ქეით ჰადსონი გვირჩევს: ჯადოსნური მრავალფუნქციური კრემი

მრავალმიზნობრივი პროდუქტების სიყვარულს ვერავინ უარყოფს, განსაკუთრებით თუ საქმე სილამაზის სამყაროს და თავის მოვლას ეხება. რატომ არ უნდა ვიყოთ შეყვარებული პროდუქტზე, რომელსაც დატენიანების, გარემოს დაბინძურებისგან დაცვის და SPF ფილტრი ერთდროულად გააჩნია? - პირიქით, ასეთ საშუალებებზე უბრალოდ თავდავიწყებით ვართ შეყვარებული. 

აღმოჩნდა, რომ მსახიობ ქეით ჰადსონსაც აქვს ფავორიტი პროდუქტი თავის მოვლის რუტინაში - Egyptian Magic All Purpose Cream, რომლის შესახებაც მსახიობი შანსის პოვნისთანავე საუბრობს და სხვებსაც ურჩევს მის შეძენას. გამოცემა Instyle-თან საუბრისას ქეითმა აღნიშნა, რომ მისი ოჯახი უბრალოდ შეყვარებულია ამ კრემზე, ისინი მას ყველაფრისთვის იყენებენ, იქნება ეს კანის სიმშრალე, დამწვრობა თუ ჭრილობაც კი. 

Egyptian Magic Cream 

 

ყიდვა 

ქეით ჰადსონს 3 შვილი ჰყავს და გასულ წელს, ერთ-ერთ გამოცემასთან საუბრისას მან აღნიშნა, რომ შვილებს მხოლოდ ამ საცხს უსვამს სხეულზე.

რა ხდის Egyptian Magic All Purpose Cream-ს ასეთ გამორჩეულს? - ბუნებრივია, იკითხავთ, საქმე ის გახლავთ, რომ ეს კრემი გაჯერებულია ანტიოქსიდანტებით, ისეთები როგორებიცაა ფუტკრის პროპოლისი, ფუტკრის მტვერი, ფუტკრის ცვილი, თაფლი, ზეითუნის ზეთი და სამეფო ჟელე. პროპოლისი და მტვერი იმავდროულად ანტების საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიულ და სოკოს საწინააღმდეგო თვისებებითაც ხასიათდებიან.

ზევით