#სილამაზე

ბიოტექნოლოგიური მიღწევა K18 - როდესაც მეცნიერება თმის მოვლას ხვდება

გაზიარება:

არაფერი აყენებს ჩვენს თმას ისეთ სერიოზულ ზიანს, როგორც ქიმიური პროცედურები, გაშრობა, გასწორება/დახვევა, თუ თმის შეღებვა. მიუხედავად დიდი რისკისა, ამ ყველაფრის მეორე მხარეს სილამაზე დგას და მოგეხსენებათ, რომ მისთვის მსხვერპლის გაღება გვჩვევია. საბედნიეროდ, სილამაზის სამყაროში არსებობს ისეთი პროდუქტები, რომლებიც ჩვენს დაზიანებულ და გამომშრალ თმას ახალ სიცოცხლეს სძენენ და ჩვენც ახალი ექსპერიმენტების ჩატარების საშუალებას გვაძლევენ.

ყველამ ვიცით, რომ როდესაც საქმე თმის სხვადასხვა სახის დაზიანებას ეხება, ყოველთვის მოიძებნება თმის ნიღაბი, რომელიც სწორედ ამ პრობლემის აღმოსაფხვრელადაა შექმნილი. ეს მიდგომა ათწლეულების განმავლობაში ამართლებდა, სანამ ბაზარზე სენსაციად ქცეული ბრენდი, K18 გამოჩნდებოდა. 

ათწლეულების განმავლობაში ჩატარებული კვლევებისა და მათი კლინიკურად დადასტურებული ფორმულებს წყალობით, სამყარომ საჩუქრად K18 მიიღო. ბრენდი სილამაზის სამყაროს ბიოტექნოლოგიური მიღწევის სახით მოევლინა. და თუკი, მადონა ამტკიცებდა, რომ 4 წუთი სამყაროს გადასარჩენად იყო საკმარისი, ინოვაციურმა ბრენდმა ეს 4 წუთი თმის გადარჩენისთვის გვიბოძა. სწორედ დროის ამ მცირე მონაკვეთში გვაძლევს K18-ის სუპერპოპუალარული თმის ნიღაბი - Leave-In Molecular Repair Mask თმის დაზიანების მოლეკულურ დონეზე აღდგენისა და სალონური მომსახურების სახლიდან გაუსვლელად ჩატარების საშუალებას.

პირველი ბიოტექნოლოგიური მიღწევა თმის მოვლის სფეროში -  K18 2020 წელს შეიქმნა და მილიონობით მომხმარებლის გულების მოგება სულ რამდენიმე თვეში მოახერხა. Leave-In Molecular Repair Mask ჯერ TikTok-ზე "გავარდა", ძალიან მალე კი ბრენდს გულშემატკივრები ცნობილ ადამიანთა შორისაც გამოუჩნდნენ. K18-ის საოცარ შედეგებზე საუბრობენ ჰეილი ბიბერი, სელენა გომესი, რიანა, კიმ და ქლოი კარდაშიანები, პიტ დევიდსონი და მრავალი სხვა.

2023 წელს კი K18-ის ამბასადორის ამპლუაში, წლის ყველაზე პოპულარული IT გოგო - სოფია რიჩი მოგვევლინა.

K18 ნამდვილად წარმოადგენს ახალი თაობის თმის ტექნოლოგიის ბრენდს, რომლის პროდუქტებიც შექმნილია ყველა ტიპის თმისთვის, პროცედურისა და რუტინისთვის. The Diary დღეს K18-ის ყველაზე პოპულარულ პროდუქტებს წარმოგიდგენთ.

სახელგანთქმული თმის ნიღაბი

K18 Pro hair repair mini kit

ყიდვა

ბრენდის პოპულარობის მიზეზი, უდავოდ, K18 Leave-In Molecular Repair Mask გახლავთ. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ნიღაბს სულ რაღაც 4 წუთი სჭირდება იმისთვის, რომ მასში შემავალი პეპტიდების წყალობით, ქიმიურ დონეზე აღადგინოს დაზიანებული თმა და მას ბზინვარება და სიჯანსაღე დაუბრუნოს. 

როგორ გამოვიყენოთ თმის ნიღაბი? აბაზანის მიღებისას კარგად ჩამოიბანეთ შამპუნი, თუმცა დაბანისას არ გამოიყენოთ თმის კონდიციონერი. პირსახოცით კარგად შეიმშრალეთ თმა და წაისვით Leave-In Molecular Repair Mask. დაელოდეთ 4 წუთი. არ ჩამოიბანოთ. 4 წუთის შემდეგ, სურვილისამებრ, წაისვით სხვა პროდუქტი და გაიშრეთ თმა რუტინისამებრ.

თმის მოლეკულურად აღმდგენი ზეთი

K18 Molecular repair hair oil

ყიდვა

მასში შემავალი, სპეციალური K18PEPTIDE ™ მუშაობს დაზიანებული თმის გასაუმჯობესებლად მოლეკულურ სიღრმეზე და ეფექტურად ებრძვის თმის ფრიზის გამომწვევ დაზიანებებს. თმა ხდება მტკიცე, ძლიერი, ჯანსაღი და გლუვი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში.

მასში შემავალ ავოკადოს ზეთს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი წვის წერტილი აქვს და შესაბამისად, ხელს უწყობს მაღალი ტემპერატურისგან 450°F (232°C) დაცვას, რათა მოხდეს თმის შემდგომი დაზიანების თავიდან აცილება.

პეპტიდებით მდიდარი შამპუნები

გასული წლის აგვისტოში, ბრენდმა კიდევ ორი პროდუქტი წარადგინა. ესენია პეპტიდების "მიკროდოზირებული" რაოდენობით გაჯერებული თმის შამპუნები: Peptide Prep Clarifying Detox და Peptide Prep pH Maintenance.

K18 detox shampoo

ყიდვა

Peptide Prep Clarifying Detox შამპუნი განკუთვნილია კვირაში ერთხელ, ან მაქსიმუმ ორჯერ გამოსაყენებლად. პეპტიდების გარდა, შამპუნის აქტიურ ინგრედიენტთა შორისაა გააქტიურებული ნახშირი და სალიცილის მჟავა. ამ ფორმულის წყალობით, დეტოქს შამპუნის მთავარი მიზანი, როგორც სკალპის, აგრეთვე თმის ბოლოების ღრმად გასუფთავებაა. შამპუნის გამოყენების შემდეგ, Leave-In ნიღაბი კიდევ უფრო ეფექტურად მუშაობს.

K18 PH shampoo

ყიდვა

რაც შეეხება Peptide Prep pH Maintenance შამპუნს, მის შემადგენლობაში პეპტიდებთან ერთად, მცენარეული წარმოშობის ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები ერთიანდებიან. შამპუნი ნაზად ასუფთავებს სკალპს, რაც მას რეგულარული გამოყენებისთვის იდეალურს ხდის.

ზევით