magnolia არის ექსკლუზიური პროდუქტი, რომელიც მომხმარებელს მარტივად არ დაავიწყდება.

ყიდვა

სასარგებლო თვისებები:

• არბილებს და ატენიანებს კანს;

• ანეიტრალებს მზეზე ყოფნით გამოწვეულ კანის გამოშრობის პროცესს;

• შესაძლებელია გამოიყენოთ მაკიაჟის მოსაშორებლად;

• შესაძლებელია გამოიყენოთ მასაჟის დროს;

• არბილებს კანს და ანიჭებს მას დელიკატურ სურნელს.

მოცულობის შამპუნი ხვეული თმისთვის

1982 წელს შექმნილი Bain Restructurant à la Banane, პირველი შამპუნი იყო, რომელიც თმის ცვენისგან გამოწვეულ პრობლემებს აგვარებდა. თმის პერმი (თმის დახვევა), რომელიც იმ დროს ძალიან პოპულარული ტრენდი იყო, სასტიკად აზიანებდა თმას და მის სახლში მოვლასაც ართულებდა. სწორედ ამიტომ, ჟან-მარი გრეილმა შექმნა ხსნარი, რომელიც ნაზად ასუფთავებს თმას ბზინვარების დაკარგვისა და ხვეულების დაშლის გარეშე. დღეს, Bain Restructurant à la Banane - ხვეული თმის მოყვარულთა ფავორიტი პროდუქტია.

ყიდვა

სასარგებლო თვისებები:

• აუმჯობესებს ხვეულებს;

• მატებს თმას ბზინვარებასა და მოქნილობას მისი დამძიმების გარეშე.

ზევით