კემბრიჯის ჰერცოგების მოულოდნელი გამოჩენა Earthshot Prize-ის დაჯილდოების ცერემონიაზე

კემბრიჯის ჰერცოგინია - ქეით მიდლტონი, დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ერთ-ერთ ყველაზე გემოვნებიანად ჩაცმულ წევრად ითვლება. ქეითის გრაციოზულმა ელეგანტურობამ, კლასიკური სილუეტების სიყვარულმა და ინდივიდუალიზმმა, ჰერცოგინია მოდის კერპად აქცია, მისმა ფრთხილმა მიდგომამ და ხელოვნების ნიმუშად ქცეული დიზაინების პატივისცემამ კი ქეითი ყველას შეგვაყვარა.

ქეით მიდლტონი კაბების განახლებითაა ცნობილი, კემბრიჯის ჰერცოგინია მიიჩნევს, რომ დიდებული დიზაინები ერთზე მეტ სიცოცხლეს იმსახურებენ, სწორედ ამიტომ ქეითი ხშირად ჩნდება საჯაროდ, ნცნობი სამოსით, ხშირად ჰერცოგინია კაბას ათწლეულის შემდეგაც კი ირგებს და გვარწმუნებს იმაში, რომ მდგრადი მოდის კონცეფცია რეალურია და მას პლანეტის გადარჩენა ნამდვილად შეუძლია.

გასულ დღეს, ქეით მიდლტონი და პრინცი უილიამი Earthshot Prize-ის დაჯილდოების ცერემონიაზე იმყოფებოდნენ, კემბრიჯის ჰერცოგინიამ წითელ ხალიჩაზე  Alexander McQueen-ის კაბა გააცოცხლა, რომელიც ქეითს 2011 წელს BAFTA-ს დაჯილდოების ცერემონიაზე ამშვენებდა. 

რაც შეეხება პრინც უილიამს, ჰერცოგმა არჩევანი ხაკისფერ ხავერდის პიჯაკზე შეაჩერა და მას შავი კლასიკური სამოსი მოარგო.

ზევით