#მოგზაურობა

გაზაფხული დუბაიში: ტოპ-ადგილები, რომლებსაც აუცილებლად უნდა ესტუმროთ

გაზიარება:

| ანნა მათიაშვილი |

აპრილის მოსვლასთან ერთად, ზამთრიდან შემორჩენილი სუსხი გვემშვიდობება და გაზაფხული ახალი სიცოცხლით ბდუნდება. მანამ, სანამ თბილისური სიცხეების სეზონს შევეგებებით, გირჩევთ დუბაის ესტუმროთ, სადაც მზიანი სანაპიროები, თანამედროვე ცათამბჯენები და გასაოცარი ინფრასტრუქტურა დაგხვდებათ. გაერთიანებული საემიროს ყველაზე პოპულარული ნაწილი ტურისტებისთვის საინტერესო ყველა მიმართულებას აერთიანებს. ამჯერად იმ გამორჩეულ ღირსშესანიშნაობებს წარმოგიდგენთ, რომელთა მონახულებაც ზაფხულამდე უნდა მოასწროთ.

miracle garden,dubai,visit dubai,emirates,uae,flower garden,

Miracle Garden

ჩვენს სიაში ერთ-ერთ მოწინავე ადგილს დამსახურებულად იკავებს დუბაის საოცრებათა ბაღი - ყვავილების ქვეყანა, რომელიც უდაბნოს შუაგულში მდებარეობს. ბაღი ლანდშაფტური ხელოვნების შედევრადაც შეგვიძლია მივიჩნიოთ. ის 7 ჰექტარზეა გაშენებული და 150 მილიონი მცენარის ყვავილოვანი სკულპტურითაა დამშვენებული. შეგიძლიათ მეორე ნახევართან ერთად ყვავილებით შექმნილ გულის ფორმის თაღების ქვეშ ისეირნოთ, ან სინათლის შოუებით დატკბეთ.

emirates,plane,miracle garden,duvai,visit dubai,flower plane,

თქვენს გაოცებას აუცილებლად გამოიწვევს Emirates ავიახაზების ორსართულიანი თვითმფრინავი, რომელიც გინესის რეკორდების წიგნშია შესული, როგორც ყვავილებისგან დამზადებული ყველაზე დიდი ინსტალაცია. Miracle Garden 30 აპრილიდან იხურება და სტუმრების მიღებას მხოლოდ შემოდგომაზე განაახლებს. ბაღში შესვლის საფასური 70 ლარია.

safari park,zoo,giraffes,lions,dubai zoo,dubai,elephants,lions,

Safari Park

დუბაიში ერთ-ერთი განსაკუთრებული ტურისტული ადგილია ეკო-მეგობრული Safari Park, რომელიც 3000-ზე მეტი სახეობის ცხოველის, მათ შორის ლომების, სპილოების, აქლემების, ჟირაფების, დათვებისა და მაიმუნების სახლს წარმოადგენს. პარკის სტუმრებს მათი ყურება უსაფრთხო საცალფეხო ბილიკებიდან და სპეციალური პლატფორმებიდან შეუძლიათ. იქ მისულს არაერთი აქტივობა დაგხვდებათ, მათ შორის შესაძლებლობა გექნებათ თქვენი ხელით გამოკვებოთ ჟირაფები.

Safari Park-ის 20 წუთიანი ტური უდაბნოს ეკოსისტემას გაგაცნობთ და რეგიონის ენდემური ველური ბუნების შესახებ მოგიყვებათ.

ბუნების მოყვარულებს შეგიძლიათ გაიგოთ, თუ როგორ ინარჩუნებს პარკი ადგილობრივ ფლორასა და ფაუნას, მათ შორის არაბულ ორიქსსა და გადაშენების პირას მყოფ არაბულ მგლებს. პარკის მონახულება მაისის ბოლომდეა შესაძლებელი.

dubai mall,shopping,luxury,emirates,dubai,

Dubai Mall

დუბაი shopping-ის მოყვარულების ნამდვილი სამოთხეა. არაბთა საემიროს უდიდესი ქალაქი 100-მდე მოლს აერთიანებს, მათ შორის ყველაზე დიდი კი დუბაი მოლია, სადაც მსოფლიოში ცნობილი ბრენდების უმეტესობაა წარმოდგენილი. რითეილ ბრენდების გარდა, Dubai Mall რესტორნებს, კაფეებს, გასართობ ცენტრებს, კლუბებსა და სპორტულ ცენტრებს აერთიანებს.

ski,indoor skiing,dubai mall,uae,emirates,

მოლის ერთ-ერთი "საოცრება" დახურული სამთო-სათხილამურო კურორტია, სადაც ცხელ ზაფხულშიც კი შეგიძლიათ თხილამურებით, ან სნოუბორდით სრიალი. 

