#ჯანმრთელობა

კოლაგენი კანისა და ძვლების სიჯანსაღისთვის

გაზიარება:

ადამიანის სხეულს კოლაგენი ქსოვილის შენებისთვის და სხვადასხვა უჯრედული პროცესების სრულყოფილად განხორციელებისთვის სჭირდება. ეს ცილა ისეთ მნიშვნელოვან საქმეებს აკეთებს, როგორიცაა ქსოვილის აღდგენა და იმუნური სისტემის გამართული მუშაობა. კოლაგენის ფუნქციების გათვალისწინებისა და მისი მნიშვნელობის აღიარების შემდეგ, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები კოლაგენის დანამატების სახით მიღებისკენ მოგვიწოდებენ. მათ არც კოსმეტიკური ინდუსტრია ჩამორჩა და კოლაგენს შტრატის, საცხისა თუ თმის ნიღაბის სახით გვთავაზობს. 

კანი, კოლაგენი, ჰიალურონის მჟავა
კანი სამი შრისგან შედგება: ეპიდერმისი, დერმისი (რომელიც ჰიალურონის მჟავას, ელასტინსა და კოლაგენს შეიცავს) და ჰიპოდერმისი

ასაკის მატებასთან ერთად, ორგანიზმში კოლაგენის გამომუშავება მცირდება. შედეგად კი ისეთი ნიშნები ვლინდება, როგორიცაა დანაოჭება, კანის დაბერება,  ძვალსახსროვანი სისტემის შესუსტება. კოლაგენი ორგანიზმის მიერ ბუნებრივად წარმოიქმნება, თუმცა მისი მიღება საკვებით ან სხვა სახის დანამატებითაც არის შესაძლებელი. უამრავი ადამიანი კოლაგენის შემცველ ფხვნილებს, კაფსულებს და სითხეებს აქტიურად მოიხმარს. კოლაგენი ჭრილობებისა და დამწვრობის სამკურნალოდაც კი გამოიყენება.

კოლაგენის შემცირება ასაკის მატების პროცესის ბუნებრივი ნაწილია. გარდა ამისა, ჩვენი ცხოვრების წესის ისეთი მავნე ჩვევები, როგორიცაა მოწევა, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება და შაქრის შემცველი პროდუქტების დიდი რაოდენობით მიღება ამ პროცესს აჩქარებს. კოლაგენის წარმოქმნას ჩვენს ორგანიზმში მზის ზემოქმედებაც ასუსტებს. 

როგორ დავეხმაროთ ორგანიზმს კოლაგენის უკეთ გამომუშავებაში?

გამომდინარე იქიდან, რომ კოლაგენის სიმცირე პირველ რიგში კანს, თმას და სახსრებს აზიანებს, მისი შემცველობით ძალიან ბევრი საკვებდანამატი უკვე არსებობს. ასევე შეგიძლიათ კოლაგენით მდიდარი სახის მოვლის საშუალებები, შამპუნები და ტანის საცხები მოიხმაროთ. 

კოლაგენის მიზონი
კოლაგენის შემცველი საცხი, Mizon 59.00₾

ყიდვა

 

თმის ნიღაბი
It's a 10, თმის ნიღაბი, 86 ₾

ყიდვა

კოლაგენი
All-Natural Hyaluronic Acid & Collagen თვალის & ტუჩის ნიღაბი, 10.75 ₾

ყიდვა

ჩვენი ორგანიზმი ხომ ძალიან ჭკვიანი მექანიზმია, ამიტომაც, როდესაც ასაკის მატებასთან ერთად კოლაგენის წარმოება მცირდება, ის თვლის, რომ მისი გამოყენება, ძვლებისა და სახსრების ჯანმრთელობისთვისაა პრიორიტეტი, კანისა და თმისთვის კი სამწუხაროდ კოლაგენის მარაგი არ ჰყოფნის ხოლმე. ეს გარდაუვალი პროცესი ჩვენ შეგვიძლია, რამდენიმე ხერხით, ოდნავ მაინც შევანელოთ. პერიოდულად C ვიტამინის შრატის გამოყენებაა აუცილებელია.

miznon c
 შრატი, Mizon 129.00₾

ყიდვა

ასევე, არ დაგავიწყდეთ, ყოველდღიურად, მზისგან დამცავი კრემის სახესა და სხეულის იმ ნაწილებზე დატანა, რომლებსაც მზის გულზე ყოფნა მოუწევთ.

avene, spf
მზისგან დამცავი ლოსიონი SPF50, Avene 80.00₾

ყიდვა

თუ დანამატების მიღებას გადაწყვეტთ, ამას ექიმთან ან კოსმეტოლოგთან კონსულტაციის გარეშე ნუ გააკეთებთ. ჯერ დარწმუნდით, თუ რომელი დანამატია თქვენი ორგანიზმისთვის უსაფრთხო და სასარგებლო. ამასთანავე, აუცილებლად გაეცანით ინსტრუქციას და მიღებისას რეკომენდებულ დოზას არ გადააჭარბოთ. კვლევების მიხედვით, მინიმუმ 8 კვირაა საჭირო, რომ დანამატების მიღების შედეგად თქვენს კანზე განსხვავება შენიშნოთ. ამიტომ ეს პროცესი მოთმინებას მოითხოვს.

collagen iherb
California Gold Nutrition, კოლაგენის ფხვნილი, 51.50 ₾

ყიდვა

კოლაგენის მიღება ცხოველური პროდუქტებისგან შეგვიძლია. მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისა და თევზისგან მომზადებულ საკვებში ყველაზე დიდი რაოდენობით კოლაგენის სხვადასხვა ტიპის ცილაა. კოლაგენის დონის ამაღლებას ხელს უწყობს ისეთი საკვები, როგორიცაა ძროხის ან ღორის ძვლის ბულიონი, კანიანი ქათმის ხორცი, სარდინები, ჟელატინის საღეჭი კანფეტები, კენკრა, ფორთოხალი, წითელი წიწაკა, კომბოსტო, ბროკოლი. როგორც ხედავთ, ამ პრობლემის მოგვარებაში ყველაზე მეტად C ვიტამინით მდიდარი საკვები გვეხმარება.

ექიმების რეკომენდაციით, განსაკუთრებით კარგია, თუ კოლაგენის დონის ამაღლებას ქალები პოსტმენოპაუზურ პერიოდში მიაქცევენ ყურადღებას. მხოლოდ კანისა და თმის სიჯანსაღეზე რომ არ ვისაუბროთ, დანამატებმა და სწორად შერჩეულმა პროდუქტმა, შეიძლება ოსტეოართრიტის სიმპტომები შეამსუბუქოს და საჭმლის უკეთესად მონელებასაც კი შეუწყოს ხელი. 

ასევე არ უნდა დავივიწყოთ, რომ ცხოვრების ჯანსაღი წესი ჯანსაღ ორგანიზმთან ყოველთვის კორელაციაშია. ცილებით, ვიტამინებითა და მინერალებით მდიდარი, დაბალანსებული დიეტის დაცვამ შეიძლება კოლაგენის გამომუშავებას ბუნებრივად შეუწყოს ხელი და ვარჯიშთან ერთად ძვლების ჯანმრთელობაც გააუმჯობესოს.

ზევით