ენ ჰეთეუეის დიდებული დებიუტი კანის კინოფესტივალზე

კანის საერთაშორისო კინოფესტივალის მესამე დღეს, წითელ ხალიჩაზე ნამდვილმა მშვენიერებამ ენ ჰეთეუეიმ შეაბიჯა. როგორც აღმოჩნდა ეს გამოჩენა ენისთვის დებიუტი გახლდათ კანის კინოფესტივალზე, სწორედ ამიტომ ის მსახიობმა დაუვიწყარ მოვლენად აქცია. 

ახალი ფილმის Armageddon Time-ის პრემიერაზე მისული მსახიობი Armani Privé-ს თეთრი კაბითა და Bvlagari-ს უახლესი სამკაულებით გამოჩნდა. ორ განყოფილებიანი თეთრი კაბა, გაწყობილი მბზინავი თვლებით, ენს ელეგანტურობას და გრაციას სძენდა, რაც შეეხება მსახიობის სამკაულებს, როგორც Bvlagari-ს ამბასადორმა, ენ ჰეთეუეიმ წითელ ხალიჩაზე ბრენდის უახლესი კოლექციის ორი დიდებული ქმნილება წარადგინა, რომლებიც 2022 წლის ივნისიდან ჩაეშვება გაყიდვაში.

„არასდროს შეცდებით მცირედი ბზინვარებით. არასოდეს შეცდებით ისეთ სამოსში, რომელიც ელეგანტურად და მომხიბვლელად გამოიყურება, და ამავდროულად თავს ძალიან, ძალიან კომფორტულად გაგრძნობინებთ. შევნიშნე, რომ ბევრს ჩემს კოლეგას დებიუტზე თეთრი ფერი ამშვენებდა, მეც სწორედ ასე მოვიქეცი“ - აღნიშნა მსახიობმა.

Bulgari Eden The Garden of Wonders-ის კოლექციის Mediterranean Reverie-ის ყელსაბამი, ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი სამკაულია, რომელიც რომაულ სამკაულების სახლს ოდესმე შეუქმნია. ყელსაბამის შუაგულში შრი ლანკიდან მოპოვებული 107.15 კარატიანი საფირონია განთავსებული, გარშემო კი პატარა ბრილიანტებით არის შემკობილი.

ენ ჰეთეუეიმ ყელსაბამს Wonder Octogonal-ის ბეჭედიც შეუხამა, რომლის მთავარი გმირიც აგრეთვე საფირონის ქვა გახლავთ შრი ლანკიდან. ეს ბეჭედი იტალიური ბაღების გეომეტრიული თანწყობით არის შთაგონებული და შექმნილი.

ზევით