#მოდა

ჯინსი 2024 წლის მთავარი ტრენდია

გაზიარება:

| ანა ციხელაშვილი |

გასულ შემოდგომაზე დიზაინერებმა მოდის კვირეულის ფარგლებში 2024 წლის გაზაფხულის კოლექციები წარადგინეს. შესაბამისად წლის ტრენდები დიდი ხანია ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობია. ხმამაღლა შეიძლება ითქვას, ახლა ტრენდული ყველაფერია. 2024 წლის გაზაფხულის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ტრენდი კი მაინც ჯინსებია. თუმცა დამეთანხმებით, რომ ჯინსები მოდიდან არასდროს გადასულა, რაც გასაკვირი სულაც არაა. დენიმი როგორც ყოველდღიურობის, ასევე ოფიციალური ლუქის ნაწილი დიდი ხანია გახდა. მოკლედ, ეს სტატია ოდაა დენიმზე. 

ჯინსი იდეალურია კაპსულა გარდერობის შესაქმნელად. დენიმის სამოსით როგორც სადა და ყოველდღიური ლუქის, ასევე საღამოს outfit-ის შექმნა მარტივადაა შესაძლებელი. 

ჰეილი და ჯასტინ ბიბერები

ვალენტინოს მოდის სახლის 2023 წლის მაღალი მოდის შემოდგომა-ზამთრის კოლექციის ჩვენება კაია გერბერმა თეთრი პერანგითა და სწორი, მაღალწელიანი ჯინსით გახსნა. დენიმის შარვალი ხელით, ათასობით მცირე ზომის მძივით ნაქსოვი, მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ჯინსია (სავარაუდოდ). ხელოვნების ეს ნიმუში ყველა ჩვენგანის გარდერობს ვერ დაამშვენებს, თუმცა ამ სტატიაში ჯინსების იმ მოდელებს განვიხილავთ, რომელიც სხვადასხვა მოდის სახლმა 2024 წლის გაზაფხულისთვის შემოგვთავაზა. 

კაია გერბერი, ვალენტინოს ჩვენება

მუქი ფერის ჯინსი 

მუქი ჯინსები, თითქოს სველი, ახლად გარეცხილი ქსოვილის ეფექტით, Gucci-ს, Miu-Miu-სა და Helmut Lang-ის კოლექციებში დიდ ადგილს იკავებს. 

 

COLUMN DARK BLUE JEANS - STRAIGHT
მუქი ლურჯი ჯინსი, COS $135 

ყიდვა

90-იანი წლების სწორი ჯინსები

ღია ფერის, სწორი ჯინსი 90-იან წლებში, ვარსკვლავების საყვარელი სამოსი იყო. ხშირად ისინი ჯინსებს წითელ ხალიჩაზეც კი იცვამდნენ. ასეთი სტილის ჯინსები იდეალურია მინიმალიზმისა და კომფორტის მოყვარულთათვის. ასეთი თარგი შუალედური სტილია ძალიან მომდგარსა და ოვერსაიზ მოდელებს შორის. იგი შეგიძლიათ თქვენს საყვარელ თეთრ მაისურს ან პერანგს შეუხამოთ, მრავალფეროვანი სამკაული გაიკეთოთ და voilà თქვენი გაზაფხულის ლუქიც მზადაა. 

Levis, ჯინსი
ცისფერი ჯინსი, Levis 399 ₾

ყიდვა

ჯინსი განიერი ტოტებით

თუ ჯერ კიდევ არ შეგიძენიათ ფართო ტოტებიანი ჯინსები, რას ელოდებით?  ეს ტრენდი კიდევ უფრო ექსტრემალური ხდება და დიზაინერები ისეთ მოდელებს ქმნიან, რომლებიც ძალიან დიდი ზომის შარვლის შთაბეჭდილებას ტოვებს. თუმცა Loewe-ს უახლეს კოლექციაში ეს მოდელი იდეალურადაა შეხამებული დაბალძირიან ფეხსაცმელთან და ნაქსოვ სვიტერთან ერთად. ასევე შეგიძლიათ თამამად შეუხამოთ გაზაფხულის უკვდავ ტრენდს Trench Coat-ს. 

zara
ჯინსი განიერი ტოტებით, Zara, 149 GEL

ყიდვა

Cuffed jeans

2024 წლის მოდის კვირეულების ერთ-ერთი დასამახსოვრებელი დეტალი სწორედ cuffed jeans იყო. შარვლის ტოტების ბოლოებში სქელი, ამოტრიალებული ჯინსის გამოყენება ბევრმა დიზაინერმა გადაწყვიტა.

ZARA, STRAIGHT CUT HIGH WAIST JEANS
ZARA, STRAIGHT CUT HIGH WAIST JEANS 

ყიდვა

ფერადი ჯინსები 

ასევე აქტუალურია სხვადასხვა ფერის ჯინსები, განსაკუთრებით თეთრი და ნაცრისფერი. თეთრი ჯინსები ძალიან უხდება ამ გაზაფხულის ტრენდს - ლოფერებს. 

თეთრი ფერის ჯინსი, Levi's  $98

ყიდვა

Barrel Jeans 

ჯინსის სხვა მოდელებისგან განსხვავებით ეს სტილი ალბათ ყველაზე რთულად მოსარგებია. მაგრამ თუ მოირგებთ, გვერწმუნეთ, ის თქვენი გარდერობის შეუცვლელი ნაწილი გახდება. შარვლის სილუეტის დამახასიათებელი შტრიხი განიერი ტოტები და წელზე მჭიდროდ მომდგარი ნაჭერია. მოდის მიმდევრები შარვლის ამ მოდელით ქუჩებში უკვე გამოჩნდნენ და საგაზაფხულო მოსაცმელს ან პერანგებს უხამებენ.

Julianne Moore, deni, jeans, ჯინსი

Ganni £215

ყიდვა

ზევით