#მოდა #კინო

მოდური ფანტაზიის ისტორია ემა სტოუნის POOR THINGS-ის კოსტიუმებს მიღმა

გაზიარება:

ვენეციის კინოფესტივალზე იორგოს ლანთიმოსის Poor Things პრემიერის წუთიდან მოყოლებული იქცა ფილმად, რომლის ნახვაც ყველას სურს და რომლის შესახებ საუბარი არა და არ წყდება. ზრდასრული ქალის სხეულში გამომწყვდეული ბავშვის, ბელა ბაქსტერის (ემა სტოუნი) უცნაური ამბავი, პროტაგონისტის ტრანსფორმაციულ მოგზაურობაზე გვიამბობს, რომელიც რეალური სამყაროს საოცრებებითა და საშინელებითაა სავსე. რაც უფრო დიდხანს მიადევნებს მაყურებელი თვალს სირცხვილის გრძნობისგან თავისუფალ ბელა ბაქსტერს, მით მეტად რწმუნდება, რომ ფილმი დასაფიქრებელი პასაჟებითა და მომნუსხველი ვიზუალებით არის გამორჩეული.

იორგოს ლანთიმოსი, ემა სტოუნი, ჰოლი უადინგტონი

იორგოს ლანთიმოსის ეკრანიზაციისგან სხვა მოლოდინი არც შეიძლება გვქონოდა. Poor Things ვარდისფერი სათვალეების ლინზაში დანახული, ფანტასტიკის ჟანრის სპექტაკლია. ფილმში, მოქმედება მე-19 საუკუნის გოთიკურ ევროპაში ვითარდება და მასში ფრიად მნიშვნელოვანი ადგილი უკავია კოსტიუმირებულ თხრობას. უფრო ზუსტად რომ ითქვას, ბელა ბაქსტერის ტრანსფორმაცია მთლიანად მის ვიზუალურ იდენტობაზეა აშენებული.

იორგოს ლანთიმოსი, ემა სტოუნი, ჰოლი უადინგტონი

იორგოს ლანთიმოსი, ემა სტოუნი, ჰოლი უადინგტონი

Poor Things-ის კოსტიუმები, რომლებიც ვიქტორიანული სტილისა და კოსმოსური ფუტურიზმის ნაზავია, ბრიტანელ დიზაინერს, ჰოლი უადინგტონს ეკუთვნის. ჰოლი აღნიშნავს, რომ რეჟისორმა ზუსტად იცოდა, თუ რისი გადმოცემა სურდა კოსტიუმებით, სწორედ ამიტომ, ეკრანზე ვხედავთ თუ როგორ ერწყმის უბიწოება სიურრეალისტურ გარემოში მაღალი მოდას.

იორგოს ლანთიმოსი, ემა სტოუნი, ჰოლი უადინგტონი

მიუხედავად იმისა, რომ ტრადიციულად, პერიოდის დრამის ფილმების კოსტიუმები ერთი კონკრეტული პერიოდის გამოძახილი და ავთენტურობის მაგალითია, უადინგტონმა ახალი გზით წასვლა გადაწყვიტა. 

„ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ყველა დეტალში ორგანულობის გრძნობა ჩამექსოვა. მოგეხსენებათ, ვიქტორიანული ტანსაცმელი მორთულია უამრავი მძივით, ბუმბულით და მაქმანით, რაც იმ დროისთვის დამახასიათებელი ნიშანი იყო. გადავწყვიტე ამ ნიშნებისთვის გვერდი ამევლო და საკუთარი გულის კარნახით წავსულიყავი.

რთულად ტექსტურირებულ ვიქტორიანულ კაბებში, მკვდარი ცხოველების ბუმბულისა და ბეწვეულის მოხმარების ნაცვლად, ჭედური აბრეშუმი აღმოვაჩინე და დაუმორჩილებელი ტექსტურის მისაღებად სწორედ ის გამოვიყენე“ - იხსენებს ჰოლი უადინგტონი.

იორგოს ლანთიმოსი, ემა სტოუნი, ჰოლი უადინგტონი

ფილმის დასაწყისი აღბეჭდილია შავ-თეთრ ფერებში, ის ბელას ცხოვრების ადრეულ წლებს ასახავს, რომლებშიც პროტაგონისტი ბავშვისა და თოჯინების სტილის სამოსშია ჩაცმული. დროის მსვლელობასთან ერთად, ბელა ნელ-ნელა იწყებს საკუთარი ხმისა და სექსუალურობის აღმოჩენას, ამ დროს კი Poor Things-ში უკვე ფერადი კადრები და ფემინური ტექსტურები დომინირებენ.

იორგოს ლანთიმოსი, ემა სტოუნი, ჰოლი უადინგტონი

იორგოს ლანთიმოსი, ემა სტოუნი, ჰოლი უადინგტონი

კოსტიუმების დიზაინის შექმნის პროცესში, ჰოლიმ მოდის ისტორიას შეავლო თვალი და მისგან საკულტო სილუეტები ისესხა. „პატარა თეთრი ჩექმები, რომლებსაც ბელა ატარებს, არის André Courrèges-ის 1960-იანი წლების კოსმოსური პერიოდის ნივთები. ასევე გარკვეული სამოსი და აქსესუარები, 1930-იანი წლების Schiaparelli-დანაა აღებული. ფილმისთვის წარმოდგენილი მქონდა ძალიან ნათელი პალიტრა და ვფიქრობ, რომ მისი დახმარებით, მე-19 საუკუნის ბოლოს არსებული სიმდიდრის, თანამედროვეობაში გარკვეული სიახლით გადმოტანა შევძელი“ - ჰოლი უადინგტონი.

იორგოს ლანთიმოსი, ემა სტოუნი, ჰოლი უადინგტონი

ჰოლი უადინგტონმა Poor Things-ს სექსუალური ელფერი, ფერების თამაშის დახმარებითაც შესძინა. „მე ვიკვლევდი ყველაფერს, რაც კავშირში იყო სხეულთან“ - ამბობს კოსტიუმების დიზაინერი. „მინდოდა გამექარწყლებინა წარმოდგენები, ვიქტორიანულ სტილში არსებული სექსუალურობის შესახებ, რომელიც ხშირად წითელ და შავ ფერებშია წარმოდგენილი. მათ ნაცვლად გამოვიყენე ვარდისფრის რბილი პალიტრა, რომელიც ძალიან ჰგავს ადამიანის კანს და უარი ვთქვი კორსეტებზე. როგორც პერიოდის დრამის დიზაინერს, ძალიან მიყვარს კორსეტები, თუმცა ბელას სხეულის ბორკილებით შებოჭვისა და კონკრეტულ ფორმაში მოქცევის იდეა, ამ ფილმში არასწორად დასმულ აქცენტად მეჩვენა“.

შავი ფერი Poor Things-ში მოგვიანებით ჩნდება, როდესაც ბელა ბაქსტერი სამედიცინო სკოლაში იწყებს სწავლას და ცდილობს უფრო სერიოზული იმიჯი შეიქმნას. მთავარი გმირი აღარ ცდილობს გამოირჩეოდეს სხვებისგან, მისი მიზანი ახლა სოციუმთან შერწყმაა, რაც ფილმის დასასრულს გამოსდის კიდეც.

ზევით