#მოდა

კინომსახიობთა გილდიის დაჯილდოების წითელ ხალიჩაზე ეშმაკს ემოსა პრადა

გაზიარება:

კინომსახიობთა გილდიის დაჯილდოებაზე ჰოლივუდის ფეშენისტა მსახიობები მაღალი მოდის სამოსით იწონებდნენ თავს. SAG Awards-ის სტუმრები წითელ ხალიჩაზე დახვეწილი, ნატიფი სამოსით იყვნენ წარმოდგენილი. ალი ვონგის გამოჩენა წითელ ხალიჩაზე საღამოს მთავარ მომენტად იქცა. მსახიობს, რომელიც ნომინირებული გახლდათ სატელევიზიო სერიალებში ქალი მსახიობის გამორჩეული როლისთვის, ჰოლანდიელი დიზაინერის Iris van Herpen კაბა ემოსა. 

ali wang

ხაზი უნდა გავუსვათ მარგო რობის ბარბისებრ კაბას. და ზოგადად, არაერთი მსახიობი იწონებდა თავს წითელ ხალიჩაზე საკუთარი ფილმით ინსპირირებული ლუქით. მათ შორის იყო დანიელ ბრუკსიც, რომელსაც კრისტიან სირიანოს იასამნისფერი კაბა ეცვა. მსახიობის ბოლო ფილმია The Color Purple. 

საღამოს ულამაზეს კაბებსა და კოსტიუმებს შორის რებელა ბილი აილიშს გამოარჩევდით, რომელმაც კლასიკურ სამოსს სკოლის მოსწავლის სამოსით ინსპირირებული ლუქი არჩია.

მარგო რობი, Schiaparelli-ს 2020 წლის მაღალი მოდის კაბა

აქვე აღვნიშნავთ, რომ საღამოს მთავარი ტრენდად ხელთათმანები გამოიკვეთა. ჯოი კინგი, კათრინ ჰანი, ლავერნ კოქსი, ბარბრა სტრეიზანდი და სხვა მსახიობები დაჯილდოების ტრენდსეტერები აღმოჩნდნენ. საინტერესოა, აისახება თუ არა ხელთათმანების ტრენდი ქუჩის მოდაზე.

greta lee
გრეტა ლი, The Row-ის კაბა
Joey King in Givenchy
ჯოი კინგი, Givenchy

The Devil Wears Prada-ს მსახიობები 18 წლის შემდეგ კინომსახიობთა გილდიის დაჯილდოებაზე ერთ-ერთი ნომინაციის გამოსავლენად შეიკრიბნენ. ჰოლივუდის საუკეთესო სამეული from head to toe ისე გამოიყურებოდნენ, როგორც ამანდა პრისლი იამაყებდა.

devil wears prada

დაჯილდოებაზე ემი ბლანტს Louis Vuitton-ის წითელი კაბა ემოსა და Tiffany & Co-ს ბრილიანტები ჰქონდა ასხმული. ენ ჰეთეუეის კი ატელიე ვერსაჩეს ლურჯი კაბა 2015 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციიდან და ის შეუდარებლად გამოიყურებოდა. რაც შეეხება მერილ სტრიპს, კინომსახიობთა გილდიის დაჯილდოებაზე ეშმაკს ნამდვილად ემოსა Prada

SAGAwards-ის წითელი ხალიჩის საუკეთესო ლუქები:

1. კერი მალიგანი,  Armani

Carey Mulligan in Armani

2. კოლმან დომინგო, Off-White

Colman Domingo

3. ემილი ბლანტი, Louis Vuitton

Emma Stone

4.ელიზაბეტ დებიკი, Armani

Elizabeth Debicki

5. თეო აიერი, Kwasi Paul

Theo Iyer

6. ტაილერ ჯეიმს უილიამსი, Amiri

ტაილერ ჯეიმს უილიამსი

7. ბრი ლარსონი, Versace

Brie Larson

8. შტორმ რეიდი, Balmain

Storm Reid

9.ჯერემი ალენი უაიტი, Saint Laurent

Jeremy Allen White

10. მედდი ზიგლერი, Alexander McQueen

maddie ziegler

 

ზევით