#დეკორი

გვინეტ პელტროუს ოცნების სახლი მონტესიტოში

გაზიარება:

უბადლო სტილის შეგრძნება - აი რა გამოარჩევს გვინეტ პელტროუს! 1995 წელს, ფილმ Se7en-ში შესრულებული და საყოველთაოდ აღიარებული როლის შემდეგ, გვინეტის სახელი ერთ-ერთ ყველაზე გემოვნებიან ეკრანიზაციებთანაა დაკავშირებული. Shakespeare in Love, რომლისთვისაც მსახიობმა ოსკარის ჯილდოც დაიმსახურა, The Talented Mr. Ripley, Great Expectations, Emma თუ Marvel-ის სამყაროში განსახიერებული პეპერ პოტსი, პელტროუს ფილმოგრაფიის თანაბრად მნიშვნელოვანი მიღწევებია.

გვინეტ პელტროუ, მონტეციტო, სანტა ბარბარა, გვინეტ პელტროუს სახლი

გვინეტ პელტროუ, მონტეციტო, სანტა ბარბარა, გვინეტ პელტროუს სახლი

გარდა წარმატებული სამსახიობო კარიერისა, გვინეტ პელტროუ ცხოვრების სხვა მიღწევებითაც თამამად დაიკვეხნის. ერთ-ერთი მათგანი, უდავოდ, ანტრეპრენიორული საქმიანობაა. მსახიობმა, 2008 წელს ბრენდი Goop დაარსა, რომლის ღირებულებამაც $250 მილიონი შეადგინა და პელტროუ ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ მსახიობად აქცია ჰოლივუდში. 

გვინეტ პელტროუ, მონტეციტო, სანტა ბარბარა, გვინეტ პელტროუს სახლი

გვინეტის ინტერესები ამაზე შორსაც წავიდა. მსახიობი და ანტრეპრენერი უძრავი ქონებითაც დაინტერესდა და სახლები ჰემპტონში, ლოს-ანჯელესში, მალიბუსა და სანტა ბარბარაში შეიძინა. სწორედ, ამ უკანასკნელს - მონტესიტოს საცხოვრებელს მოიხსენიებს გვინეტი  "სამუდამო სახლად". უძრავი ქონება მსახიობმა $4.9 მილიონად შეიძინა და მალევე, მის გარდაქმნას და თავისი ოცნების სახლის შენებას შეუდგა.

გვინეტ პელტროუ, მონტეციტო, სანტა ბარბარა, გვინეტ პელტროუს სახლი

გვინეტ პელტროუ, მონტეციტო, სანტა ბარბარა, გვინეტ პელტროუს სახლი

"სანტა ბარბარა ყოველთვის მიზიდავდა, მაშინაც კი, როდესაც ლონდონში ვცხოვრობდით, მე და ჩემს ქმარს (კრის მარტინს) ბავშვები იქ მიგვყავდა დასასვენებლად. ეს იყო ჩვენი ძვირფასი თავშესაფარი აშშ-ში" - იხსენებს მსახიობი.

გვინეტ პელტროუ, მონტეციტო, სანტა ბარბარა, გვინეტ პელტროუს სახლი

2015 წელს, ერთ-ერთ ვიზიტზე, გვინეტმა გასაყიდად განთავსებული საცხოვრებელი აღმოაჩინა, რომელშიც დანგრევის პირას მისული სახლის გარდა, დიდი პოტენციალი დაინახა. "მან ფილმი „რუხი ბაღები“ გამახსენა. აქ გარეული ცხოველები და მწერები ცხოვრობდნენ, თუმცა ეს მიწა და მისი ხედები დანახვისთანავე შემიყვარდა". მალევე, პელტროუმ ამ ადგილას ნულიდან, პირველი სახლის მშენებლობა დაიწყო. 

გვინეტ პელტროუ, მონტეციტო, სანტა ბარბარა, გვინეტ პელტროუს სახლი

გვინეტ პელტროუ, მონტეციტო, სანტა ბარბარა, გვინეტ პელტროუს სახლი

მთებით გარშემორტყმული მონტესიტოს საოჯახო სახლის ინტერიერი მშვიდი ფუფუნების გავლენით გამოირჩევა. მისი შექმნა გვინეტმა რობინ სტანდეფერსა და სტივენ ალეშას მიანდო, რომლებთან მუშაობის გამოცდილება მსახიობს უკვე ჰქონდა. დამამშვიდებელი, ნეიტრალური პალიტრით მოწყობილ სახლს პელტროუ ტყუილად არ უწოდებს "თავშესაფარს დასვენებისა და გონებრივი სიცხადისთვის". ტიპური ფრანგული ბინის ინტერიერით, მაღალი ჭერით, გაშლილი სივრცითა და უხვი ბუნებრივი განათებით, ამ საცხოვრებელს აქვს ყველაფერი, რისთვისაც ის ოცნების სახლად შეიძლება ითვლებოდეს. უნიკალური ხასიათი და დახვეწილი ინტერიერი თუ ექსტერიერი, დიდი შრომისა და ფიქრის ნაყოფია.

მე-18 საუკუნის მარმარილოს ბუხრისა და Chateau Domingue-ის ქვის იატაკის კომბინაციის შექმნაზე საუბრისას, მსახიობი აღნიშნავს, რომ შთაგონება ლონდონში გატარებულ პერიოდში იპოვა.

გვინეტ პელტროუ, მონტეციტო, სანტა ბარბარა, გვინეტ პელტროუს სახლი

მონტესიტო კალიფორნიის ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლელი და მოთხოვნადი ქალაქია, სადაც ისეთი ცნობილი ადამიანები ცხოვრობენ, როგორებიც ოპრა უინფრი, თუ პრინცი ჰარი და მეგან მარკლი არიან. რესტორნებისა და მაღაზიების დიდი არჩევანის გარდა, ტერიტორია ასევე გამოირჩევა საფეხმავლო ბილიკებითა და თვალწარმტაცი სანაპირო ზოლით.

ზევით