იყიდება სახლი მთვარეზე

სამშენებლო კომპანია ICON-ი ამერიკის აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნულ სამმართველოსთან (NASA) პარტნიორობით, მომდევნო ორი ათწლეულის განმავლობაში დედამიწელებისთვის მთვარეზე სახლებს ააშენებს.

Nasa, moon

სახლები მთვარეზე ერთგვარი სტარტაპია, რომელსაც NASA ხელმძღვანელობს. კოსმოსური ამბიცია, რომელიც აპოლოს მისიების სულისკვეთებით იქნა ინსპირირებული, უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით მალე რეალობად იქცევა.

სახლები მთვარეზე ადგილობრივი საშენი მასალით 3D პრინტერების გამოყენებით განხორციელდება. ნასა მთვარეზე პრინტერის გაგზავნას გეგმავს, რომელიც მთვარის ბეტონს, მინერალების ფრაგმენტებს და მტვერს გამოიყენებს. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, მთვარეზე სახლები 2040 წლისთვის რიგითი მოქალაქეებისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი. აბა, ბარგი შეკარით, მიგრაცია მთვარეზე იწყება.

უნივერსიტეტები, კერძო საწარმოები, სამშენებლო კომპანიები - NASA-მ ამ პროექტის ირგვლივ ბევრი საინტერესო სუბიექტი გააერთიანა, სადაც გუნდური მუშაობა და საერთო გამოცდილება აუცილებელია ინოვაციური გადაწყვეტილებების მისაღებად. ეს ფრიად საინტერესო თანამშრომლობა არქიტექტურულ სფეროში პარადიგმის ცვლილებას გამოიწვევს.

ნასა, კოსმოსი

სახლების „ვარგისიანობა“ კი ჯერ დედამიწაზე დაიტესტება. NASA-ს მარშალის კოსმოსური ფრენის ცენტრი მათ იგივე პირობებში გაატარებს, რა პირობებიც მთვარეზე დახვდებოდათ. მოკლედ, თუკი 2040 წლისთვის მთვარეზე სახლის ყიდვას გადაწყვეტთ, იცოდეთ რომ ტესტირებულია და დამტკიცებულია ვარგისიანობაზე ამერიკის შეერთებული შტატების მიერ. 

წინ არქიტექტურული საოცრებები გველის მთვარეზე.

საინტერესოა კოსმოსური ინტერიერის დიზაინიც. მთვარის სახლები სულაც არ იქნება მოსაწყენი და ნაცრისფერი. ნასამ უკვე გასცა დავალება space-friendly ავეჯისა და ინტერიერის დიზაინის შექმნის თაობაზე. Ames Research Centre-ისა და სტენფორდის მკვლევრები კი იმაზე მუშაობენ რომ მთვარეზე არსებული საშენი მასალისგან სხვადასხვა ფერის ფილები შექმნან, რომელსაც შემდგომ ინტერიერის დიზაინერები სამზარეულოსა და აბაზანაში გამოიყენებენ.

სახლი მთვარეზე, ნასა

ნასას მთვარის სახლების პროექტი გაბედული ნახტომია მომავლისკენ. კაცობრიობა ცივილიზაციის მიღწევებს კოსმოსშიც გაავრცელებს. არქიტექტორები და მეცნიერები გაერთიანდნენ ერთი დიადი კოსმოსური იდეის ირგვლივ და მალე გაკაფავენ მთვარისკენ მიმავალ გზას, სადაც მომავალი თაობის ნაწილი დაიდებს ბინას. გამოქვაბულიდან მთვარის სახლამდე, ჟღერს, არა?!

ზევით