#მოდა #საახალწლო #საზოგადოება

Gifts for HIM - მამაკაცის top 6 საჩუქრის პრემიუმ და ბიუჯეტური ვერსიები

გაზიარება:

ტრადიციულად, წელიწადის ამ დროს google-ის სისტემაში ყველაზე ხშირად “საუკეთესო საჩუქრები” იძებნება. პირველ რიგში გეტყვით, რომ თუ მეორე ნახევარს კარგად იცნობთ, მისი ინტერესებიც გეცოდინებათ. მთავარია შესაფერისი საჩუქარი თქვენს მიერ განსაზღვრული ბიუჯეტის ფარგლებში მოძებნოთ. თუმცა, ჩვენც წაგეშველებით!

The Diary-ის რედაქცია ამჯერად მეგობარი მამაკაცისთვის, ან ზოგადად, მამაკაცისთვის top 6 საჩუქრის პრემიუმ და ბიუჯეტურ ვერსიებს წარმოგიდგენთ.

1. ხელთათმანები

აქსესუარის შერჩევა მამაკაცისთვის ყოველთვის უფრო რთულია, ვიდრე ქალისთვის, თუმცა ხელთათმანი ის იშვიათი გამონაკლისია, რომელსაც სტილის, თუ ინტერესების განურჩევლად, სუსხიან ზამთარში თითქმის ყველა მამაკაცი ატარებს.

მამაკაცის ხელტათმანი, კაცის ხელთათმანი, საჩუქარი, კაცის საჩუქარი
Gant - D1. LEATHER GLOVES (299 ₾)

ყიდვა

კაცის ხელთათმანი, საჩუქრად, კაცის საჩუქარი, რა ვაჩუქოთ კაცს, მამაკაცის საჩუქრები, ხელტათმანები საჩუქრად
Mavi gloves (69,95 ₾)

ყიდვა

 

2. ყურსასმენები

თუ თქვენი მეორე ნახევარი მოდის ტრენდების მიმდევარია, ამ არჩევანს ორმაგად დაგიფასებთ. დიდი ზომის ყურსასმენები გასული წლის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული აქსესუარია. თუმცა, ახალ წელს საჩუქრად ყურსასმენების მიღება მათაც კი გაუხარდებათ, ვინც თვლის, რომ შავი ფერის სამოსის გარდა, მამაკაცი არაფერს უნდა იცვამდეს. If you know what I mean?!

beats by dre, ბითსები, ბითსის ყურსასმენი, beats ყურსასმენები, საჩუქარი, top ყურსასმენები
Beats Studio Pro Wireless Headphones (999 ₾)

ყიდვა

jbl, ყურსასმენები, ნაუშნიკი, კომპიუტერის ნაუშნიკი, ბეიბიელი, იაფიანი ყურსასმენები
JBL Tune T710 BT Wireless On-Ear Headphones (169 ₾)

ყიდვა

 

3. პორტატიული დინამიკები

ტექნიკის განყოფილებიდან მცირე ზომის, უსადენო დინამიკებიც ერთ-ერთი საუკეთესო საჩუქარია. ბოლოს და ბოლოს, ვის არ უყვარს საღამოს ჭიქა ღვინით ხელში მუსიკის მოსმენა?!

მარშალის დინამიკი, დინამიკები, პორტატული დინამიკი, marshal, აუდიო სისტემა, უსადენო დინამიკი, მამაკაცის საჩუქარი, საჩუქარი კაცისთვის
Marshall Acton III Black (759 ₾)

ყიდვა

უსადენო დინამიკი, იაფიანი დინამიკი, საჩუქარი კაცისთვის, რა ვუყიდოთ, ჯეიბიელის დინამიკები, jbl
Xiaomi Mi Outdoor Speaker (149 ₾)

ყიდვა

 

4. მზის სათვალე

მზის სათვალე მამაკაცების top საჩუქრებში ყოველთვის ეწერა. მთავარია თქვენი მეორე ნახევრის რჩეული ფორმა იცოდეთ. 

კაცის სათვალე, მზის სათვალე, ბრენდი, სათვალეების ბრენდი, რონიკო, მზის სათვალეები კაცისთვის, სათვალე საჩუქრად
Dolce & Gabbana (671 ₾)

ყიდვა

მამაკაცის სათვალე, მზის სათვალე, სათვალეები იაფად, სათვალე საჩუქრად, მამაკაცის საჩუქარი, ახალი წლის საჩუქარი
George Piralli (211 ₾)

ყიდვა

 

5. მანტო

ყველა მამაკაცის გარდერობს უნდა ამშვენებდეს ერთი მანტო! მათ გარდერობებსაც კი, ვისთვისაც ყოველდღიური სამოსი სპორტული შარვალი და დიდი ზომის ჰუდია.

კაცის მანტო, კაცის პალტო, massimo dutti, მასიმო დუტი, კაცის პალტოები
Massimo Dutti DOUBLE-FACED WOOL COAT (1,099 ₾)

ყიდვა

კაცის პალტო, zara, ზარას პალტო, მამაკაცის მანტო, ნაცრისფერი მანტო, კაცის მანტო
ZARA OVERSIZE FIT COAT (299 ₾)

ყიდვა

 

6. სუნამო

თქვენი მეორე ნახევრის საყვარელი სურნელი აუცილებლად გეცოდინებათ, თუმცა არც ახალი არომატის მოსინჯვა იქნება ურიგო. მეტიც, თქვენს მიერ შერჩეული სურნელით საყვარელ მამაკაცს სასურველი მესიჯიც შეგიძლიათ გადასცეთ.

მამაკაცის სუნამო, კაცის სუნამო, კრიდი, creed, კრიდის სუნამო, კაცის სუნამო საჩუქრად, რა ვაჩუქოთ, სუნამოები
CREED IRISH TWEED (878 ₾)

ყიდვა

აკვა დი ჯიო, acqua di gio, კაცის სუნამო, მამაკაცის სუნამო, ლუტეცია, სუნამო საჩუქრად
GIORGIO ARMANI - Acqua Di Gio (230 ₾)

ყიდვა

 

 

ზევით