გასტრო ბარი ალკო ჰოლი ჯადოსნური ახალი წლის დღესასწაულის მასპინძელია

2024 წლის ჯადოსნური ღამის დადგომამდე 5 დღეზე ნაკლებიღაა დარჩენილი. უკვე მოიფიქრეთ რას აპირებთ 31 დეკემბრის საღამოს? თუკი "ჯერ სახლში და მერე ვნახოთ" ნაცვლად, ახალი წლის ღამის სადღესასწაულო გარემოში გატარებას გეგმავთ, თუმცა ჯერაც არ გადაგიწყვეტიათ რომელ ლოკაციაზე გააკეთოს არჩევანი, დღეს მეგზურობას სიამოვნებით გაგიწევთ.

31 დეკემბერს, დაუვიწყარი ჯადოსნური მომენტების შექმნას, საყვარელი ადამიან(ებ)ის თანხლებით, გასტრო ბარი "ალკო ჰოლი" გვპირდება. კომფორტული და მყუდრო გარემო, სპეციალურად ახალი წლის ღამისთვის შექმნილი მენიუ შუშხუნა ღვინოსთან, თუ ჭიქა კოქტეილთან ერთად და რაც ყველაზე მთავარია, მრავალფეროვანი მუსიკალური პროგრამა - ეს იმ ღამის მცირე მონახაზია, რომელიც თავს საახალწლო ზღაპარში გაგრძნობინებთ.

განსაკუთრებულ სადღესასწაულო განწყობასთან ერთად, მუსიკალური პროგრამა "ალკო ჰოლის" ის მნიშვნელოვანი უპირატესობაა, რომელიც ღონისძიებას სხვებისგან გამოარჩევს. 31 დეკემბერს, გასტრო ბარის სტუმრების წინაშე  მომღერალი ქეთი ქართველიშვილი, პიანისტი ანი ფალავანდიშვილი და ფლეიტისტი თათა ცერცვაძე წარდგებიან.

საუკეთესო განწყობის შესაქმნელად, გასტრო ბარ "ალკო ჰოლს" 21:00 საათიდან შეგიძლიათ ესტუმროთ. ღონისძიებაზე დასასწრებად მაგიდების დაჯავშნა უკვე დაწყებულია, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.

ზევით