hatta wadi hub,dubai nature,nature,emirates,uae

Hatta Wadi Hub

ორიგინალურ თავგადასავლებს თუ ეძებთ და ბუნებაც თქვენი მეგობარია, მაშინ აუცილებლად უნდა ეწვიოთ Hatta Wadi Hub-ს. მთის განსაცვიფრებელი პეიზაჟების ფონზე შეგეძლებათ კაიაკით, მშვილდოსნობით, პარაპლანით ფრენით ან ცხენოსნობით დაკავდეთ. ექსტრემალური სპორტის მოყვარულებს მთის ველოსიპედიც ადგილზე დაგხვდებათ. თუ ლაშქრობით ხართ გატაცებული, აუცილებლად ადით Hatta-ს ცნობილ ნიშანზე, რომელიც გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში “მსოფლიოს ყველაზე მაღალ ნიშნადაა” აღიარებული.

garden glow,dubai,lights,visit dubai,sightseeing,emirate,uae

Dubai Garden Glow

სიის მეხუთე ნომერი თავისი მასშტაბებითა და განათებებით გაგაოცებთ. Garden Glow-ს ტერიტორია რამდენიმე თემატურ ზონადაა დაყოფილი. მაგალითად, წყალქვეშა სამყაროს ზონაში უზარმაზარი მბზინავი მედუზას მონახულება შეგიძლიათ, ხოლო დინოზავრების ზონაში იურული პერიოდის დინოზავრებს გადაავლებთ თვალს. ვიზუალურად მომხიბვლელი ინსტალაციების გარდა, აკრობატული ნომრების მომსწრენიც გახდებით. ბაღი ეკო-მეგობრულობით გამოირჩევა და თითოეული ინსტალაცია გადამუშავებული მასალისგანაა შექმნილი, განათებებისთვის კი ენერგიის დაზოგვის მიზნით, LED ტექნოლოგიას იყენებენ. ბაღის დათვალიერება 51 ლარად შეგეძლებათ.

opera house,dubai opera,dubai ballet,uae,emirates,dubai culture

დუბაის ოპერა

ვისაც ოპერა და ბალეტი გიყვართ, დუბაიში ყოფნისას აუცილებლად ეწვიეთ დუბაის ოპერას. ნაგებობა პირველ რიგში არქიტექტურულ შედევრს წარმოადგენს. არაბეთის გაერთიანებული საამიროების მდიდარი მემკვიდრეობის პატივსაცემად, არქიტექტორმა, იანუს როსტოკმა შენობა ტრადიციული ნავის ფორმას დაამსგავსა. ოპერა დუბაის შადრევნების გასწვრივ, ქალაქის ცენტრში მდებარეობს და მთელი მსოფლიოდან თეატრალურ სპექტაკლებს, ოპერისა თუ ბალეტის დადგმებს მასპინძლობს. ოპერის შენობა დუბაის A list საზოგადოების თავშეყრის ადგილია.

kite beach,dubai,kite surfing,paddleboarding,wakeboarding,sports,emirates

Kite Beach

Kite Beach დუბაის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სანაპიროა. ის ჯუმეირას უბნის სიახლოვეს მდებარეობს და ულამაზესი ზღვისა და ფაფუკი ქვიშის გარდა, წყლის სპორტის მოყვარულების სამოთხეს წარმოადგენს. სანაპიროზე შეძლებთ ფრანით სერფინგით, wakeboarding-ით ან paddleboarding- ით დაკავებას. თუ ქვიშაზე დარჩენა გსურთ, აუცილებლად გადააწყდებით ფრენბურთის მოთამაშეებს. მეტიც, სანაპიროდან Burj Al Arab-ზე ულამაზესი ხედი იშლება.

gold,luxury,dubai gold souk,dubai,emirates,

Dubai Gold Souk

Last but not least, გირჩევთ დუბაის ოქროს ბაზარი მოინახულოთ, რომელიც ახლადგაშენებული ქალაქისთვის საკმაოდ ძველია. ზოგიერთი მაღაზია 40-50 წლისაა. სულაც არაა აუცილებელი, ძვირფასი ლითონის ნაკეთობების შეძენას გეგმავდეთ, ბაზარი ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა, რომელიც თავისი მასშტაბით და განსაკუთრებით მძაფრი, აღმოსავლური კულტურით დაგატყვევებთ. აქ გაუგებთ გემოს ნამდვილ "ვაჭრობას". 

abra,boat,dubai,emirates,gold souk abra,

დუბაის ოქროს ბაზარში მოსახვედრად ნავით გასეირნება მოგიწევთ, რაც გამოცდილებას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის. თან, მგზავრობის ღირებულება სულ რაღაც 1 დირჰამია (დაახლოებით 70 თეთრი). ბაზრის სანაპიროზე მოხვედრისთანავე მოისმენთ ვაჭრების შეძახილებს, რომლებიც მათ დახლებთან გიხმობენ. აქვე, შეგიძლიათ თქვენი სახელის არაბული ვერსიით ყელსაბამიც დაამზადებინოთ, რაც დაახლოებით 150 დირჰამი (125 ლარი) დაგიჯდებათ. 

ზევით